მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58861.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ზღვიდან ცივმა ნიავმა დაუბერა.
A cold breeze blew in from the sea.
58862.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ბუჩქებს ამოფარებული მხევლები აეფორიაქებინა განმარტოებული ქალ-ვაჟის ცქერას, შეიძლება იმიტომაც, შეფარვით რომ უცქერდნენ.
The handmaidens hiding in the bushes were excited by the sight of the couple on their own, perhaps because they were looking furtively.
58863.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ასე იყო თუ ისე, წასვლის დრო ახლოვდებოდა.
In any case, it would soon be time to leave.
58864.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ტაძრიდან რომ კაბაგადაცმული უცხოელი გამოვიდა, გოგოებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ჟივილ-ხივილით გამოცვივდნენ საფარიდან.
When the stranger, wearing a woman's dress, came out of the temple, the girls couldn't control themselves and came rushing out of their hiding places shrieking and squawking.
58865.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
დარცხვენილი და დაბნეული უცხოელი უაზროდ შლიდა ხელებს და იღიმებოდა.
Embarrassed and confused, the stranger spread his arms out and smiled.
58866.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
კაბიანმა მამაკაცმა გოგოებს მორიდების გრძნობა გაუქრო.
Seeing a man in a dress made the girls forget their embarrassment.
58867.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თითქოს, რადგან კაბა ეცვა, მათიანი გამხდარიყო, მათი ბანაკისა.
He seemed to have become one of them, a member of their camp, once he had put on a dress.
58868.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ჩიკორივით აბზრიალებდნენ, აქეთ-იქით ექაჩებოდნენ.
They span round like stones sent skimming over water, they tugged him from all directions.
58869.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
კაბა ცოტა ჩამოიწიე, კანჭები გიჩანსო.
They pulled his dress down a little, saying, "We can see your shins".
58870.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ყაყაჩოსავით სახეაბრიალებული უცხოელიც ხელებს შლიდა, ტრიალებდა, იღიმებოდა და... ითმენდა.
The stranger, his face as red as a poppy, spread his arms out, turned round and round, smiled and… put up with it.
58871.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეა რომ მამასთან შევიდა, აიეტი ტახტზე იჯდა, იატაკს დაშტერებოდა და მოღეღილ გულმკერდს უნდილად იფხანდა.
When Medea went in to see her father, Æëtes was on his throne, staring at the floor and lazily scratching his bared chest.
58872.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამ ბოლო დროს აიეტი ხშირად იჯდა ხოლმე ასე გვიანობამდე, ავი წინათგრძნობა აწუხებდა.
Recently, Æëtes had often sat up late, perturbed by forebodings.
58873.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის უფრო უკარგავდა მოსვენებას, ყველაფერში თვითონვე რომ გამოდიოდა დამნაშავე.
What kept him up was that everything was turning out to be his fault.
58874.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„როგორ მეკრა ხელი ობოლი ბიჭისთვის, ქვეყანა მოსაკლავად რომ დასდევნებოდაო“, - წუხდა აიეტი.
"How could I push away an orphaned boy whose country was hunting him down for the kill?" Æëtes worried.
58875.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა ის ყველაზე ბევრს ფრიქსეზე ფიქრობდა.
Now he thought about Phrixos more than anyone else.
58876.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
უფრო სწორედ, რაზედაც არ უნდა ეფიქრა, ბოლობოლო ფრიქსეს მიადგებოდა და ესმოდა კიდეც, ქარის ყოველ წამოქროლვაზე როგორ ავად ჩხრიალებდნენ მისი სიძის ძვლები.
In fact, whatever he might think about, it always ended with him facing Phrixos and hearing with every gust of wind his son-in-law's bones rattling ominously.
58877.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„რას მემართლები, რას მედავები, რას მემუქრებიო“, - უღრენდა აიეტი ფრიქსეს აჩრდილს.
"What do you want of me, what quarrel do you have with me, what are you threatening me with?" Æëtes would snarl at Phrixos's ghost.
58878.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აჩრდილი აბუზული იდგა კართან, გალახული ძაღლივით დასევდიანებული, მადლიერი.
The ghost stood huddled in the doorway, as miserable and grateful as a whipped dog.
58879.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართლა ძაღლივით გაიძურწებოდა ხოლმე აიეტის შეღრენაზე, რათა ცოტა ხნის შემდეგ ისევ მობრუნებულიყო უკან.
It actually sneaked out like a dog every time Æëtes snarled at him, coming back a little later.
58880.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასეთი ახსოვდა აიეტს ფრიქსე, უწყინარი და მადლიერი.
This is how Æëtes remembered Phrixos: meek and grateful.