მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588841.
დაბნელება | თავი 1
ფართოდ ჰქონდა გახელილი, სქელი წამწამების ქვეშ ოქროსფრად უციმციმებდა.
His eyes were wide, warm with liquid gold, and framed by a thick fringe of black lashes.
588842.
დაბნელება | თავი 1
მრავალი ფოტომოდელი მამაკაცი სულს ეშმაკს მიჰყიდდა ასეთი მშვენიერი სახისთვის.
It was a face any male model in the world would trade his soul for.
588843.
დაბნელება | თავი 1
და მართლაც, ეს სილამაზე ედუარდმა საკუთარი სულის დაკარგვის ფასად მიიღო.
Of course, that might be exactly the asking price: one soul.
588844.
დაბნელება | თავი 1
ამის გაფიქრებაზეც კი თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ახლაც ასე იყო და მიხაროდა, მიხაროდა, რომ ერთადერთი ვიყავი, ვის აზრებსაც ედუარდი ვერ კითხულობდა.
I felt guilty for even thinking it, and was glad — as I was often glad — that I was the one person whose thoughts were a mystery to Edward.
588845.
დაბნელება | თავი 1
ხელი გავუწოდე და შვებით ამოვისუნთქე, თითქოს ავად ვიყავი და მისმა შეხებამ განმკურნა.
I reached for his hand, and sighed when his cold fingers found mine.
588846.
დაბნელება | თავი 1
– გამარჯობა, – უბრალოდ მივესალმე და გამეცინა.
“Hey.” I smiled a little at my anticlimactic greeting.
588847.
დაბნელება | თავი 1
ჩვენი გადაჭდობილი ხელები ჩამომისვა ლოყაზე.
He raised our interlaced fingers to brush my cheek with the back of his hand.
588848.
დაბნელება | თავი 1
– შუადღემ როგორ ჩაიარა?
“How was your afternoon?”
588849.
დაბნელება | თავი 1
– მოსაწყენად.
“Slow.”
588850.
დაბნელება | თავი 1
– ჩემთვისაც.
“For me, as well.”
588851.
დაბნელება | თავი 1
ჩემი მაჯა სახესთან მიიტანა.
He pulled my wrist up to his face.
588852.
დაბნელება | თავი 1
თვალებდახუჭულმა შეისუნთქა ჩემი კანის სურნელი და გაიღიმა.
His eyes closed as his nose skimmed along the skin there, and he smiled gently without opening them.
588853.
დაბნელება | თავი 1
ღვინოზე უარს ამბობდა, მაგრამ ყვავილების თაიგულის სურნელით ტკბებოდა – ერთხელ ასე გამოხატა თავისი გრძნობები.
Enjoying the bouquet while resisting the wine, as he’d once put it.
588854.
დაბნელება | თავი 1
ვიცოდი, რომ ჩემი სისხლის სუნი მისთვის სხვა ნებისმიერი ადამიანის სისხლზე ბევრად მიმზიდველი და მაცდუნებელი იყო; წყურვილის გრძნობა ტკივილს აყენებდა, მაგრამ უწინდელივით აღარ უჭირდა გაძლება.
I knew that the scent of my blood — so much sweeter to him than any other person’s blood, truly like wine beside water to an alcoholic — caused him actual pain from the burning thirst it engendered.
588855.
დაბნელება | თავი 1
მხოლოდ ბუნდოვნად ვხვდებოდი, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა ამ უბრალო ჟესტისთვის.
I could only dimly imagine the Herculean effort behind this simple gesture.
588856.
დაბნელება | თავი 1
გულს მტკენდა ის ფაქტი, რომ ასე ვაწამებდი, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა.
It made me sad that he had to try so hard. I comforted myself with the knowledge that I wouldn’t be causing him pain much longer.
588857.
დაბნელება | თავი 1
ჩარლის ფეხის ხმა გავიგონე, ჩვენკენ მოდიოდა, რათა ჩვეული უპატივცემულობით შეხვედროდა სტუმარს.
I heard Charlie approaching then, stamping his feet on the way to express his customary displeasure with our guest.
588858.
დაბნელება | თავი 1
ედუარდმა თვალები გაახილა და ჩვენი გადაჭდობილი ხელები ძირს დაუშვა.
Edward’s eyes snapped open and he let our hands fall, keeping them twined.
588859.
დაბნელება | თავი 1
– საღამო მშვიდობისა, ჩარლი, – ჩარლის უპატივცემულობის პასუხად ედუარდი ყოველთვის უზადო თავაზიანობას იჩენდა.
“Good evening, Charlie.” Edward was always flawlessly polite, though Charlie didn’t deserve it.
588860.
დაბნელება | თავი 1
ჩარლიმ გაუგებრად ჩაიბურტყუნა რაღაც და გულხელდაკრეფილი დადგა ჩვენ გვერდით.
Charlie grunted at him, and then stood there with his arms crossed over his chest.