მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„გამანებე თავი, გამანებე თავიო“, - ჩურჩულებდა ფრიქსე.
"Leave me alone, leave me alone", Phrixos whispered.
58962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე კი გაშმაგებული კოცნიდა და ისიც ჩურჩულით ეუბნებოდა: მშვიდობით, არ დაგავიწყდეს შენი უბედური დაო.
But Helle went on kissing him frantically, telling him, also in a whisper, "Goodbye, don't forget your unhappy sister".
58963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა ჰელე, როდის გაანებებდა თავს.
Phrixos couldn't wait for Helle to leave, for her to leave him in peace.
58964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გამწარებული იხოცავდა დის ნაკოცნებს.
He angrily wiped away the traces of his sister's kisses.
58965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე თითქოს ვერაფერს ხედავდა, ვერაფერს გრძნობდა, მაინც კოცნიდა, ზემოდან აწვებოდა გავარვარებული გულმკერდით.
Helle seemed unable to see or feel anything, she just went on kissing him, her boiling-hot chest lying on top of him.
58966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს უცნაურად აკრთობდა და აშინებდა ეს მოუსვენარი, მკვრივი და მხურვალე სხეული, რომელიც ნამდვილად მისი უფროსი და ჰელე იყო.
Phrixos was strangely shaken and frightened by this restless, strong and burning-hot body, which really was his elder sister Helle.
58967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ მაინც არ ჰგავდა ჰელეს, ალბათ, იმიტომ, უკვე სიკვდილს რომ ეკუთვნოდა და ხვალიდან ვეღარასოდეს ვეღარ იხილავდა.
But was not like Helle, perhaps because she now belonged to death and would not be seen ever again after tomorrow.
58968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მეორე დღეს იგრძნო ფრიქსემ, რამხელა უბედურება დასტყდომოდა თავს.
The next day Phrixos sensed the extent of the disaster that had struck him.
58969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელეს მარტო დაეტოვებინა იგი ორ გამწარებულ, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულ ადამიანს შორის.
Helle had left him on his own with two embittered antagonistic people fighting to the death.
58970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ისინი ისევე იყვნენ ჰელეს მშობლები, როგორც მისი.
They were as much Helle's parents as his.
58971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ჰელე გამქრალიყო, ჰელე, რომელსაც ერთი გაღიმებით შეეძლო დაეგდებინებინა მამისთვის ცოლის მოსაგერიებლად აღებული ფილაქნის ნატეხი.
But Helle had vanished, Helle who only had to smile to stop her father picking up a broken paving stone to fend off her mother.
58972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე მდინარეში იპოვეს.
Helle was found in the river.
58973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მწვანე კაბა ეცვა, თავით იდგა ფსკერზე და წელამდე გაშიშვლებული, ოდნავ, სულ ოდნავ არხევდა თეთრსა და აშოლტილ ფეხებს.
She was wearing a green dress, her head was on the river bottom and she was naked to the waist, and her slender white legs were just perceptibly swaying in the water.
58974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მდინარის ორივე ნაპირი უცებ გაივსო ხალხით.
Both banks of the river were suddenly crowded with people.
58975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გაბმული ზმუილისაგან და სიცხისაგან ფრიქსეს თავი ასტკივდა.
Phrixos's head ached from the constant howling and the heat.
58976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რატომღაც არ ეგონა, ჰელე თუ მკვდარი იყო, შეიძლება იმიტომაც, შიშველ ფეხებს ოდნავ რომ ამოძრავებდა.
For some reason, he thought Helle wasn't dead, perhaps because her bare legs were moving a little.
58977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მყვინთავებს გაუჭირდათ ჰელეს ფეხზე მარყუჟის გადაცმა.
The divers found it hard to attach a noose to Helle's legs.
58978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
საოცრად გამჭვირვალე წყალში ყველაფერი ჩანდა, რაც წყალქვეშ ხდებოდა.
Because the water was extraordinarily transparent, you could see everything happening in it.
58979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხალხმა რამდენჯერმე გამოაგდო ფრიქსე უკან..
Several times, the people forced Phrixos back.
58980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე კი მაინც წინ მიიწევდა, თავითა და იდაყვებით მიარღვევდა ხალხის ცხელსა და ოფლიან კედელს.
But Phrixos pushed himself forward, butting and jostling with his head and elbows through the hot, sweaty wall of people.