მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58741.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და ათას ამგვარ სისულელესა და სიბილწეს ამბობდნენ ქალები, სინამდვილეში მკვდრებივით რომ ეძინათ და მედეა სულაც არ ახსოვდათ.
The women were saying countless such stupid and vile things: in reality, they were sleeping like the dead and not even thinking of Medea.
58742.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მათ მაგივრად მედეა ფიქრობდა და ლაპარაკობდა ასე.
Medea was thinking and speaking for them.
58743.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„შვილო, ცოტა მაცალე, მე თვითონ გაგათხოვებო“, - ახლა მამამ შემოანათა სევდაჩამდგარი თვალები.
"Child, wait a little, I'll marry you off myself", her father now opened his eyes, shining with sadness.
58744.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ოოოი, ამოიგმინა მედეამ. არავის არ ესმოდა მისი, არავის არ უნდოდა გაგება.
"O-o-oy!" groaned Medea: nobody could hear her, nobody wanted to understand.
58745.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„სიკვდილი მინდა, სიკვდილი!“ - იყვირა მედეამ და წამლების ყუთს ეცა, საწოლზე ჩამოჯდა და ყუთი მუხლებზე დაიდო.
"I want to die, to die!" Medea shouted and rushed to her medicine chest, sat on the bed and put it on her knees.
58746.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ყუთმა სიზმარი გაახსენა და გველნაცემივით წამოხტა, ძვლებს ხომ არ დავაჯექიო.
The chest reminded her of her dream, and she leapt up, as if bitten by a snake: was she sitting on bones, she wondered.
58747.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
დიდხანს დასცქეროდა საწოლს, რომელსაც მთვარის ოქროსფერი, ბრჭყვიალა შუქი ბუსუსაშლილი საბანივით გადაჰფარვოდა.
For a long time she stared at the bed which was covered, as by a fluffy blanket, by the moon's bright, golden light.
58748.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ საწოლს ხელი ფრთხილად გადაუსვა.
Medea cautiously ran her hand over the bed.
58749.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სიცოცხლე მოუნდა, ასე რომ სტანჯავდა და აწვალებდა, აფრთხობდა და აბნევდა.
Suddenly she wanted to live, even if it meant suffering and torment, fear and confusion.
58750.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აქამდე მუშტად შეკრულ კვირტსა შლიდა და ამ პატარა ოთახში უკვე ვეღარ ეტეოდა.
Life was unfurling the bud which had been tightly closed, and this little room was now too small for it.
58751.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აქ აღარ იყო მისი ადგილი.
This was no longer her place.
58752.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ ეს არ იცოდა და ამიტომ იტანჯებოდა ასე.
Medea didn't know this, which was why she suffered so much.
58753.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სიცოცხლე კი მხოლოდ ერთი საფეხურით ინაცვლებდა მაღლა და მედეასაც თან მიითრევდა, რადგან ის მედეას კუთვნილი სიცოცხლე იყო და უიმედოდ ბიჯსაც არ მოიცვლიდა.
Life was moving up just one rung at a time, dragging Medea with it, because it was Medea's own life and it couldn't take a step without her.
58754.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ არც ეს იცოდა.
Medea didn't know this either.
58755.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ მაინც მიყვებოდა.
But she went along with it.
58756.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სხვანაირად არ შეეძლო, არც უფლება ჰქონდა, არ გაჰყოლოდა ამ ღონიერ ხელს, მის პატარა სხეულს ტკივილითა და ნეტარებით თანაბრად რომ ავსებდა.
She could not do otherwise, she had no right to refuse to follow this mighty hand that filled her little body with pain and bliss.
58757.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ინათა თუ არა, მედეამ უკვე იცოდა, უცხოელს უშველიდა და თუ უცხოელი ხელს დაუქნევდა, ძაღლივით გაეკიდებოდა კიდეც.
By the time dawn broke Medea knew that she was going to help the stranger and, if he just beckoned, she would stick to him like a dog.
58758.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
უპირველეს ყოვლისა, მედეამ პირსაბან ჯამში ჩაიხედა, მართლა ხომ არ გამზრდია თავიო.
First of all, Medea looked at her wash basin to see if her head really had grown bigger.
58759.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თავი არ გაზრდოდა, მაგრამ ჯამიდან თმაგაჩეჩილმა, თვალებშეშუპებულმა და სახეგაცრეცილმა გოგომ ამოხედა.
Her head hadn't grown, but her reflection in the basin was a girl with tousled hair, swollen eyes and a washed-out face.
58760.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ თითი ჩაჰკრა ჯამში და როცა ცივმა წყალმა დამსხვრეულ მინასავით დაიწკრიალა, ესიამოვნა და გაიღიმა.
Medea dipped a finger in the basin and when the cold water rang out like glass shattering, she was pleased, and smiled.