მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588781.
დაბნელება | თავი 1
ყელში ბურთი გამეჩხირა. ორჯერ ჩავახველე, რათა ხმა ჩამეწმინდა.
My throat suddenly felt swollen; I had to clear it twice before I answered.
588782.
დაბნელება | თავი 1
– კი, – თავჩაქინდრულმა ვაღიარე, – მენატრება, ძალიან მენატრება.
“Yes, I do miss him,” I admitted, still looking down. “I miss him a lot.”
588783.
დაბნელება | თავი 1
– მაშინ რატომ გიჭირს მასთან ურთიერთობა? ამის მისთვის ახსნის უფლება არ მქონდა.
“Then why is it difficult?” It wasn’t something I was at liberty to explain.
588784.
დაბნელება | თავი 1
უბრალო ხალხს – ჩემსა და ჩარლისნაირ ადამიანებს – მითური ურჩხულებით სავსე იდუმალი სამყაროს არსებობას ვერ გავუმხელდი.
It was against the rules for normal people — human people like me and Charlie — to know about the clandestine world full of myths and monsters that existed secretly around us.
588785.
დაბნელება | თავი 1
მე ამ სამყაროში დიდი აურზაური გამოვიწვიე და სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი.
I knew all about that world — and I was in no small amount of trouble as a result.
588786.
დაბნელება | თავი 1
იმავე საფრთხეში ჩარლის ვერ ჩავაგდებდი.
I wasn’t about to get Charlie in the same trouble.
588787.
დაბნელება | თავი 1
– ჯეიკობთან... უთანხმოება მაქვს.
“With Jacob there is... a conflict.”
588788.
დაბნელება | თავი 1
მგონი, მას მხოლოდ მეგობრობა არ აკმაყოფილებს.
“Friendship doesn’t always seem to be enough for Jake.”
588789.
დაბნელება | თავი 1
ტყუილი არ მითქვამს, თუმცა, უთანხმოების ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ ჯეიკობის მაქციების ხროვას ედუარდის ვამპირების ოჯახი სძულდა – შესაბამისად, მეც ვძულდი, რადგან ამ ოჯახის წევრად გახდომას ვაპირებდი.
I wound my excuse out of details that were true but insignificant, hardly crucial compared to the fact that Jacob’s werewolf pack bitterly hated Edward’s vampire family — and therefore me, too, as I fully intended to join that family.
588790.
დაბნელება | თავი 1
ამ უთანხმოების მოგვარება წერილებით შეუძლებელი იყო, მაგრამ ჯეიკობი სატელეფონო ზარებზე არ მპასუხობდა, მაქციასთან პირისპირ შეხვედრის ნებას კი ვამპირები არ მაძლევდნენ.
It just wasn’t something I could work out with him in a note, and he wouldn’t answer my calls. But my plan to deal with the werewolf in person had definitely not gone over well with the vampires.
588791.
დაბნელება | თავი 1
– ნუთუ ედუარდს ჯანსაღი კონკურენციისა ეშინია? – სარკასტულად მკითხა ჩარლიმ.
“Isn’t Edward up for a little healthy competition?” Charlie’s voice was sarcastic now.
588792.
დაბნელება | თავი 1
– არანაირი კონკურენცია არ არსებობს, – შევუბღვირე.
I leveled a dark look at him. “There’s no competition.”
588793.
დაბნელება | თავი 1
– თავის არიდებით ჯეიკობს გულს ტკენ. სულ არაფერს, ალბათ, ურჩევნია, მეგობრებად მაინც დარჩეთ.
“You’re hurting Jake’s feelings, avoiding him like this. He’d rather be just friends than nothing.”
588794.
დაბნელება | თავი 1
– დარწმუნებული ვარ, ჯეიკობს ჩემთან მეგობრობა არ სურს, – გაცეცხლებულმა წამოვიძახე, – და საერთოდ, საიდან მოიტანე ეს აზრი?
“I’m pretty sure Jake doesn’t want to be friends at all.” The words burned in my mouth. “Where’d you get that idea, anyway?”
588795.
დაბნელება | თავი 1
ჩარლი შეცბა.
Charlie looked embarrassed now.
588796.
დაბნელება | თავი 1
– დღეს მე და ბილი ვსაუბრობდით ამ თემაზე...
“The subject might have come up today with Billy....”
588797.
დაბნელება | თავი 1
– შენ და ბილი ნამდვილი ჭორიკანები ხართ, – უკმაყოფილოდ მივახალე და გაცივებულ სპაგეტიში ჩანგალი ბრაზით ჩავარჭვე.
“You and Billy gossip like old women,” I complained, stabbing my fork viciously into the congealed spaghetti on my plate.
588798.
დაბნელება | თავი 1
– ბილი ჯეიკობზე ღელავს, – მითხრა ჩარლიმ, – ახლა რთული დრო უდგას... დეპრესიაშია.
“Billy’s worried about Jacob,” Charlie said. “Jake’s having a hard time right now... He’s depressed.”
588799.
დაბნელება | თავი 1
შევკრთი, მაგრამ ცრემლები შევიკავე.
I winced, but kept my eyes on the blob.
588800.
დაბნელება | თავი 1
– ჯეიკთან შეხვედრების შემდეგ ყოველთვის ისეთი ბედნიერი იყავი ხოლმე, – ამოიხვნეშა ჩარლიმ.
“And then you were always so happy after spending the day with Jake.” Charlie sighed.