მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588681.
დაბნელება | თავი 1
ედუარდი ისევე ადვილად და ჩუმად ახერხებდა მეორე სართულის ფანჯრიდან შემოძრომას, როგორც ჩარლის აზრების „კითხვას“.
Edward’s ability to climb easily and silently through my second-story window was almost as useful as his ability to read Charlie’s mind.
588682.
დაბნელება | თავი 1
მიუხედავად იმისა, რომ მე და ედუარდი დროს ცალ-ცალკე მხოლოდ შუადღისას ვატარებდით, მაინც მოუსვენრობა მიპყრობდა ხოლმე.
Though the afternoon was the only time I spent away from Edward, it was enough to make me restless, and the hours always dragged.
588683.
დაბნელება | თავი 1
თუმცა სასჯელს წუწუნის გარეშე ვუძლებდი – ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვიცოდი, მეკუთვნოდა და, მეორეც, მამაჩემს სკოლის დამთავრებამდე სახლიდან წასვლით გულს ვატკენდი, მით უმეტეს, რომ ეს ოდესმე ისედაც გარდაუვალი იყო.
Still, I endured my punishment without complaining because — for one thing...I knew I’d earned it, and — for another — because I couldn’t bear to hurt my dad by moving out now, when a much more permanent separation hovered so close on my horizon.
588684.
დაბნელება | თავი 1
მამაჩემი ბუზღუნით მიუჯდა მაგიდას და დასველებული გაზეთი გადაშალა.
My dad sat down at the table with a grunt and unfolded the damp newspaper there.
588685.
დაბნელება | თავი 1
რამდენიმე წამში უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა შუბლი.
Within seconds he was clucking his tongue in disapproval.
588686.
დაბნელება | თავი 1
– ნეტა რად კითხულობ ამ ახალ ამბებს? ყოველთვის გაღიზიანებს.
I don’t know why you read the news, Dad. It only ticks you off.
588687.
დაბნელება | თავი 1
– აი, რატომ სურს ყველას პატარა ქალაქში ცხოვრება!
This is why everyone wants to live in a small town!
588688.
დაბნელება | თავი 1
– ამჯერად რაღა დააშავეს დიდმა ქალაქებმა?
“What have big cities done wrong now?”
588689.
დაბნელება | თავი 1
– სიეტლი მკვლელობების რიცხვით ქვეყნის პირველ ქალაქად იქცა. ბოლო ორ კვირაში ხუთი გაუხსნელი მკვლელობა! ვერ გამიგია, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი?
“Seattle’s making a run for murder capital of the country. Five unsolved homicides in the last two weeks. Can you imagine living like that?”
588690.
დაბნელება | თავი 1
– მგონი, მაგ მხრივ ფენიქსი სიეტლზე წინ დგას, მაგრამ არაფერი დამმართვია... ...სანამ ამ პატარა, უსაფრთხო ქალაქში არ ჩამოვედი და სიკვდილს თვალებში არ ჩავხედე.
“I think Phoenix is actually higher up the homicide list, Dad. I have lived like that.” And I’d never come close to being a murder victim until after I moved to his safe little town.
588691.
დაბნელება | თავი 1
ხელი ამიკანკალდა და კინაღამ კოვზი გამივარდა.
The spoon shook in my hands, making the water tremble.
588692.
დაბნელება | თავი 1
– არც ისე დამაჯერებელი არგუმენტია, – თქვა ჩარლიმ.
“Well, you couldn’t pay me enough,” Charlie said.
588693.
დაბნელება | თავი 1
სადილის მომზადებასა და სუფრის გაწყობაზე გადავერთე.
I gave up on saving dinner and settled for serving it.
588694.
დაბნელება | თავი 1
სპაგეტი დანით დავაქუცმაცე და ორ თეფშზე გავანაწილე.
I had to use a steak knife to cut a portion of spaghetti for two.
588695.
დაბნელება | თავი 1
ჩარლიმ თავის ულუფას სოუსი მოასხა და კარგად აურია.
Charlie coated his helping with sauce and dug in.
588696.
დაბნელება | თავი 1
უხმოდ ვსადილობდით.
We ate in silence for a moment.
588697.
დაბნელება | თავი 1
ჩარლი ისევ გაზეთს ათვალიერებდა, მე „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ ძველი, გაცრეცილი გამოცემა ავიღე და XVIII საუკუნის მიწურულის ინგლისში ჩავიკარგე.
Charlie was still scanning the news, so I picked up my much-abused copy of Wuthering Heights from where I tried to lose myself in turn-of-the-century England.
588698.
დაბნელება | თავი 1
იმ ადგილს ვკითხულობდი, როცა ჰიტკლიფი ბრუნდება, რომ ჩარლიმ ჩაახველა, გაზეთი ძირს მოისროლა და დაიწყო: – მართალი ხარ.
I was just to the part where Heathcliff returns when Charlie cleared his throat and threw the paper to the floor.
588699.
დაბნელება | თავი 1
გაცრეცილი და ლამის ფურცელ-ფურცელ დაშლილი წიგნი გვერდზე გადავდე.
I laid the book aside; the binding was so destroyed that it slumped flat to the table.
588700.
დაბნელება | თავი 1
მოღუშულმა თავი დამიქნია.
He nodded, his eyebrows pulling together.