მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590061.
დაბნელება | თავი 4
ის იყო, ყვითელი ფლაერები სანაგვეში უნდა ჩამეყარა, რომ მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი სათაური შევნიშნე.
I was about to fling the stack of bright yellow papers into the trash when the heading printed in bold across the top caught my eye.
590062.
დაბნელება | თავი 4
ერთმა სიტყვამ განსაკუთრებით მომჭრა თვალი.
One word in particular seized my attention.
590063.
დაბნელება | თავი 4
ყელში ბურთი გამეჩხირა.
A lump rose in my throat.
590064.
დაბნელება | თავი 4
„გადაარჩინეთ ოლიმპიური მგელი!“
"SAVE THE OLYMPIC WOLF"!
590065.
დაბნელება | თავი 4
სიტყვების ქვემოთ ნაძვის ხის ქვეშ მდგარი მგელი იყო გამოსახული, თავი უკან გადაეგდო, თითქოს მთვარეს შეჰყმუისო.
Under the words, there was a detailed drawing of a wolf in front of a fir tree, its head thrown back in the act of baying at the moon.
590066.
დაბნელება | თავი 4
მეორე წამს უკვე პიკაპისკენ გავრბოდი, ფლაერები ისევ ხელში მეჭირა.
And then I was running to my truck, the flyers still locked in my grip.
590067.
დაბნელება | თავი 4
მხოლოდ თხუთმეტი წუთი მქონდა.
Fifteen minutes — that’s all I had.
590068.
დაბნელება | თავი 4
ეს საკმარისი იყო.
But it should be long enough.
590069.
დაბნელება | თავი 4
ლა-პუშამდე სულ თხუთმეტი წუთის გზა იყო, ხოლო საზღვარს, ალბათ, ქალაქში ჩასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გადავკვეთდი.
It was only fifteen minutes to La Push, and surely I would cross the boundary line a few minutes before I hit the town.
590070.
დაბნელება | თავი 4
ჩემი პიკაპი პირველსავე მცდელობაზე აღმუვლდა.
My truck roared to life without any difficulty.
590071.
დაბნელება | თავი 4
შანსი არ იყო, რომ ელისს ეს დაენახა.
Alice couldn’t have seen me doing this.
590072.
დაბნელება | თავი 4
თუ საკმარისად სწრაფად ვივლიდი, შექმნილ სიტუაციას საჩემოდ გამოვიყენებდი.
And as long as I moved fast enough, I should be able to capitalize on it.
590073.
დაბნელება | თავი 4
სიჩქარეში სველი ფლაერები ხელიდან გამიცვივდა და მგზავრის სავარძელზე მიმოიფანტა.
I’d thrown the damp flyers in my haste and they were scattered in a bright mess across the passenger seat.
590074.
დაბნელება | თავი 4
გზატკეცილზე მთელი სისწრაფით მივქროდი, მინის საწმენდები მქონდა ჩართული და ძველი ძრავის გრუხუნს ყურადღებას არ ვაქცევდი.
I barreled down the wet highway, turning the windshield wipers on high and ignoring the groan of the ancient engine.
590075.
დაბნელება | თავი 4
ჩემი ჯაბახანისთვის ოთხმოცდაათი კილომეტრი საათში მაქსიმალური სიჩქარე იყო.
Fifty-five was the most I could coax out of my truck.
590076.
დაბნელება | თავი 4
წარმოდგენა არ მქონდა, სად იყო ეს საზღვარი, მაგრამ როგორც კი ლა-პუშთან ახლოს პირველ სახლებს ჩავუარე, დავმშვიდდი.
I had no clue where the boundary line was, but I began to feel safer as I passed the first houses outside La Push.
590077.
დაბნელება | თავი 4
ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ ელისი აქამდე ვერ მომყვებოდა.
This must be beyond where Alice was allowed to follow.
590078.
დაბნელება | თავი 4
გადავწყვიტე საღამოს ანგელასგან დამერეკა და მეთქვა, რომ კარგად ვარ.
I’d call her when I got to Angela’s this afternoon, I reasoned, so that she’d know I was fine.
590079.
დაბნელება | თავი 4
თანაც, ვიცოდი, რომ მის მაგივრადაც ედუარდი გამიბრაზდებოდა.
She didn’t need to be mad at me — Edward would be angry enough for two when he got back.
590080.
დაბნელება | თავი 4
ჩემმა პიკაპმა კმაყოფილებით ამოიხვნეშა, როცა წითლად შეღებილ სახლთან გავჩერდი.
My truck was positively wheezing by the time it grated to a stop in front of the familiar faded red house.