მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588741.
დაბნელება | თავი 1
– პარასკევს, ლანჩზე, – უცბადვე ვუპასუხე.
“Friday at lunch,” I answered immediately.
588742.
დაბნელება | თავი 1
ედუარდის დაბრუნებამდე ჩემი სკოლის მეგობრები ორ ჯგუფად მყავდა დაყოფილი.
Before Edward’s return, my school friends had polarized into two groups.
588743.
დაბნელება | თავი 1
ერთ ჯგუფს „კეთილებს“ ვეძახდი, მეორეს – „ბოროტებს“. ხანდახან „ჩემიანებს“ და „სხვისიანებსაც“.
I liked to think of those groups as good vs. evil. Us and them worked, too.
588744.
დაბნელება | თავი 1
„კეთილები“ იყვნენ: ანგელა, მისი შეყვარებული ბენ ჩენი და მაიკ ნიუტონი. ამ სამმა დიდსულოვნად მაპატია ედუარდის წასვლით გამოწვეული ჩემი სულელური ქცევები.
The good guys were Angela, her steady boyfriend Ben Cheney, and Mike Newton; these three had all very generously forgiven me for going crazy when Edward left.
588745.
დაბნელება | თავი 1
„ბოროტი სხვისიანების“ მეთაური და სული და გული ლორენ მელროი იყო.
Lauren Mallory was the evil core of the them side.
588746.
დაბნელება | თავი 1
ედუარდის სკოლაში დაბრუნების შემდეგ დაპირისპირება უფრო შესამჩნევი გახდა.
With Edward back at school, the dividing line had become even more distinct.
588747.
დაბნელება | თავი 1
ედუარდის დაბრუნებამ მაიკთან ჩემს მეგობრულ ურთიერთობასაც თავისი კვალი დაატყო; თუმცა ანგელა კვლავაც ჩემი ერთგული რჩებოდა და ბენიც მის მაგალითს მისდევდა.
Edward’s return had taken its toll on Mike’s friendship, but Angela was unswervingly loyal, and Ben followed her lead.
588748.
დაბნელება | თავი 1
მიუხედავად უარყოფითი დამოკიდებულებისა, რომლითაც კალენების მიმართ გაუცნობიერებლად იყო გამსჭვალული, ანგელა ლანჩზე ყოველდღე მორჩილად ჯდებოდა ელისის გვერდით.
Despite the natural aversion most humans felt toward the Cullens, Angela sat dutifully beside Alice every day at lunch.
588749.
დაბნელება | თავი 1
ეს კი არა, რამდენიმე კვირის შემდეგ, მგონი, მიეჩვია კიდეც თავის ადგილს.
After a few weeks, she even looked comfortable there.
588750.
დაბნელება | თავი 1
კალენების ხიბლს ვერავინ უძლებდა, მით უმეტეს, თუ ერთხელ მაინც მისცემდი მათ თავის მოწონების საშუალებას.
It was difficult not to be charmed by the Cullens — once one gave them the chance to be charming.
588751.
დაბნელება | თავი 1
– სკოლის გარეთ? – ჩემი ყურადღება ისევ მიიპყრო ჩარლიმ.
“Outside of school?” Charlie asked, calling my attention back.
588752.
დაბნელება | თავი 1
– სკოლის გარეთ ვერავის ვხვდები, მამა.
I haven’t seen anyone outside of school, Dad.
588753.
დაბნელება | თავი 1
დასჯილი ვარ, დაგავიწყდა?
Grounded, remember?
588754.
დაბნელება | თავი 1
თანაც, ანგელას შეყვარებული ჰყავს.
And Angela has a boyfriend, too.
588755.
დაბნელება | თავი 1
ისიც სულ ბენთანაა.
She’s always with Ben.
588756.
დაბნელება | თავი 1
თუ მეც თავისუფალი ვარ, – ჩემი ხმა ჯერაც ეჭვიანად ჟღერდა, – მაშინ ერთობლივი პაემნები გვექნება.
“If I’m really free,” I added, heavy on the skepticism, “maybe we could double.”
588757.
დაბნელება | თავი 1
– კარგი, მაშინ... – შეყოყმანდა, – შენ და ჯეიკი ადრე სულ ერთად იყავით ხოლმე, ახლა კი...
“Okay. But then...” He hesitated. “You and Jake used to be joined at the hip, and now —”
588758.
დაბნელება | თავი 1
– მამა, იქნებ პირდაპირ მითხრა, რის სანაცვლოდ მათავისუფლებ?
“Can you get to the point, Dad? What’s your condition — exactly?”
588759.
დაბნელება | თავი 1
– ჩემი აზრით, შეყვარებულის გამო სხვა მეგობრები არ უნდა დაივიწყო, ბელა, – ცივად მითხრა, – ასე არ შეიძლება. სხვებთან ურთიერთობაც საჭიროა.
“I don’t think you should dump all your other friends for your boyfriend, Bella,” he said in a stern voice. “It’s not nice, and I think your life would be better balanced if you kept some other people in it.”
588760.
დაბნელება | თავი 1
რაც გასულ სექტემბერს მოხდა... შევკრთი.
“What happened last September...” I flinched.