მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588621.
დაბნელება | თავი 1
შიშისგან გულგაყინული ვუყურებდი, როგორ ემზადებოდა ჩემს დასაცავად.
With ice in my heart, I watched him prepare to defend me.
588622.
დაბნელება | თავი 1
დაძაბული, მაგრამ კონცენტრირებული იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მტერი რაოდენობით სჭარბობდა.
His intense concentration betrayed no hint of doubt, though he was outnumbered.
588623.
დაბნელება | თავი 1
ვიცოდი, რომ ჩვენს გადასარჩენად დახმარებას არსაიდან ელოდა, რადგან ახლა მისი ოჯახიც გადარჩენისთვის იბრძოდა.
I knew that we could expect no help — at this moment, his family was fighting for their lives just as surely as he was for ours.
588624.
დაბნელება | თავი 1
ნეტავ როდისმე თუ გავიგებდი, როგორ დამთავრდა მეორე ბრძოლა?
Would I ever learn the outcome of that other fight?
588625.
დაბნელება | თავი 1
ვინ გაიმარჯვა ან ვინ დამარცხდა?
Find out who the winners and the losers were?
588626.
დაბნელება | თავი 1
ჩემი მოკვლის სურვილით სავსე შავი, მწველი თვალები მომშტერებოდნენ და იცდიდნენ, როდის გაეფანტებოდათ ჩემს დამცველებს ყურადღება – როდის დადგებოდა შესაფერისი მომენტი.
Black eyes, wild with their fierce craving for my death, watched for the moment when my protector’s attention would be diverted. The moment when I would surely die.
588627.
დაბნელება | თავი 1
სადღაც, შორს, ცივ ტყეში, მგელი აყმუვლდა.
Somewhere, far, far away in the cold forest, a wolf howled.
588628.
დაბნელება | თავი 1
ბელა, არ ვიცი, რატომ აიძულებ ჩარლის, ბილის წერილები გადასცეს, თითქოს მეორეკლასელები ვიყოთ.
Bella, I don’t know why you’re making Charlie carry notes to Billy like we’re in second grade.
588629.
დაბნელება | თავი 1
შენ არჩევანი გააკეთე, ხომ ასეა?
You made the choice here, okay?
588630.
დაბნელება | თავი 1
შეუძლებელია, ერთდროულად ყველაფრის მიღება, როცა...
You can’t have it both ways when...
588631.
დაბნელება | თავი 1
მისმინე, ვიცი, რომ იდიოტივით ვიქცევი, მაგრამ სხვა გზა არაა.
Look, I know I’m being a jerk, but there’s just no way around.
588632.
დაბნელება | თავი 1
რაც უფრო ხშირად ვფიქრობ შენზე, მით უარესად ვხდები, ამიტომ ნუღარ მომწერ.
It just makes it worse when I think about you too much, so don’t write anymore.
588633.
დაბნელება | თავი 1
ჰო, მეც მენატრები.
Yeah, I miss you, too.
588634.
დაბნელება | თავი 1
მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
Doesn’t change anything.
588635.
დაბნელება | თავი 1
ვწუხვარ.
Sorry.
588636.
დაბნელება | თავი 1
ნაწერს თითებს ვაყოლებდი, ვგრძნობდი ღრმულებს იმ ადგილებში, სადაც ფურცელს კალმის წვერით ძლიერად დააწვა.
I ran my fingers across the page, feeling the dents where he had pressed the pen to the paper so hard that it had nearly broken through.
588637.
დაბნელება | თავი 1
წარმოვიდგინე, როგორ წერდა ამ წერილს, ბრაზისგან აცახცახებული ხელით გამოჰყავდა უშნო ასოები, ერთიმეორის მიყოლებით შლიდა სტრიქონებს, თუ ნაწერი არ მოეწონებოდა; ალბათ დათვის ტორივით მსხვილ ხელში კალამიც კი შემოატყდა, რაზეც ფურცელზე დაღვრილი მელნის წვეთები მიანიშნებდა.
I could picture him writing this — scrawling the angry letters in his rough handwriting, slashing through line after line when the words came out wrong, maybe even snapping the pen in his too-big hand; that would explain the ink splatters.
588638.
დაბნელება | თავი 1
თვალწინ მედგა მისი უკმაყოფილოდ შეჭმუხნილი შავი წარბები და შეკრული შუბლი.
I could imagine the frustration pulling his black eyebrows together and crumpling his forehead.
588639.
დაბნელება | თავი 1
იქ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ბევრს ვიცინებდი.
If I’d been there, I might have laughed.
588640.
დაბნელება | თავი 1
მეტისმეტი მღელვარებისგან ტვინში სისხლი არ ჩაგექცეს, ჯეიკობ, მიდი, ამოღერღე!
Don’t give yourself a brain hemorrhage, Jacob. Just spit it out.