მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588821.
დაბნელება | თავი 1
– წარმოუდგენელია, შერიფო. ეს ფედერალური დანაშაულია.
“I’m shocked, Sheriff. That’s a federal crime.”
588822.
დაბნელება | თავი 1
– მიდი, მიდი, წაიკითხე. კონვერტიდან წერილი და ლექციების ცხრილი ამოვიღე.
“Oh, just read it.” I pulled out the letter, and a folded schedule of courses.
588823.
დაბნელება | თავი 1
– გილოცავ, – წაკითხულიც არ მქონდა, ისე მომილოცა, – ერთი უნივერსიტეტიდან უკვე მოგივიდა თანხმობა ჩარიცხვის თაობაზე.
“Congratulations,” he said before I could read anything. “Your first acceptance.”
588824.
დაბნელება | თავი 1
– გმადლობ, მამა.
“Thanks, Dad.”
588825.
დაბნელება | თავი 1
– სწავლის გადასახადზეც მოვითათბიროთ.
“We should talk about tuition.
588826.
დაბნელება | თავი 1
ცოტა ფული მაქვს გადანახული...
I’ve got some money saved up —”
588827.
დაბნელება | თავი 1
– არაა საჭირო. შენს საპენსიო დანაზოგს ხელს არ ვახლებ, მამა. კოლეჯისთვის თვითონ ვაგროვებდი ფულს.
“Hey, hey, none of that. I’m not touching your retirement, Dad. I’ve got my college fund.”
588828.
დაბნელება | თავი 1
– ზოგ კოლეჯში ძალზე ძვირი გადასახადია, ბელა, მინდა, დაგეხმარო, – მოიღუშა ჩარლი, – ალასკაზე ხომ არ გადაიკარგები იმის გამო, რომ იქ სწავლა უფრო იაფია.
Charlie frowned. “Some of these places are pretty pricey, Bells. I want to help. You don’t have to go to all the way to Alaska just because it’s cheaper.”
588829.
დაბნელება | თავი 1
სხვათა შორის, ეს სულაც არ იყო იაფი.
It wasn’t cheaper, not at all.
588830.
დაბნელება | თავი 1
ამას გარდა, იქ სესხსაც ადვილად იძლევიან, – იმედია, დამაჯერებლად ვიცრუე.
Besides, there’s lots of financial aid out there. It’s easy to get loans. I hoped my bluff wasn’t too obvious.
588831.
დაბნელება | თავი 1
ამ საკითხზე მაინცდამაინც დიდი კვლევა არ ჩამიტარებია.
I hadn’t actually done a lot of research on the subject.
588832.
დაბნელება | თავი 1
დაიწყო ჩარლიმ, მაგრამ ტუჩზე იკბინა და განზე გაიხედა.
Charlie began, and then he pursed his lips and looked away.
588833.
დაბნელება | თავი 1
– და რა? – არაფერი. უბრალოდ... – მოიღუშა, – უბრალოდ, მაინტერესებს... ედუარდი რას გეგმავს?
“So what?” “Nothing. I was just...” He frowned. “Just wondering what... Edward’s plans are for next year?”
588834.
დაბნელება | თავი 1
კარზე სამჯერ მსუბუქად დაკაკუნებამ გადამარჩინა.
Three quick raps on the door saved me.
588835.
დაბნელება | თავი 1
ჩარლიმ თვალები გადაატრიალა, მე წამოვხტი.
Charlie rolled his eyes and I jumped up.
588836.
დაბნელება | თავი 1
– მოვდივარ! – დავიძახე. ჩარლიმ რაღაც „მოეთრას“ მსგავსი ჩაიდუდღუნა.
“Coming!” I called while Charlie mumbled something that sounded like, “Go away.”
588837.
დაბნელება | თავი 1
ყურადღება არ მივაქციე და კარის გასაღებად გავიქეცი.
I ignored him and went to let him in.
588838.
დაბნელება | თავი 1
დრომ მისი მშვენიერი სახის მშვიდად ცქერას ვერ მიმაჩვია. დარწმუნებული ვიყავი, ვერც ვერასდროს აღვიქვამდი მას ჩვეულებრივად.
Time had not made me immune to the perfection of his face, and I was sure that I would never take any aspect of him for granted.
588839.
დაბნელება | თავი 1
თვალი შევავლე მისი თეთრი სახის ნაკვთებს: ქვასავით მაგარ ყბას, უფრო ნაზ, ღიმილგადაფენილ სქელ ტუჩებს, სწორ ცხვირს, გრძელ ღაწვებს, მარმარილოსავით გლუვ შუბლს...
My eyes traced over his pale white features: the hard square of his jaw, the softer curve of his full lips — twisted up into a smile now, the straight line of his nose, the sharp angle of his cheekbones, the smooth marble span of his forehead...
588840.
დაბნელება | თავი 1
მისი თვალები ბოლოსთვის შემოვინახე, რადგან ვიცოდი, რომ მათში ჩახედვისას აზროვნების უნარი წამერთმეოდა.
I saved his eyes for last, knowing that when I looked into them I was likely to lose my train of thought.