მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588721.
დაბნელება | თავი 1
– მგონი, კარგად მოქცევისთვის შეწყალება დაიმსახურე.
So I’m thinking maybe you deserve a parole for good behavior.
588722.
დაბნელება | თავი 1
თინეიჯერის კვალობაზე საერთოდ არ ხარ წუწუნა.
For a teenager, you’re amazingly non-whiney.
588723.
დაბნელება | თავი 1
გაკვირვებისგან ენადაბმულმა თვალები დავაჭყიტე.
My voice and eyebrows shot up.
588724.
დაბნელება | თავი 1
– სერიოზულად? თავისუფალი ვარ?
“Seriously? I’m free?”
588725.
დაბნელება | თავი 1
ნეტა ასე უცებ რა შეიცვალა?
Where was this coming from?
588726.
დაბნელება | თავი 1
დარწმუნებული ვიყავი, რომ სანამ ცალკე არ გადავიდოდი, შინაპატიმრობას არ მომიხსნიდა. არც ედუარდს შეუმჩნევია ცვლილება ჩარლის აზრებში...
I’d been positive I would be under house arrest until I actually moved out, and Edward hadn’t picked up any wavering in Charlie’s thoughts....
588727.
დაბნელება | თავი 1
ჩარლიმ თითი გამაფრთხილებლად ასწია.
Charlie held up one finger.
588728.
დაბნელება | თავი 1
– ოღონდ ერთი პირობით!
“Conditionally.”
588729.
დაბნელება | თავი 1
– დიდებულია, – ამოვიოხრე.
“Fantastic,” I groaned.
588730.
დაბნელება | თავი 1
– ბელა, ეს უფრო თხოვნაა, ვიდრე ბრძანება.
Bella, this is more of a request than a demand, okay?
588731.
დაბნელება | თავი 1
თავისუფალი ხარ, ოღონდ დიდი იმედი მაქვს, თავისუფლებას გონივრულად გამოიყენებ.
You’re free. But I’m hoping you’ll use that freedom... judiciously.
588732.
დაბნელება | თავი 1
– ეს რას ნიშნავს? ისევ ამოიოხრა.
“What does that mean?” He sighed again.
588733.
დაბნელება | თავი 1
– ვიცი, შენთვის რომ ედუარდთან ყოფნაც საკმარისია...
“I know you’re satisfied to spend all of your time with Edward —”
588734.
დაბნელება | თავი 1
– მე ელისთანაც ვატარებ დროს, – შევაწყვეტინე.
“I spend time with Alice, too,” I interjected.
588735.
დაბნელება | თავი 1
ედუარდის დისთვის ჩემს მოსანახულებლად ჩარლის განსაზღვრული დრო არ ჰქონდა დაწესებული.
Edward’s sister had no hours of visitation.
588736.
დაბნელება | თავი 1
ელისი, როცა მოუნდებოდა, მაშინ მოდიოდა.
She came and went as she pleased.
588737.
დაბნელება | თავი 1
ჩარლი მას პირდაპირ ფეხქვეშ ეგებოდა.
Charlie was putty in her capable hands.
588738.
დაბნელება | თავი 1
– ასეა, – თქვა ჩარლიმ, – მაგრამ კალენების გარდა სხვა მეგობრებიც გყავს, ბელა. ყოველ შემთხვევაში, ადრე გყავდა.
“That’s true,” he said. “But you have other friends besides the Cullens, Bella. Or you used to.”
588739.
დაბნელება | თავი 1
კარგა ხანს უხმოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
We stared at each other for a long moment.
588740.
დაბნელება | თავი 1
– ანგელა ვებერს ბოლოს როდის ელაპარაკე? – მკითხა უცებ.
“When was the last time you spoke to Angela Weber?” he threw at me.