მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587661.
განთიადი | თავი XXXV
ზაფრინას მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, იქვე გვერდით მდგარი სენა მისი ზუსტი ანარეკლი იყო.
Zafrina was rigid and fierce, with Senna almost a mirror image at her side.
587662.
განთიადი | თავი XXXV
ბენიამინი მიწაზე იჯდა, ხელები მიწაში ჩაეფლო და რაღაცას ბუტბუტებდა.
Benjamin sat on the ground, his palms pressed to the dirt, and muttered quietly about fault lines.
587663.
განთიადი | თავი XXXV
წინა ღამეს მან მძიმე ლოდები დაახვავა, რომლებიც მინდვრის კიდეში დათოვლილ გორაკებად მოჩანდა.
Last night, he'd strewn piles of boulders in natural-looking, now snow-covered heaps all along the back of the meadow.
587664.
განთიადი | თავი XXXV
ამ ლოდებით ვამპირს ძლიერად ვერ დააზიანებდი, მაგრამ ყურადღებას კი გაუფანტავდი.
They weren't enough to injure a vampire, but hopefully enough to distract one.
587665.
განთიადი | თავი XXXV
ჩემგან მარჯვნივ და მარცხნივ მოწმეები გროვდებოდნენ, ისინი, ვინც ბრძოლაზე თანხმობა განაცხადა, უფრო წინ დგებოდნენ, სხვები – შედარებით უკან.
The witnesses clustered to our left and right, some nearer than others – those who had declared themselves were the closest.
587666.
განთიადი | თავი XXXV
შივოუნს თვალები დაეხუჭა და საფეთქლებს იზელდა, თითქოს კონცენტრირებას ცდილობდა.
I noticed Siobhan rubbing her temples, her eyes closed in concentration.
587667.
განთიადი | თავი XXXV
ზურგს უკან, ტყეში, უხილავი მგლები იცდიდნენ.
In the woods behind us, the invisible wolves were still and ready.
587668.
განთიადი | თავი XXXV
ჩვენ მხოლოდ მათი მძიმე ქშენა და გულისცემა გვესმოდა.
We could only hear their heavy panting, their beating hearts.
587669.
განთიადი | თავი XXXV
ღრუბლებმა ცა დაფარა, ვერ ვიტყოდით, რა დრო გავიდა – ისევ დილა იყო თუ უკვე შუადღე.
The clouds rolled in, diffusing the light so that it could have been morning or afternoon.
587670.
განთიადი | თავი XXXV
უეცრად ედუარდს თვალები დაუვიწროვდა და უმალ მივხვდი, რომ თავისი მახვილი მზერით ელისის გონებაში ნანახ სცენას ხელმეორედ ხედავდა.
Edward's eyes tightened as he scrutinized the view, and I was sure he was seeing this exact scene for the second time – the first time being Alice's vision.
587671.
განთიადი | თავი XXXV
ვოლტურების გამოჩენამდე სულ რამდენიმე წუთი ან წამი რჩებოდა.
It would look just the same when the Volturi arrived.
587672.
განთიადი | თავი XXXV
ჩემი ოჯახი და მისი მოკავშირეები შემჭიდროვდნენ.
All our family and allies braced themselves.
587673.
განთიადი | თავი XXXV
ტყიდან ვეებერთელა წითური მგელი, ხროვის წინამძღოლი, გამოვიდა და გვერდით დამიდგა.
From the forest, the huge russet Alpha wolf came forward to stand at my side.
587674.
განთიადი | თავი XXXV
ჯეიკობის გვერდით თავს უფრო მშვიდად გრძნობდა.
She was calmer with Jacob close.
587675.
განთიადი | თავი XXXV
სანამ რენესმეს გვერდით ჯეიკობი იყო, მას არაფერი დაუშავდებოდა.
As long Jacob was with Renesmee, she would be all right.
587676.
განთიადი | თავი XXXV
ედუარდმა უკან მოუხედავად დაიხია უკან და ისიც ჩვენ გვერდით დადგა.
Without risking a glance behind, Edward reached back to me.
587677.
განთიადი | თავი XXXV
მე ხელი ჩავჭიდე, მან ჩემს თითებს ძლიერად მოუჭირა ხელი.
I stretched my arm forward so that I could grip his hand.
587678.
განთიადი | თავი XXXV
კიდევ ერთი წუთის შემდეგ ნაბიჯის ხმა მომესმა და დავიძაბე.
Another minute ticked by, and I found myself straining to hear some sound of approach.
587679.
განთიადი | თავი XXXV
ედუარდმა კბილები გააღრჭიალა და ჩუმად დაისისინა.
Edward stiffened and hissed low between his clenched teeth.
587680.
განთიადი | თავი XXXV
ჩვენც იქით შევტრიალდით და ვოლტურების მოლოდინში გავირინდეთ.
We stared where he did, and waited as the last seconds passed.