მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588881.
დაბნელება | თავი 1
– სირაკუზში... ჰარვარდში... დარტმუთში... დღეს დილით სამხრეთაღმოსავლეთ ალასკის უნივერსიტეტიდანაც მივიღე მოწვევა, – ედუარდი სულ ოდნავ შემობრუნდა ჩემკენ, რათა თვალი ჩაეკრა.
“Syracuse... Harvard... Dartmouth... and I just got accepted to the University of Alaska Southeast today.” Edward turned his face slightly to the side so that he could wink at me.
588882.
დაბნელება | თავი 1
თავი ძლივს შევიკავე, რომ არ გამცინებოდა.
I stifled a giggle.
588883.
დაბნელება | თავი 1
– ჰარვარდი? დარტმუთი? – გაკვირვება ვერ დამალა ჩარლიმ, – ოჰო... უმაღლესი დონის კოლეჯებიდან გქონია მოწვევები და ალბათ, ალასკის უნივერსიტეტზე არც დაფიქრდები.
“Harvard? Dartmouth?” Charlie mumbled, unable to conceal his awe. “Well that’s pretty... that’s something. Yeah, but the University of Alaska...
588884.
დაბნელება | თავი 1
– კარლაილი ჩემს არჩევანს ყოველთვის გაგებით ეკიდება, – წყნარად უპასუხა ედუარდმა.
“Carlisle’s always fine with whatever I choose to do,” Edward told him serenely.
588885.
დაბნელება | თავი 1
– აბა, თუ გამოიცნობ, ედუარდ? – მეც ავყევი თამაშში.
“Guess what, Edward?” I asked in a bright voice, playing along.
588886.
დაბნელება | თავი 1
– რას, ბელა? სქელ კონვერტზე მივუთითე.
“What, Bella?” I pointed to the thick envelope on the counter.
588887.
დაბნელება | თავი 1
– ახლახან ალასკის უნივერსიტეტიდან ჩარიცხვის თაობაზე დადებითი პასუხი მივიღე!
“I just got my acceptance to the University of Alaska!”
588888.
დაბნელება | თავი 1
– გილოცავ! – გამიცინა ედუარდმა, – რა დამთხვევაა.
“Congratulations!” He grinned. “What a coincidence.”
588889.
დაბნელება | თავი 1
ჩარლიმ დაეჭვებით მოჭუტა თვალები.
Charlie’s eyes narrowed and he glared back and forth between the two of us.
588890.
დაბნელება | თავი 1
– კარგი, – ჩაიბუტბუტა წუთის შემდეგ, – წავალ, თამაშს ვუყურებ. ათის ნახევრამდე, ბელა.
“Fine,” he muttered after a minute. “I’m going to go watch the game, Bella. Nine-thirty.”
588891.
დაბნელება | თავი 1
ეს მისი გამოსამშვიდობებელი ბრძანება იყო.
That was his usual parting command.
588892.
დაბნელება | თავი 1
– მამა, წეღან რომ თავისუფლებაზე ვსაუბრობდით...?
“Er, Dad? Remember the very recent discussion about my freedom...?”
588893.
დაბნელება | თავი 1
– ბელას სასჯელი მოეხსნა?
He sighed.
588894.
დაბნელება | თავი 1
მართალია, მან უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ ასე იყო, მაგრამ მის გაკვირვებულ ინტონაციაში სიყალბის უმცირესი კვალიც არ შემიმჩნევია.
Though I knew he wasn’t really surprised, I couldn’t detect any false note to the sudden excitement in his voice.
588895.
დაბნელება | თავი 1
– დიახ, ოღონდ ერთი პირობით, – შეუსწორა ჩარლიმ, – ისე, შენ რატომ გაინტერესებს?
“Conditionally,” Charlie corrected through his teeth. “What’s it to you?”
588896.
დაბნელება | თავი 1
მამაჩემს შევუბღვირე, მაგრამ მას არ დაუნახავს.
I frowned at my dad, but he didn’t see.
588897.
დაბნელება | თავი 1
– უბრალოდ, გამიხარდა, – უთხრა ედუარდმა, – ელისი საყიდლებზე მიდის და კომპანიონს ეძებდა. დარწმუნებული ვარ, ბელასაც გამოაცოცხლებს ქალაქში გასეირნება, – შემომცინა.
“It’s just good to know,” Edward said. “Alice has been itching for a shopping partner, and I’m sure Bella would love to see some city lights.” He smiled at me.
588898.
დაბნელება | თავი 1
– არა! – დაიბუბუნა ჩარლიმ და წამოწითლდა.
But Charlie growled, “No!” and his face flushed purple.
588899.
დაბნელება | თავი 1
– რატომ, მამა?
“Dad! What’s the problem?”
588900.
დაბნელება | თავი 1
– ახლა სიეტლში ხეტიალის დრო არაა.
“I don’t want you going to Seattle right now.”