მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588861.
დაბნელება | თავი 1
ამ ბოლო დროს თავისი მამობრივი მკაცრი ზედამხედველობით ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა.
He was taking the idea of parental supervision to extremes lately.
588862.
დაბნელება | თავი 1
– კიდევ მოგიტანე აპლიკაციები, – მითხრა ედუარდმა და ბლანკებით სავსე საქაღალდე დამანახვა.
“I brought another set of applications,” Edward told me then, holding up a stuffed manila envelope.
588863.
დაბნელება | თავი 1
ცერა თითზე ბეჭედივით წამოეცვა საფოსტო მარკების შეკვრა.
He was wearing a roll of stamps like a ring around his littlest finger.
588864.
დაბნელება | თავი 1
ამოვიოხრე.
I groaned.
588865.
დაბნელება | თავი 1
ნუთუ კიდევ დარჩა კოლეჯი, სადაც განაცხადი არ შემატანინა?
How were there any colleges left that he hadn’t forced me to apply to already?
588866.
დაბნელება | თავი 1
ან როგორ იგებდა საბუთების შესატანად გამოყოფილ ვადებს?
And how did he keep finding these loophole openings?
588867.
დაბნელება | თავი 1
გამიცინა, თითქოს აზრებს მიმიხვდაო, ალბათ სახეზე ცხადად მეწერა, რასაც ვფიქრობდი.
He smiled as if he could read my thoughts; they must have been very obvious on my face.
588868.
დაბნელება | თავი 1
– რამდენიმე კოლეჯში კიდევ არ ამოწურულა განაცხადის შეტანის ვადა. ზოგან გამონაკლისებსაც უშვებენ.
“There are still a few open deadlines. And a few places willing to make exceptions.”
588869.
დაბნელება | თავი 1
მხოლოდ მიახლოებით თუ წარმოვიდგენდი, რა მიზნით უშვებდნენ გამონაკლისებს; და რამდენი დოლარიც დაჯდებოდა თითო გამონაკლისის დაშვება.
I could just imagine the motivations behind such exceptions. And the dollar amounts involved.
588870.
დაბნელება | თავი 1
ედუარდს ჩემი სახის დანახვაზე გაეცინა.
Edward laughed at my expression.
588871.
დაბნელება | თავი 1
– შევუდგეთ საქმეს? – სამზარეულოს მაგიდისკენ წამიყვანა.
“Shall we?” he asked, towing me toward the kitchen table.
588872.
დაბნელება | თავი 1
მოქუფრული ჩარლი უკან გამოგვყვა, თუმცა ამ საღამოს საწუწუნო ნაკლებად ჰქონდა.
Charlie huffed and followed behind, though he could hardly complain about the activity on tonight’s agenda.
588873.
დაბნელება | თავი 1
თვითონაც მთელი დღის განმავლობაში კოლეჯის შერჩევაზე საუბრით მაბეზრებდა თავს.
He’d been pestering me to make a decision about college on a daily basis.
588874.
დაბნელება | თავი 1
მე მაგიდა ავალაგე, ედუარდმა ზედ ანკეტების ზვინი დაახვავა.
I cleared the table quickly while Edward organized an intimidating stack of forms.
588875.
დაბნელება | თავი 1
„ქარიშხლიანი უღელტეხილის“ თაროზე გადადებისას, ცალი წარბი აწია.
When I moved Wuthering Heights to the counter, Edward raised one eyebrow.
588876.
დაბნელება | თავი 1
ვიცოდი, რასაც ფიქრობდა, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა, ჩარლი ჩაერთო.
I knew what he was thinking, but Charlie interrupted before Edward could comment.
588877.
დაბნელება | თავი 1
– აპლიკაციებზე გამახსენდა, ედუარდ, – რაც შეიძლებოდა, ცივად წარმოთქვა ჩარლიმ.
“Speaking of college applications, Edward,” Charlie said, his tone even more sullen.
588878.
დაბნელება | თავი 1
– მე და ბელაც ზუსტად ამ თემაზე ვსაუბრობდით. უკვე გადაწყვიტე, სწავლას სად გააგრძელებ?
“Bella and I were just talking about next year. Have you decided where you’re going to school?”
588879.
დაბნელება | თავი 1
– ჯერ არა. რამდენიმე კოლეჯიდან დადებითი პასუხი მივიღე, მაგრამ ჯერ კარგად უნდა ავწონ-დავწონო პირობები, – ედუარდმა მეგობრულად გაუღიმა ჩარლის.
Edward smiled up at Charlie and his voice was friendly. “Not yet. I’ve received a few acceptance letters, but I’m still weighing my options.”
588880.
დაბნელება | თავი 1
– სად მიგიღეს? – ჩაეძია ჩარლი.
“Where have you been accepted?” Charlie pressed.