მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589381.
დაბნელება | თავი 2
წამოვდექი და თეფშები ისე ავალაგე, რომ ჩარლისთვის ერთხელაც არ შემიხედავს.
I got up and piled the dishes together without looking at Charlie.
589382.
დაბნელება | თავი 2
თეფშები ნიჟარაში ჩავაწყვე და რეცხვას შევუდექი.
I dumped them into the sink and started the water.
589383.
დაბნელება | თავი 2
ედუარდი ჩუმად მომიახლოვდა და ჭურჭლის ტილოს დაავლო ხელი.
Edward appeared silently and grabbed a dishtowel.
589384.
დაბნელება | თავი 2
ჩარლიმ ამოიოხრა და მცირე ხნით შემეშვა, თუმცა, ვიცოდი, რომ როცა მარტო დავრჩებოდით, ისევ ჩამომიგდებდა ამ თემაზე სიტყვას.
Charlie sighed and gave up for the moment, though I imagined he would revisit the subject when we were alone again.
589385.
დაბნელება | თავი 2
როგორც ყოველ საღამოს, ახლაც ტელევიზორისკენ დაიძრა.
He heaved himself to his feet and headed for the TV, just like every other night.
589386.
დაბნელება | თავი 2
– ჩარლი, – მიმართა უეცრად ედუარდმა.
“Charlie,” Edward said in a conversational tone.
589387.
დაბნელება | თავი 2
შუა სამზარეულოში შეჩერდა ჩარლი.
Charlie stopped in the middle of his little kitchen.
589388.
დაბნელება | თავი 2
– ბელამ გითხრა, რომ შარშან, დაბადების დღეზე ჩემმა მშობლებმა თვითმფრინავის ბილეთები აჩუქეს, რათა რენე მოენახულებინა?
“Did Bella ever tell you that my parents gave her airplane tickets on her last birthday, so that she could visit Renée?”
589389.
დაბნელება | თავი 2
თუმცა, ჩარლის ეს არც კი შეუმჩნევია.
Charlie didn’t even seem to notice.
589390.
დაბნელება | თავი 2
– ბელა? – გამომხედა გაკვირვებულმა.
“Bella?” he asked in a stunned voice.
589391.
დაბნელება | თავი 2
ჩარლიმ ხმაურიანად ჩაყლაპა ნერწყვი და თვალებმოჭუტული მიუბრუნდა ედუარდს.
Charlie swallowed loudly, and then his eyes narrowed as he turned back to Edward.
589392.
დაბნელება | თავი 2
– არა, ეს არასდროს უხსენებია.
“No, she never mentioned it.”
589393.
დაბნელება | თავი 2
– ჰმმ, – ჩაიდუდუნა ედუარდმა.
“Hmm,” Edward murmured.
589394.
დაბნელება | თავი 2
– ეს ამბავი რამ გაგახსენა? – ცივად ჰკითხა ჩარლიმ.
“Was there a reason you brought it up?” Charlie asked in a hard voice.
589395.
დაბნელება | თავი 2
– მალე ბილეთებს ვადა გასდის, – მხრები აიჩეჩა ედუარდმა, – რასაკვირველია, არაფერს იტყვის, მაგრამ ესმეს ეწყინება, თუ ბელა მის საჩუქარს არ გამოიყენებს.
Edward shrugged. “They’re about to expire. I think it might hurt Esme’s feelings if Bella doesn’t use her gift. Not that she’d say anything.”
589396.
დაბნელება | თავი 2
ედუარდს გაოგნებული მივაშტერდი.
I stared at Edward in disbelief.
589397.
დაბნელება | თავი 2
ჩარლი წუთით ჩაფიქრდა.
Charlie thought for a minute.
589398.
დაბნელება | თავი 2
– ბელა, ჩემი აზრით, დედაშენის მონახულება კარგი აზრია.
It’s probably a good idea for you to visit your mom, Bella.
589399.
დაბნელება | თავი 2
მასაც ძალიან გაუხარდება.
She’d love that.
589400.
დაბნელება | თავი 2
– გადამავიწყდა.
“I forgot.”