მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588341.
განთიადი | თავი XXXVIII
– ელისი, – დაიჩურჩულა გაოგნებულმა ესმემ.
"Alice," Esme whispered in shock.
588342.
განთიადი | თავი XXXVIII
– ელისი, – ამოიხვნეშა არომ.
"Alice," Aro breathed.
588343.
განთიადი | თავი XXXVIII
შვებამ და სიხარულმა ერთდროულად მომიცვა.
Relief and violent joy surged through me.
588344.
განთიადი | თავი XXXVIII
მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა ფარის სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
It took all my will to keep the shield where it was.
588345.
განთიადი | თავი XXXVIII
ალეკის ნისლი ისევ ცდილობდა ბზარის პოვნას.
Alec's mist still tested, seeking a weakness.
588346.
განთიადი | თავი XXXVIII
შემდეგ ტყიდან სირბილის ხმა მომესმა.
And then I heard them running through the forest.
588347.
განთიადი | თავი XXXVIII
ორივე მხარე სტუმრების მოლოდინში გაირინდა.
Both sides were motionless in expectation.
588348.
განთიადი | თავი XXXVIII
ვოლტურების მოწმეები კიდევ ერთმა სიახლემ უფრო დააბნია.
The Volturi witnesses scowled in fresh confusion.
588349.
განთიადი | თავი XXXVIII
ელისი მინდორზე სამხრეთ-დასავლეთიდან შემონარნარდა და მისი სახის დანახვით აღტაცებული, ლამის წავიქეცი.
Then Alice danced into the clearing from the southwest, and I felt like the bliss of seeing her face again might knock me off my feet.
588350.
განთიადი | თავი XXXVIII
რამდენიმე სანტიმეტრით უკან ჯასპერი მოჰყვებოდა და თვალებს მრისხანედ აბრიალებდა.
Jasper was only inches behind her, his sharp eyes fierce.
588351.
განთიადი | თავი XXXVIII
მათთან ერთად სამი უცნობი მორბოდა.
Close after them ran three strangers.
588352.
განთიადი | თავი XXXVIII
ბოლო ახალგაზრდა კაცი იყო.
And the last was a young man...
588353.
განთიადი | თავი XXXVIII
მუქი ყავისფერი კანი ჰქონდა.
His skin was dark brown.
588354.
განთიადი | თავი XXXVIII
მეორე ქალის მსგავსად მასაც დაეწნა შავი თმა, თუმცა უფრო მოკლე ჰქონდა.
His hair was black and braided, too, like the woman's, though not as long.
588355.
განთიადი | თავი XXXVIII
ძალიან ლამაზი იყო.
He was beautiful.
588356.
განთიადი | თავი XXXVIII
როცა ყმაწვილკაცი მოგვიახლოვდა, მინდორზე შეკრებილებმა შოკის მომგვრელი ხმა გავიგონეთ – აჩქარებული გულის ძგერა.
As he neared us, a new sound sent shock waves through the watching crowd – the sound of another heartbeat, accelerated with exertion.
588357.
განთიადი | თავი XXXVIII
მე, ედუარდმა, კარლაილმა, ესმემ მაშინვე მკლავზე მოვუთათუნეთ ხელი.
I reached out to touch her arm, and so did Edward, Esme, Carlisle.
588358.
განთიადი | თავი XXXVIII
ხანგრძლივი მისალმების დრო არ გვქონდა.
There wasn't time for any other welcome.
588359.
განთიადი | თავი XXXVIII
მცველები ინტერესით ადევნებდნენ თვალს, როგორ ადვილად შემოვიდნენ ახალმოსულები ჩემი ფარის ქვეშ.
All the guard watched, speculation in their eyes, as the latecomers crossed the invisible border without difficulty.
588360.
განთიადი | თავი XXXVIII
ფელიქსი და მისნაირი ახმახები იმედიანად მომაშტერდნენ.
The brawny ones, Felix and the others like him, focused their suddenly hopeful eyes on me.