მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590081.
დაბნელება | თავი 4
ამ ადგილის დანახვისას, რომელიც ერთ დროს ჩემი თავშესაფარი იყო, ყელში ისევ ბურთი გამეჩხირა.
The lump came back to my throat as I stared at the little place that had once been my refuge.
590082.
დაბნელება | თავი 4
გაოცებული ჯეიკობი უკვე კართან მიცდიდა.
Jacob was standing in the door, his face blank with shock.
590083.
დაბნელება | თავი 4
როცა ძრავა გამოვრთე და პიკაპმა ღმუილი შეწყვიტა, გავიგონე, გაკვირვებისგან როგორ აღმოხდა.
In the sudden silence when the truck-roar died, I heard him gasp.
590084.
დაბნელება | თავი 4
– გამარჯობა, ჯეიკ!
- Hey, Jake!
590085.
დაბნელება | თავი 4
– ბელა! – ამჯერად დაიყვირა და ღიმილმა, რომელსაც ასე დიდხანს ველოდი, სახე გაუცისკროვნა.
- Bella! - he yelled back, and the smile I’d been waiting for stretched across his face like the sun breaking free of the clouds.
590086.
დაბნელება | თავი 4
სპილენძისფერი კანის ფონზე კბილები თვალისმომჭრელად უელავდა.
His teeth gleamed bright against his russet skin.
590087.
დაბნელება | თავი 4
– არ მჯერა!
- I can’t believe it!
590088.
დაბნელება | თავი 4
პიკაპთან მოირბინა და მანქანიდან ლამის გადმომათრია, წამის შემდეგ პატარა ბავშვებივით ვხტუნაობდით.
He ran to the truck and half-yanked me through the open door, and then we were both jumping up and down like kids.
590089.
დაბნელება | თავი 4
– აქ როგორ გაჩნდი?
- How did you get here?
590090.
დაბნელება | თავი 4
– გამოვიქეცი!
- I snuck out!
590091.
დაბნელება | თავი 4
– გამარჯობა, ბელა, – ხმაურის გაგონებაზე ბილის გარეთ გამოეგორებინა თავისი ეტლი.
- Hey, Bella! - Billy had rolled himself into the doorway to see what all the commotion was about.
590092.
დაბნელება | თავი 4
– გამარჯობა, ბილ... – უეცრად სული შემეხუთა, რადგან ჯეიკობმა თავისი დათვის ტორებით ამიტაცა და გულში ძლიერად ჩამიკრა.
- Hey, Bil... ! - Just then my air choked off — Jacob grabbed me up in a bear hug too tight to breathe and swung me around in a circle.
590093.
დაბნელება | თავი 4
– რა კარგია, რომ მოხვედი!
- Wow, it’s good to see you here!
590094.
დაბნელება | თავი 4
– ვერ ვსუნთქავ, – ამოვიკვნესე.
- Can’t breathe, - I gasped.
590095.
დაბნელება | თავი 4
მან გაიცინა და ძირს დამსვა.
He laughed and put me down.
590096.
დაბნელება | თავი 4
– მიხარია, რომ დაბრუნდი, ბელა, – ისეთი ტონით მითხრა ჯეიკობმა, თითქოს ეთქვას, მიხარია, რომ შინ დაბრუნდიო.
- Welcome back, Bella, - the way he said the words made it sound like welcome home.
590097.
დაბნელება | თავი 4
იმდენად აღტაცებულები ვიყავით, რომ სახლში ვერ გავჩერდებოდით, ამიტომაც სასეირნოდ გავწიეთ.
We started walking, too keyed up to sit still in the house.
590098.
დაბნელება | თავი 4
ჯეიკობი ფაქტობრივად დახტოდა და რამდენჯერმე მომიწია შეხსენება, რომ სამი მეტრის სიგრძის ნაბიჯებს ვერ გადავდგამდი.
Jacob was practically bouncing as he moved, and I had to remind him a few times that my legs weren’t ten feet long.
590099.
დაბნელება | თავი 4
ვიგრძენი, რომ ჩემი მეორე მე, ჯეიკობის მეგობარი ბელა, გაცოცხლდა – უფრო ახალგაზრდა და თავქარიანი, ვისაც ყოველ წამს შეეძლო სრულიად უმიზეზოდ რამე სისულელე ჩაედინა.
As we walked, I felt myself settling into another version of myself, the self I had been with Jacob - a little younger, a little less responsible, someone who might, on occasion, do something really stupid for no good reason.
590100.
დაბნელება | თავი 4
გზად ემოციურად ვუამბობდით ერთმანეთს, როგორ მიდიოდა ჩვენი საქმეები, როგორ ვიყავით, ამდენ ხანს რატომ არ ვჩანდი და ახლა რატომღა გამოვჩნდი.
Our exuberance lasted through the first few topics of conversation: how we were doing, what we were up to, how long I had, and what had brought me here.