მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58941.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსემ იცოდა, მის დედ-მამას ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ცხოვრება არ აძლევდათ ტკბილი სიტყვის თქმის საშუალებას.
Phrixos knew that his mother and father loved each other, but life gave them no chance to exchange affectionate words.
58942.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყოველდღე ახალ-ახალ უბედურებას ატეხდა თავზე.
Every day they were struck by new disasters.
58943.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხოლო როცა ფრიქსეს უფროსმა დამ, ჰელემ თავი დაიხრჩო, მართლა აუტანელი გახდა ცხოვრება ამ კედლებჩამომპალ ქოხში.
And when Phrixos's elder sister Helle drowned herself life in this hovel with its rotten walls became unbearable.
58944.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართალია, ფრიქსეს შიშის თავზარს სცემდა ყველაზე დიდი მეფის კაციცა და მისი საუბარიც, მაგრამ გულში მაინც ლოცულობდა, ნეტავ ჩემმა მშობლებმა უარი არ უთხრანო.
True, Phrixos was terrified by the man who worked for the Supreme King and by what he had said, but he quietly prayed for his parents not to refuse.
58945.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დარწმუნებული იყო, ამაზე უარეს ადგილას ვერსად წაიყვანდნენ.
He was sure that he couldn't be taken anywhere worse than this place.
58946.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მშობლების გაუთავებელი ჩხუბი და წუწუნი თავგზას უბნევდა ფრიქსეს, ეცოდებოდა ისინი.
His parents' endless quarrelling and whining had left Phrixos so distressed that he was sorry for them.
58947.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმასაც გრძნობდა, მათი ბრალი რომ არ იყო, ერთმანეთი თუ შესძულებოდათ, სიღატაკესა და გაუთავებელ უბედურებას მიექსია ისინი ერთმანეთისთვის.
For he felt that it wasn't their fault if they hated each other, if betrayals and endless misfortune made them set about one another.
58948.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„დღეს თუ არა ხვალ, დღეს თუ არა ხვალო“.
"If not today, tomorrow; if not today, tomorrow".
58949.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამ ფიქრით ათენებდა და აღამებდა ფრიქსე, მაგრამ არ ადგებოდა საშველი იმ ნანატრი ხვალინდელი დღის გათენებას.
Phrixos thought all day and all night, but the next dawn brought no relief.
58950.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
პირიქით, ყოველ ახალ დღეს ახალი ტანჯვა და უბედურება მოჰქონდა.
On the contrary, every new day brought new torment and new misfortune.
58951.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელემ რომ თავი დაიხრჩო, ფრიქსე შვიდი წლის იყო, მაგრამ არასოდეს დავიწყნია ის საშინელი ღამე.
Phrixos was seven when Helle drowned herself, but he never forgot that terrible night.
58952.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახალი ჩაძინებული იქნებოდა, ჰელე რომ შეუწვა ლოგინში.
He had just got off to sleep when Helle came to bed.
58953.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჯერ ვერ გაიგო, რა ხდებოდა, ჰელე რომ იყო, ამასაც მერე მიხვდა, როცა სიბნელეს თვალი შეაჩვია.
At first he couldn't understand what was going on, that it was Helle: he realised that only when his eyes got used to the dark.
58954.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე გაშმაგებული კოცნიდა სახეზე, ყელზე, მკლავებზე, პერანგს ძალით უჩეჩავდა, მკერდი რომ დაეკოცნა.
Helle was kissing him like a madwoman on the face, the neck, the arms, she ripped open his shirt to kiss his chest.
58955.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს სული ეხუთებოდა, ოფლად იღვრებოდა.
Phrixos gasped for air, he burst into a sweat.
58956.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე ისეთი ცხელი იყო, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებია და ძმასთან საშველად მოვარდნილაო.
Helle was as hot as if she was on fire and had thrown herself on her brother for help.
58957.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს იმ წუთას ეჯავრებოდა ჰელე.
At that moment, Phrixos hated Hele.
58958.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მუხლებს ახვედრებდა.
He pushed away with his knees.
58959.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მუშტს ყელში აჭერდა და თუ არ ყვიროდა მხოლოდ იმიტომ, მშობლების გაღვიძებისა რომ ერიდებოდა, კი არ ერიდებოდა, ეშინოდა.
He grabbed her by the neck and refrained from shouting only because he was reluctant — in fact he was afraid — to wake their parents.
58960.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა ისინი დაიწყებდნენ ჯაჯღანს და დილამდე არ მისცემდნენ მოსვენებას.
They might start complaining and give him no peace until morning.