მოიძებნა 668043 ჩანაწერი
588941.
დაბნელება | თავი 1
– მერე ადამიანი აღარ იქნები.
They won’t be human experiences afterward.
588942.
დაბნელება | თავი 1
მეორე შანსს ვეღარ მიიღებ, ბელა.
You don’t get a second chance, Bella.
588943.
დაბნელება | თავი 1
– ედუარდ, დრო ზუსტად უნდა შეარჩიო. დიდხანს ლოდინი საშიშია.
“You’ve got to be reasonable about the timing, Edward. It’s just too dangerous to mess around with.”
588944.
დაბნელება | თავი 1
– ჯერ არავითარი საშიშროება არ არსებობს.
“There’s no danger yet.”
588945.
დაბნელება | თავი 1
საშიშროება არ არსებობსო? ჰო, აბა რა.
No danger? Sure.
588946.
დაბნელება | თავი 1
დიდი ამბავი, თუ მე მხოლოდ ერთი სადისტი ვამპირი დამდევდა, რათა საყვარლის მოკვლის გამო შური ჩემი წამებით მოკვლით ეძია.
I only had a sadistic vampire trying to avenge her mate’s death with my own, preferably through some slow and torturous method.
588947.
დაბნელება | თავი 1
ეს ვოლტურებიც – ვამპირთა სამეფო ოჯახი ვამპირი მეომრების მცირე არმიით დაჟინებით ითხოვდა ჩემი გულისცემის ნებისმიერი ხერხით გაჩერებას უახლოეს მომავალში, რადგან ადამიანებს უფლება არ ჰქონდათ, მათ არსებობაზე რამე სცოდნოდათ.
And, oh yeah, the Volturi — the vampire royal family with their small army of vampire warriors — who insisted that my heart stop beating one way or another in the near future, because humans weren’t allowed to know they existed.
588948.
დაბნელება | თავი 1
ეს იყო და ეს, არავითარი საშიშროება არ მემუქრებოდა.
Right. No reason at all to panic.
588949.
დაბნელება | თავი 1
მართალია, ელისი სადარაჯოზე იდგა – ედუარდი დობილის უჩვეულოდ ზუსტ ხილვებს ეყრდნობოდა, რათა წინასწარ სცოდნოდა მეტოქის გეგმებზე – ბედის გამოცდა მაინც დიდი სიგიჟე იყო.
Even with Alice keeping watch — Edward was relying on her uncannily accurate visions of the future to give us advance warning — it was insane to take chances.
588950.
დაბნელება | თავი 1
ამას გარდა, ეს საკითხი უკვე საჩემოდ მქონდა გადაწყვეტილი.
Besides, I’d already won this argument.
588951.
დაბნელება | თავი 1
ჩემი გარდასახვის მიახლოებით თარიღად სკოლის დამთავრება დავთქვით და იქამდე სულ რამდენიმე კვირა რჩებოდა.
The date for my transformation was tentatively set for shortly after my graduation from high school, only a handful of weeks away.
588952.
დაბნელება | თავი 1
დროის სიმცირის გააზრებაზე მუცლის გვრემა ვიგრძენი.
A sharp jolt of unease pierced my stomach as I realized how short the time really was.
588953.
დაბნელება | თავი 1
რასაკვირველია, გარდასახვა აუცილებელი იყო, სხვანაირად ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ახდენა არ ეწერა. თუმცა, ახლა მეზობელ ოთახში ტელევიზორთან მჯდარი ჩარლის ბედი მანაღვლებდა.
Of course this change was necessary — and the key to what I wanted more than everything else in the world put together — but I was deeply conscious of Charlie sitting in the other room.
588954.
დაბნელება | თავი 1
აგრეთვე, დედაჩემი რენესიც, რომელიც მზიან ფლორიდაში ახალ ქმართან ცხოვრობდა და საზაფხულოდ თავისთან, ქვიშიან პლაჟებზე მეპატიჟებოდა.
And my mother, Renée, far away in sunny Florida, still pleading with me to spend the summer on the beach with her and her new husband.
588955.
დაბნელება | თავი 1
ყველაზე მეტად კი ვდარდობდი ჯეიკობზე, რომელსაც, ჩემი მშობლებისგან განსხვავებით, ზუსტად ეცოდინებოდა, შორეულ კოლეჯში „სწავლა“ რასაც ნიშნავდა.
And Jacob, who, unlike my parents, would know exactly what was going on when I disappeared to some distant school.
588956.
დაბნელება | თავი 1
ჩემი მშობლებისთვის ყველაფერი რომც დამემალა, მათთან სტუმრობები სიშორის, გზის ხარჯის, ბევრი სამეცადინოს ან ავადმყოფობის საბაბით გადამედო და მათთვის ეჭვები გამექარვებინა, ჯეიკობს სიმართლე მაინც ეცოდინებოდა.
Even if my parents didn’t grow suspicious for a long time, even if I could put off visits with excuses about travel expenses or study loads or illnesses, Jacob would know the truth.
588957.
დაბნელება | თავი 1
იმ აზრმა, რომ ჯეიკობს შევზიზღდებოდი, წამით ყველაფერი დაჩრდილა.
For a moment, the idea of Jacob’s certain revulsion overshadowed every other pain.
588958.
დაბნელება | თავი 1
– ბელა, – ჩემი შეწუხებული სახის დანახვაზე ედუარდიც შეწუხდა.
“Bella,” Edward murmured, his face twisting when he read the distress in mine.
588959.
დაბნელება | თავი 1
– საჩქარო არაფერია. შენთვის ზიანის მიყენების ნებას არავის მივცემ. დავიცდით, რამდენ ხანსაც მეტყვი.
“There’s no hurry. I won’t let anyone hurt you. You can take all the time you need.”
588960.
დაბნელება | თავი 1
– მე მეჩქარება, – დავიჩურჩულე და გახუმრება ვცადე, – მეც მინდა, ურჩხული ვიყო.
“I want to hurry,” I whispered, smiling weakly, trying to make a joke of it. “I want to be a monster, too.”