მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59001.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე წყალში ამოტრიალდა, თითქოს გაიბრძოლა, თავი რომ დაეღწია თოკის მარყუჟისგან.
Helle turned over in the water, as if she had fought to escape from the noose.
59002.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა მისი თმა გაიშალა წყლის ზედაპირზე, თითქმის ყველა ღერი ცალ-ცალკე გამოიყო და ათრთოლდა.
Now her hair spread over the surface of the water, and almost every hair spread out separately and quivered.
59003.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მალე ჰელეც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა და გაშეშდა, თითქოს შეგროვილი ხალხისა შერცხვა, ამდენ ხანს რომ აწვალა და ალოდინა.
Soon Helle came up to the surface and stopped movement, as if she was embarrassed by the gathering, whom she had caused such agony and suspense.
59004.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ნაპირზე ასულმა მყვინთავებმა თოკი ისევ მოქაჩეს და ჰელეც ნელა, მორჩილად გაცურდა ნაპირისკენ.
The divers had come ashore, pulled the rope more, and Helle slowly, without resisting, drifted towards the bank.
59005.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფეხი, რომელზედაც თოკი გამოებათ, მუხლამდე ამოეშვირა წყლიდან.
The leg to which the noose had been attached stuck, up to the knee, out of the water.
59006.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თოკს და ჰელეს ამოშვერილ ფეხს წყალი წურწურით ჩამოსდიოდა.
Water streamed off the rope and off Helle's exposed leg.
59007.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე დღე არ გაივლიდა, მამას არ ეთქვა ფრიქსესთვის: მალე გაიზარდე, ჰელესთან უნდა წავიდე, ცოდოა გოგო, მარტოაო.
After that not a day passed without Phrixos's father telling him, "Grow up quickly, I have to go and join Helle, I'm sorry for the girl, she's alone".
59008.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ცოლი მაშინვე პირში ეცემოდა, თითქოს ამის თქმის უფლებაც აღარ ჰქონდა ცოცხალ მამას მკვდარ შვილზე.
But his wife would immediately shut him up, as if a living father no longer had the right to say this about a dead daughter.
59009.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
- გაჩუმდი, ნუ ამბობ მაინც! - ყვიროდა ცოლი და თან ისიც რაღაცას დაეძებდა დასარტყმელად.
"Be quiet, don't say it!" the wife would yell as she looked for an object to hit him with.
59010.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხან ერთს აეტმასნებოდა აზლუქუნებული ფრიქსე და ხან მეორეს.
Sobbing, Phrixos clung to one or the other of them.
59011.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ერჩია ისევ მასზე ეყარათ ჯავრი შვილის დაკარგვით გაცეცხლებულ მშობლებს, მას მოხვედროდა გამეტებით ნასროლი ქვიჯა, ასტამი თუ ჯამი.
He thought it better that his parents, inflamed by the loss of their daughter, should take it out on him, that the ruthlessly flung mortar, dough scraper or bowl should hit him.
59012.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს ორივენი ერთნაირად ეცოდებოდა.
Phrixos felt sorry for both of them.
59013.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ორივენი მისი მშობლები იყვნენ და უბედურებაც საერთო ჰქონდათ.
They were both his parents and had suffered a common disaster.
59014.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„დღეს თუ არა ხვალ, დღეს თუ არა ხვალო“, - მაინც ამ ფიქრით იძინებდა ფრიქსე.
"If not today, tomorrow; if not today, tomorrow", Phrixos still said as he went to sleep.
59015.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თუმცა თვითონაც არ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო ხვალ, რაც გაცოფებულ მშობლებს, ჰელეს დაღუპვას და საკუთარ უმწეობას დაავიწყებდა.
Although he didn't know what could happen the next day that might make him forget his raging parents, Helle's death and his own helplessness.
59016.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა ერთადერთი დღე, რომელსაც მთელი ოჯახი მოუთმენლად ელოდებოდა, მკვდრის დღე იყო.
Now the only day the whole family looked forward to was the Day of the Dead.
59017.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თავისთვის რა ჰქონდათ, მაგრამ უკანასკნელ ლუკმასაც დაზოგავდნენ.
Though they had almost nothing, they saved up the last scraps.
59018.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმ დღეს მათ ჩამომპალ ქოხის კართანაც იდგა შეჭამანდით სავსე ქოთანი.
On that day there would be a pot full of stew standing by the door of their rotten hovel.
59019.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმ დღეს ხმამაღლა სიტყვას არ ეტყოდნენ ერთმანეთს.
That day they stopped shouting at each other.
59020.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დაგვიდნენ და დააწკრიალებდნენ ყველაფერს, თითქოს სასიძო უნდა მოსვლოდათ ქალის სანახავად.
They swept and scrubbed everything, as if a potential groom was coming to look at their daughter.