მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58801.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მუხლებამდე კაბააწეული თორმეტი მხევალი თავდახრილი მისდევდა ეტლს.
Their skirts hitched to their knees, their heads bowed, the twelve handmaidens followed the carriage.
58802.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
უსაშველოდ გაიწელა მოლოდინის წუთები.
The minutes of waiting dragged intolerably.
58803.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
გოგოებმა უკვე ყველაფერი იცოდნენ.
The girls now knew everything.
58804.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
უკვე კენჭიც ეყარათ, ვინ დარჩებოდა ამაღამ ტაძარში, ვის მაგივრად შეჰყვებოდა ჯორებშებმულ ეტლს აიეტის სასახლეში ქალადგადაცმული უცხოელი.
They'd cast lots to see who'd stay behind in the temple that night and whose place the stranger, disguised as a woman, would take to follow the mule-drawn carriage to Æëtes's palace.
58805.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„ჩვენ ქალები ვართ და ყოველთვის სუსტის მხარეზე უნდა ვიყოთო“, - უთხრა მედეამ.
"We're women and we always have to be on the side of the weak", Medea told them.
58806.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
დრო კი იწელებოდა.
Time dragged.
58807.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ფეხს ითრევდა, დღის სინათლეზე თავის მოსაკვეთად გამოყვანილ ტუსაღივით ყველაფერს ებღაუჭებოდა.
It dawdled, it hung on to everything, like a prisoner being led into the daylight to be beheaded.
58808.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ მაინც წინ მიიწევდა, მოედნისკენ, სადაც უნდა აღსრულებულიყო განაჩენი.
But still it advanced to the square where his sentence is to be carried out.
58809.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მოედნამდე უჭირდა მისვლა, რადგან იქამდე კიდევ ჰქონდა რაღაცის იმედი.
Walking to the square is hard, because up to then he still has some hope.
58810.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მერე კი, კუნძს რომ დაინახავდა, სასეიროდ გამოსული ხალხის ღრიალს რომ გაიგონებდა, თვითონვე აჩქარდებოდა.
But after that, when he sees the executioner's block and hears the roar of the crowd that has come out for the spectacle, he quickens his pace of his own accord.
58811.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თავის ფეხით მიირბენდა კუნძთან და მავედრებელი თვალებით ამოხედავდა ჯალათს, დროზე მოუღე ბოლო ჩემს უაზრო ტანჯვა-წამებასო.
It runs to the block and lifts his pleading eyes up to see the executioner who will quickly put an end to his torture and martyrdom.
58812.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ცამეტმა გოგომ ერთდროულად დაინახა მათკენ მომავალი უცხოელი.
The thirteen girls simultaneously saw the stranger coming towards them.
58813.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ოქროსფერი, მოძრავი თმა თასმით შეეკავებინა თავზე, მოკლე, თეთრი ტუნიკი ეცვა და ვერცხლისფერთასმებიანი სანდლები.
His golden, streaming hair was tied by a braid band round his head, he was wearing a short white tunic and silver-laced sandals.
58814.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თეძოზე ფართოპირიანი მახვილი ეკიდა.
He was girded with a broadsword.
58815.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მღელვარებისგან ფერი დაჰკარგვოდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა, თუმცა თვითონ ჯერ ვერავის ხედავდა.
He had turned pale with anxiety, but was still smiling, although he himself couldn't see anyone.
58816.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას კი უკვე დაენახა თავისი კუნძი და ხალხის ღრიალიც გაეგო.
Medea, however, had now seen her execution block and heard the roar of the crowd.
58817.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ისღა მოახერხა, მხევლებისთვის ხელით ენიშნებინა, მოშორებით იყავითო.
She managed to wave to her handmaidens to indicate that they should keep their distance.
58818.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ერთი პირობა მხედველობაც წაერთვა, ხომ არ მომელანდაო, გაიფიქრა და უკან მოიხედა, საიდანაც ბედისწერას მოეთრია აქ.
For a moment she lost her sight and wondered if she had imagined him, then she looked back to where fate had hauled her from.
58819.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ნაბიჯების ხმა ჯიუტად ახლოვდებოდა.
The sound of footsteps was steadily getting closer.
58820.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა მარტო იდგა მოედანზე.
Medea stood alone in the square.