მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58821.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ყველა მისკენ იშვერდა ხელს, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ და მედეას ვერ გაეგო, იცოდებდნენ თუ წყევლიდნენ.
Everyone was pointing at her, talking and interrupting one another, and Medea couldn't understand whether they were pitying or cursing her.
58822.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
არც ღვთაება ჩანდა, არც მამიდა ყამარი.
Neither the goddess nor Aunt Qamar could be seen.
58823.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თვალისმომჭრელად ჩახჩახებდა მზე.
The sun dazzled her.
58824.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„რატომ? რისი გულისთვისო?“ - ერთხელ კიდევ გაიფიქრა მედეამ.
"Why, for what reason?" Medea thought once again.
58825.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
როცა თვალებში ჩამდგარი ბინდი თანდათან გაეცრიცა, უცხოელი უკვე მის წინ იდგა.
By the time the dark haze in her eyes gradually lightened, the stranger was already standing in front of her.
58826.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
დიდხანს შესცქეროდნენ ერთმანეთს.
For a long time they stared at each other.
58827.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თითქოს მთელი ქვეყანა დამუნჯებულიყო.
The whole world seemed to be struck dumb.
58828.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- ნუ გეშინია - თქვა ბოლოს უცხოელმა და პირველად მაშინ იგრძნო მედეამ, რა იყო შიში.
"Don't be afraid", the stranger finally said: for the first time Medea then felt what fear was.
58829.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შიშს უწამწამო თვალები ჰქონდა, უკბილო პირი და ნიკაპზე დორბლი ჩამოსდიოდა.
Fear had eyes with no eyelashes, a mouth with no teeth and a jaw that dribbled.
58830.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას მკერდში ჩაუყო ხელი და ისე მწარედ მოუჭირა მარცხენა ძუძუზე, ტკივილისაგან მთელი ზურგი უცებ გაეოფლა.
It put a hand into Medea's chest and grimly gripped her left breast, so that her whole back suddenly perspired with the pain.
58831.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„ხმა, კრინტი!“ - გააფრთხილა შიშმა მედეა და ისე გადმოიხარა მისკენ, თითქოს კოცნას უპირებსო.
"Be quiet, not a sound", fear warned Medea, and bent over her as if it meant to kiss her.
58832.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ ვერ გაბედა მოერიდებინა სახე, მაგრამ შიშმა კი არ აკოცა, დორბლიანი ნიკაპი შეახოცა ტუჩებზე.
Medea didn't dare avert her face, but fear did not so much kiss her as wipe its dribbling jaw against her lips.
58833.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ ვერც პირის მოწმენდა გაბედა და უაზროდ გაიფიქრა: რისი უნდა მეშინოდესო.
Medea didn't even dare wipe her lips; she couldn't help thinking, "Why should I be afraid?"
58834.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
უცხოელი კი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა და როდის-როდის მისწვდა მედეას სმენას მისი ხაოიანი ხმა.
The stranger talked and talked and talked, but his coarse voice was barely audible to Medea.
58835.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ხმაც ისევე ჯიუტად ცდილობდა მედეას გონებაში შეღწევას, როგორც მედეას ფეხებთან ზურგზე დაცემული ხოჭო ცდილობდა გადმობრუნებას.
His voice tried so hard to penetrate Medea's mind: it was like the overturned beetle on its back by Medea's feet trying to turn over.
58836.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
გამხმარ, ბუსუსებიან ფეხებს უმწეოდ ასავსავებდა ჰაერში.
It was feebly waving its desiccated, furry legs in the air.
58837.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა ხოჭოს უყურებდა და უცხოელის ხმა ესმოდა.
Medea watched the beetle and listened to the stranger's voice.
58838.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ხმა აბრუებდა სწორედ, როგორც გველს შელოცვა და ამიტომაც ვერ ეშველა ხოჭოსთვის.
The voice made her dizzy, just like a spell cast on a snake, so that Medea couldn't help the beetle.
58839.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
არადა, თითის წაკვრა უნდოდა მხოლოდ.
In fact, it only needed a push from her finger.
58840.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„ჯოხი მაინც მქონდესო“, - ისევ უაზროდ გაიფიქრა მედეამ და ახლა ჯოხს დაუწყო ძებნა თვალით.
"If only I had a stick", Medea thought irrelevantly and her eyes began searching for a stick.