მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590001.
დაბნელება | თავი 4
თუმცა, დარწმუნებული ვარ, მაინც ყველაფერს ხვდებოდა.
I think he saw through me, though.
590002.
დაბნელება | თავი 4
დილით ბალიშზე წერილი დამხვდა.
This morning there had been a note left on my pillow.
590003.
დაბნელება | თავი 4
ისე მალე დავბრუნდები, ჩემს მონატრებასაც ვერ მოასწრებ.
I’ll be back so soon you won’t have time to miss me.
590004.
დაბნელება | თავი 4
ჩემს გულს გაუფრთხილდი, შენთან დავტოვე.
Look after my heart — I’ve left it with you.
590005.
დაბნელება | თავი 4
ასე რომ, შაბათი სრულიად თავისუფალი მქონდა და გასართობად სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, გარდა ნიუტონების სპორტულ მაღაზიაში დილის მორიგეობისა.
So now I had a big empty Saturday with nothing but my morning shift at Newton’s Olympic Outfitters to distract me.
590006.
დაბნელება | თავი 4
აქვე ახლომახლო ვნადირობ.
I’m staying close to home to hunt.
590007.
დაბნელება | თავი 4
თუ დაგჭირდები, თხუთმეტ წუთში შენთან გავჩნდები.
I’ll only be fifteen minutes away if you need me.
590008.
დაბნელება | თავი 4
რაც ასე ითარგმნებოდა: „სანამ ედუარდი წასულია, სისულელეებზე არც იფიქრო“.
Translation: don’t try anything funny just because Edward is gone.
590009.
დაბნელება | თავი 4
ისევე, როგორც ედუარდს, ელისსაც თავისუფლად შეეძლო ჩემი პიკაპის გაფუჭება.
Alice was certainly just as capable of crippling my truck as Edward was.
590010.
დაბნელება | თავი 4
შევეცადე, ამ ყველაფრისთვის დადებითი კუთხით შემეხედა.
I tried to look on the bright side.
590011.
დაბნელება | თავი 4
სამსახურის შემდეგ ანგელასთან ვაპირებდი წასვლას, რომ მოსაწვევების დაწერაში დავხმარებოდი.
After work, I had plans to help Angela with her announcements.
590012.
დაბნელება | თავი 4
ედუარდის არყოფნის გამო, ჩარლიც მშვენიერ განწყობაზე იყო.
And Charlie was in an excellent mood due to Edward’s absence.
590013.
დაბნელება | თავი 4
თუ მაინც მოვიწყენდი, ელისს ვთხოვდი ღამით ჩემთან დარჩენას.
Alice would spend the night with me if I was pathetic enough to ask her to.
590014.
დაბნელება | თავი 4
ხვალ ედუარდიც დაბრუნდებოდა.
And then tomorrow, Edward would be home.
590015.
დაბნელება | თავი 4
სამსახურში უჩვეულოდ ადრე მისვლა არ მინდოდა, ამიტომ ნელა ვისაუზმე – ერთ ჯამ ბურღულის ფაფას ნახევარი საათი ვჭამდი.
Not wanting to be ridiculously early for work, I ate my breakfast slowly, one Cheerio at a time.
590016.
დაბნელება | თავი 4
შემდეგ ჭურჭელი დავრეცხე და მერე მაცივრის კარზე მაგნიტების მიმაგრება დავიწყე.
Then, when I’d washed the dishes, I arranged the magnets on the fridge.
590017.
დაბნელება | თავი 4
მგონი, მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი მივითარდებოდა.
Maybe I was developing obsessive-compulsive disorder.
590018.
დაბნელება | თავი 4
ბოლო ორი მაგნიტი – მრგვლები, შავები, მეტად პრაქტიკულები, რომლებიც განსაკუთრებით მომწონდა, რადგან ერთდროულად ათ ფურცელს ამაგრებდა მაცივარზე, – ვერაფრით დავიმორჩილე.
The last two magnets — round black utilitarian pieces that were my favorites because they could hold ten sheets of paper to the fridge without breaking a sweat — did not want to cooperate with my fixation.
590019.
დაბნელება | თავი 4
გაჯიუტებული, არ ვეშვებოდი, რატომღაც მეგონა, რომ მაგნიტებს ურჩობა მობეზრდებოდათ.
For some reason — impending mania, perhaps — this really irritated me.
590020.
დაბნელება | თავი 4
შემეძლო ერთი მაგნიტი მეორეზე დამემაგრებინა, მაგრამ ასე თავს დამარცხებულად ვიგრძნობდი.
I could have flipped one over, but that felt like losing.