მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
პირველად რომ მოიყვანეს სასახლეში, გამოიქცა და ხელზე აკოცა.
When he'd first been brought to the palace, he came running up and kissed his hand.
58882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს გული აუჩუყდა.
Æëtes was deeply touched.
58883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბავშვის ტუჩების შეხებამ მთელს სხეულში ჟრუანტელად დაუარა და გამაბრუებელი, რულისმომგვრელი სისუსტე შეატოვა.
The touch of the child's lips sent a shiver running down his whole body and left in its wake a bewildering, somnolent weakness.
58884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სხვა რომ ვერაფერი გააწყო, უცხო ბიჭი ლაჯებში ჩაიყენა და კინკრიხოზე დასუნა.
All the king could do was to put the boy between his legs and sniff the top of his head.
58885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თმის სურნელმა უარესად მოალბო ეს ლომივით კაცი.
The scent of Phrixos's hair softened this lion-hearted man even more.
58886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შორეული, ბავშვობისდროინდელი მოგონებები აუშალა.
It released distant childhood memories in him.
58887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაინც ვერ გაიხსენა, რას ჰქონდა ზუსტად ასეთივე სურნელი, ნაზი, გულისამაჩუყებელი, საოცრად ახლობელი, მაგრამ უკვე გადავიწყებული.
He still couldn't recollect what smelled just the same, so tender, touching, stunningly familiar, but now forgotten.
58888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერეც რამდენჯერ ჩაუყენებია ფრიქსე ლაჯებში და რამდენჯერ დაუყნოსავს მისი კინკრიხო.
After that he stood Phrixos between his legs several times, and sniffed the top of his head.
58889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ვერ იქნა და ვერ გაარკვია, რას ახსენებდა ბავშვის თმის სუნი.
But he utterly failed to establish what the smell of the child's hair reminded him of.
58890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტი წვალობდა, ენაზე მადგას და ვერ მითქვამსო.
Æëtes was in torment: "It's on the tip of my tongue, but I can't say what it is".
58891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თვითონაც ბავშვივით შესჩიოდა თავისიანებს, მაგრამ ფრიქსემ ეს საიდუმლოც თან გაიყოლა.
He childishly complained to his family, but Phrixos took the secret away with him to the grave.
58892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამ უცნაური სურნელის ბრალი იყო, თუ საერთოდ ფრიქსეს სამწუხარო თავგადასავლისა, აიეტს ნახვისთანავე შეუყვარდა იგი, მაშინვე გული მიუვიდა, შეეცოდა და თავიც გამოიდო.
Either this strange scent or the whole sad story of Phrixos's life was the reason why Æëtes had loved him from the moment he first saw him, his heart going out to him with pity.
58893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მეფის შვილი მეფურად მიიღო.
He had insisted on giving this royal child a royal welcome.
58894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რა თქმა უნდა, მეორე მეფის, ფრიქსეს ნამდვილი მამის ჯიბრზეც მოიქცა ასე.
Of course, he did this to spite another king, Phrixos's real father.
58895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რადგან ყველაზე უფრო იმ ნამდვილი მამის არსებობამ გააბრაზა, იმ უხილავმა მეტოქემ, რომელსაც უფლება ჰქონდა, სასიკვდილოდ გაემეტებინა შვილი.
Because he was most angered by the existence of that real father, an invisible rival who had the right to doom his son to die.
58896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს კი ამ პატარა ბიჭის დაცვა შეეძლო მხოლოდ, გამოქომაგება და მეტი არაფერი.
Æëtes was able to protect the little boy only by interceding, nothing else.
58897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ნამდვილი მამა ყოველთვის მეტი იქნებოდა ფრიქსესათვის, ვიდრე აიეტი, გინდაც მას ხელში დანა სჭეროდა, აიეტს კი ნაზუქი.
The real father would always mean more to Phrixos than Æëtes did, even if the former held a knife over him and the latter a pastry.
58898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს მაშინ ამდენი არ უფიქრია, მაგრამ ტანმა უგრძნო, ტანმა გააბრაზა.
At the time Æëtes hadn't given it much thought, but he was instinctively alert and angry.
58899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როცა ამბობდა „ეს ბიჭი მართლა არამი ყოფილა თავისი მშობლებისთვისო“, ესეც შეუგნებელი, ბრმა გაბრძოლება იყო უხილავი, მაგრამ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ.
When he said, "This boy really is too good for his parents", this was an unconscious, blind battle with an invisible but powerful rival.
58900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რათა მთლიანად გაეშვებინებინა ხელი ამ შემკრთალი და გაცრეცილი ბიჭისთვის, გაურკვეველი, სულის შემძვრელი სურნელი რომ ასდიოდა თავზე.
To make him release for ever this frightened and pallid boy whose hair gave off a mysterious, soul-stirring fragrance.