მოიძებნა 668043 ჩანაწერი
589561.
დაბნელება | თავი 2
– შენს მანქანას ხვალ დილისთვის შევაკეთებ, თუ ამით მოგინდება სკოლაში წასვლა, – მითხრა წუთის შემდეგ.
“I’ll put your car back together in time for school, in case you’d like to drive yourself,” he assured me after a minute.
589562.
დაბნელება | თავი 2
ტუჩებაბზუებულმა გამოვაძვრე გასაღები და პიკაპიდან გადავედი.
With my lips mashed together, I retrieved my keys and stiffly climbed out of the truck.
589563.
დაბნელება | თავი 2
– თუ გინდა, ამაღამ ფანჯარა ჩაკეტე და არ შემომიშვა. არ მეწყინება.
Shut your window if you want me to stay away tonight. I’ll understand.
589564.
დაბნელება | თავი 2
გადმომიჩურჩულა, სანამ კარს გავიჯახუნებდი.
He whispered just before I slammed the door.
589565.
დაბნელება | თავი 2
სახლშიც კარის ჯახუნით შევედი.
I stomped into the house, slamming that door, too.
589566.
დაბნელება | თავი 2
– რა მოხდა? – დამიძახა დივანზე წამოწოლილმა ჩარლიმ.
“What’s wrong?” Charlie demanded from the couch.
589567.
დაბნელება | თავი 2
– პიკაპი არ იქოქება, – მოღუშულმა ჩავიბუზღუნე.
“Truck won’t start,” I growled.
589568.
დაბნელება | თავი 2
– გინდა, შევხედო?
“Want me to look at it?”
589569.
დაბნელება | თავი 2
– არა, დილით ვცდი.
“No. I’ll try it in the morning.”
589570.
დაბნელება | თავი 2
– ჩემი მანქანით წადი. წესით, საპატრულო კრუიზერის მართვა მეკრძალებოდა.
“Want to use my car?” I wasn’t supposed to drive his police cruiser.
589571.
დაბნელება | თავი 2
ეტყობა, ჩარლის მართლა ძალიან უნდოდა, რომ ლა-პუშში წავსულიყავი.
Charlie must be really desperate to get me to La Push.
589572.
დაბნელება | თავი 2
ეს მეც ძალიან მინდოდა.
Nearly as desperate as I was.
589573.
დაბნელება | თავი 2
– არა, დავიღალე, – ამოვიბურტყუნე, – ძილი ნებისა.
“No. I’m tired,” I grumbled. “Night.”
589574.
დაბნელება | თავი 2
კიბეზე სწრაფად ავირბინე და საძინებელ ოთახში შესულმა, მაშინვე ფანჯარას ძლიერად ვკარი ხელი – ლითონის ჩარჩო ზრიალით ჩაიკეტა.
I stamped my way up the stairs, and went straight to my window. I shoved the metal frame roughly — it crashed shut and the glass trembled.
589575.
დაბნელება | თავი 2
დიდხანს მივშტერებოდი, სანამ მინამ რყევა არ შეწყვიტა.
I stared at the shivering black glass for a long moment, until it was still.
589576.
დაბნელება | თავი 2
მერე ამოვიოხრე და ფანჯარა ფართოდ გამოვაღე.
Then I sighed, and opened the window as wide as it would go.
589577.
დაბნელება | თავი 3
მზე ისე ღრმად იყო ჩამალული ღრუბლებში, რომ გაგიჭირდებოდათ თქმა, ჩავიდა თუ არა.
The sun was so deeply buried behind the house that there was no way to tell if it had set or not.
589578.
დაბნელება | თავი 3
ხანგრძლივმა ფრენამ თავგზა ამირია – დროის სარტყლებში მოგზაურობა უჩვეულო იყო.
After the long flight it was especially disorienting; time seemed oddly variable.
589579.
დაბნელება | თავი 3
მერე ტყე დასრულდა და შენობები გამოჩნდა, სახლს ვუახლოვდებოდით.
It took me by surprise when the forest gave way to the first buildings, signaling that we were nearly home.
589580.
დაბნელება | თავი 3
– თვითმფრინავში სულ ჩუმად იჯექი, – შენიშნა ედუარდმა, – ცუდად ხომ არ იყავი?
“You’ve been very quiet,” Edward observed. “Did the plane make you sick?”