მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58761.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„დღეს ლამაზი უნდა ვიყო“, - გაიფიქრა და ახლა ორივე პეშვით ამოიღო ჯამიდან წყალი.
"Today I have to be beautiful", she thought and with two cupped hands took water from the basin.
58762.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
პირის ბანას რომ მორჩა, გაშიშვლდა და მთელი ტანი ვარდის ზეთით დაიზილა.
After washing her face, she stripped naked and rubbed her whole body with rose oil.
58763.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
იღლიები სურნელოვანი წყლით გამოიბანა და კეფაზე გაკრული თმა ჩამოიშალა.
She washed her armpits with scented water and loosened her hair, which was tied at the back of her neck.
58764.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
გრილი, მსუბუქი თმა შიშველ მხრებზე ჩამოეღვარა.
Her cool, light hair poured over her bare shoulders.
58765.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა უნებურად შეკრთა.
Medea could't help being startled.
58766.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
საკუთარი თმაც ეუცხოვა.
Her own hair seemed alien to her.
58767.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
გარეთ ჩიტები აჟივჟივდნენ.
Outside the birds were chirruping somewhere.
58768.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სადღაც, ქალაქის მეორე ბოლოში მამალმა დაიყივლა.
Somewhere, at the other end of the city a cock crowed.
58769.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას უცებ შერცხვა, ასე ტიტველი რომ იდგა სარკის წინ, თითქოს მთელი ქვეყანა მას უყურებდა.
Medea suddenly felt ashamed to be standing naked at the window, as if the whole country was watching her.
58770.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მამალმა ისევ დაიყივლა, გაბმულად, ხრინწიანად.
The cock crowed again, a prolonged and hoarse call.
58771.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ ოქროს ბალთებით გაწყობილი ფირუზისფერი კაბა გადაიცვა.
Medea changed into a turquoise dress with gold buckles.
58772.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ოთახი დილის ხმებით გაივსო, ცეცხლისა და წყალმოპკურებული ფილაქნის სუნი დატრიალდა.
The room filled with morning voices, and she could smell the paving which had been sprayed with water.
58773.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„მე უკვე მზადა ვარო“, - გაიფიქრა მედეამ და ქვეყანა დაინახა, ქარისას ქვეყანა, გარეთ რომ იტყუებდა, ამ პატარა ოთახს სამუდამოდ რომ აკარგვინებდა.
"Now I'm ready", Medea thought and she saw the world, Chalciope's world that was luring her out, making her lose this little room for ever.
58774.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სანაცვლოდ არაფერს პირდებოდა.
It promised her nothing in return.
58775.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
იქ ყველაფერი თვითონ უნდა მოეპოვებინა.
She now had to find everything herself.
58776.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეასაც ეს აშინებდა სწორედ.
This was what Medea feared.
58777.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ახლა ოქროსვარაყიან სარკეში საკუთარი სახის ნაცვლად იმას ხედავდა, რაც კედელს იქით ხდებოდა, ქალწულის სენაკს გარეთ.
Looking in the gold-framed mirror, instead of her own face, she saw what was happening outside these walls, outside a virgin's cell.
58778.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მონა ქალები გრძელტარიანი ცოცხებით სასახლის ეზოს გვიდნენ.
Slave girls were sweeping the palace courtyard with long-handled brooms.
58779.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ცოცხის ყოველ მოსმაზე მკვეთრად ინაკვთებოდა მათი ღონიერი თეძოები, თეთრად ელავდა წვივები, როცა ფილაქნებს შორის ამოპარული ბალახის ამოსაწიწკნად იხრებოდნენ.
Every sweep of the broom showed the sharp contours of their strong thighs and the shiny whiteness of their calves when they bent down to pick out the grass lurking between the paving slabs.
58780.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მათ ყოველ მოძრაობაში, დაბანილ სახეებსა და სადად გადავარცხნილ თმაშიც ჯერ კიდევ გამოსჭვიოდა მიტოვებული საწოლის სითბო და საიდუმლო.
Their every movement, their freshly washed faces and simply combed hair were imbued with the warmth of the beds they had left and with a secret.