მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს გადაფითრებული მშობლები ხელებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
Phrixos's parents, pallid with fear, communicated by hand gestures.
58922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსესაც ანიშნებდნენ, გაუნძრევლად მჯდარიყო, კრინტი არ დაეძრა, თუმცა ფრიქსეს რაღა გაფრთხილება უნდოდა.
They also told Phrixos to sit still, not to utter a sound, not that Phrixos needed any warning.
58923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შიშისაგან ისე შეშდებოდა, ძაღლი რომ მიგექსიათ, მაინც ვერ მოახერხებდა განძრევას.
He was so frozen with fear that if you'd set a dog on him he still wouldn't have been able to move.
58924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
საბედნიეროდ, ყველაზე დიდი მეფის კაცი ყოველთვის იღვიძებდა, ჯერ გაიღიმებდა ხოლმე და მერე თვალებს გაახელდა.
Fortunately, the Supreme King's messenger always woke up, first smiled and then opened his eyes.
58925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თითქოს მძინარეც ყველაფერს ხედავდა და ძილშიც ერთობოდა შიშისაგან დამუნჯებული ხალხის ცქერით.
He seemed even when asleep to see everything and, in his sleep, found it amusing to watch people struck dumb by terror.
58926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველაზე დიდი მეფის კაცი ზუსტად იმ სიტყვიდან აგრძელებდა საუბარს, რომელზედაც ძილი მოერეოდა.
The man who worked for the Supreme King always resumed a conversation with the word at which he had fallen asleep.
58927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„კოლხეთი კარგი ქვეყანააო“, - ისე იტყოდა, თითქოს ეს წუთია იქიდან მობრუნებულაო.
"Colchis is a good country", he would say, as if he had only just come back from there.
58928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„ყველა ბავშვი კოლხეთში რომ იბადებოდეს, არც ერთი არ დარჩებოდა გულნაკლული“.
"Every single child that's born there can be happy with their fate".
58929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დიახ, დიახ, კოლხეთი ბავშვების ქვეყანაა.
Yes indeed, Colchis is the land for children.
58930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იქ ბავშვის სიტყვა კანონია და თქვენ წარმოიდგინეთ, იქაური ბავშვები ჩვენებურ მოხუცებზე ჭკვიანები არიან, სწავლა უყვართ და იმიტომ.
A child's word is law there and, would you believe it, their children are cleverer than our old men, because they like to learn.
58931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველაზე დიდ მეფეს გადაწყვეტილი აქვს სწავლა-განათლება ბერძენ ბავშვებსაც იქ მიაღებინოს.
The Supreme King has decided that Greek children should get their learning and education there.
58932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რა არის ამაში ცუდი, ათას რამეს გაიგებს, კაცი გახდება, სამშობლოს გამოადგება.
There's nothing bad about that, the child will understand a thousand things, will become a man and be useful to the motherland.
58933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თქვენც უზრუნველყოფილნი იქნებით სიკვდილამდე, ღვინო და პური არ მოგაკლდებათ, რადგან ყველაზე დიდი მეფე გულუხვიცაა.
And you will be looked after to the day you die, you won't ever go short of wine and bread, because the Supreme King is generous.
58934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გადასაწყვეტი და საყოყმანო არაფერია.
There's no reason to ponder or delay.
58935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„თუ შვილი გიყვართ, მეფეს მიეცით, ამასაც ხომ არ უნდა დაახრჩობინოთ თავიო“, - ამბობდა ყველაზე დიდი მეფის კაცი და თან ფრიქსეს უღიმოდა.
If you love your child, hand him to the king, you don't want to have him drown himself, too, said the man who worked for the greatest of kings, smiling at Phrixos.
58936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს მშობლები ხელებს შლიდნენ, პირებს აბჩენდნენ, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდათ.
Phrixos's parents spread their arms out, opened their mouths wide, but not a sound came from them.
58937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თითქოს ყელში დამადლებული ლუკმა გასჩხერიათო.
As if a piece of food they had been grudged had stuck in their throats.
58938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ წავიდოდა თუ არა ყველაზე დიდი მეფის კაცი, მაშინვე ერთმანეთს ცოფიანი ძაღლებივით ეცემოდნენ.
But the moment the Supreme King's messenger left, they went for each other like rabid dogs.
58939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შენი ბრალია, შენ დამიღუპე შვილებიო.
"It's your fault, you've destroyed my children".
58940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ იმ ათი წლის განმავლობაში, რომელიც ფრიქსემ მშობლებთან ერთად გაატარა, მათი ჩხუბის მეტი არაფერი უნახავს.
It could be said, in fact, that in the ten years Phrixos had spent with his parents, he had seen nothing but quarrels.