მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58841.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„მერე კი წავა, საითაც უნდა“.
"Then it can go wherever it wants".
58842.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა უცებ დაიხარა და ხოჭო გადააბრუნა.
Medea suddenly bent down and turned the beetle over.
58843.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მწერი დაფეთებული გაექცა ადამიანის ხელს.
The panicky insect fled from the human hand.
58844.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„ცოლები და დედები... ზღვის ნაპირას დამხობილან... უკვე დაგვტირიან...“ - ამბობდა უცხოელი.
"Wives and mothers… stretched out along the shore… walk and weep for us…" the stranger was saying.
58845.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეაც უნებურად, მოწაფესავით იმეორებდა: „ცოლები“... „დაგვტირიან“.
Medea automatically, like a pupil, repeated: "Wives"..."weep for us".
58846.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თითქოს პირველად ესმოდა ეს სიტყვები და მათი მნიშვნელობის არაფერი გაეგებოდა.
As if she first heard these words without understanding their meaning at all.
58847.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ თუ ვერ გაიგებდა, ვერც თავს დააღწევდა ამ უცნაურ გარინდებას.
But if she couldn't understand them, she couldn't escape this strange entrancement.
58848.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები შენი, - თქვა უცხოელმა და გაჩუმდა.
"I'll be grateful to you until my dying day", said the stranger before falling silent.
58849.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შეწყდა თუ არა ხმა, მედეაც მაშინვე გამოერკვა.
As soon as his voice stopped, Medea came to her senses.
58850.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თამამად გაუსწორა უცხოელს თვალი და გაუღიმა.
She boldly looked the stranger in the eye and smiled at him.
58851.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აღარ რცხვენოდა, რადგან მოვალეობა, რომლის აღსრულებასაც ის უკვე მტკიცედ აპირებდა, არ იწვევდა სირცხვილის გრძნობას.
She was no longer embarrassed, because the duty she now firmly intended to carry out caused her no embarrassment.
58852.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ის განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს ეხმარებოდა.
She would help this man in his trouble.
58853.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- მერე კი წადი, საითაც გულმა გაგიწიოს, - თქვა მედეამ და რატომღაც ისევ ხოჭო მოელანდა, დაფეთებული რომ გარბოდა ბალახებში.
"And then go wherever you feel like going", Medea said, and for some reason visualised the beetle running in panic through the grass.
58854.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ უცხოელის მძიმე და ცხელი მარჯვენა ორივე ხელით აიღო და გააგრძელა: მომიყევი, როგორია ის ქალწული, შენ რომ გელოდებაო.
Medea picked up the stranger's heavy, hot right hand in both of her hands and went on, "Tell me, what's the maiden waiting for you like?"
58855.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას თვითონვე გაუკვირდა, ისე მშვიდად და თავისუფლად უთხრა ეს უცხოელს.
Medea was amazed that she said this so calmly and casually to the stranger.
58856.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
როგორც სტუმრად მოსულ ბავშვს ჰკითხავენ ხოლმე რაღაცას, უმნიშვნელოს, სხვათა შორის, უფრო თავისუფლად რომ იგრძნოს თავი და გაშინაურდეს.
As one asks a visiting child something unimportant, among other things, to make him feel at ease and at home.
58857.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- ძვირფასო, - გაუბედავად თქვა უცხოელმა.
"My darling", the stranger said timidly.
58858.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
უცებ იგრძნო, ქალს უყვარდა, არა, უფრო სწორედ, მერე იგრძნო, როცა უკვე ნათქვამი ჰქონდა ეს სიტყვა.
He suddenly sensed that the girl loved him, to be precise, he sensed it after he had said this word.
58859.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ცოტა ხნის მერე უფრო თამამად გაიმეორა - ძვირფასოო.
Shortly afterwards he repeated more boldly, "darling".
58860.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას ორივე ხელი პეშვში მოიმწყვდია.
He held Medea's hands in his cupped palms.