მოიძებნა 668043 ჩანაწერი
590201.
დაბნელება | თავი 4
აუცილებლად თვალყური უნდა მედევნებინა ელისისთვის.
I’d have to keep an eye on Alice.
590202.
დაბნელება | თავი 4
ჯეიკობს ჩემი რეაქცია არ შეუმჩნევია.
Jacob didn’t seem to notice my reaction.
590203.
დაბნელება | თავი 4
– რაზე ფიქრობ? – ვკითხე ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
- What are you thinking about? - I asked after a long, quiet time.
590204.
დაბნელება | თავი 4
– შენს მონაყოლზე ვფიქრობ
- I’m thinking about what you told me.
590205.
დაბნელება | თავი 4
თუ როგორ დაგინახა ელისმა კლდიდან გადახტომისას და ეგონა, რომ თავი მოიკალი, იმაზეც, თუ როგორ აირ-დაირია ყველაფერი...
About when the fortune-teller saw you cliff jumping and thought you’d committed suicide, and how it all got out of control....
590206.
დაბნელება | თავი 4
შეთანხმებისამებრ რომ დამლოდებოდი, ის წურბ...
Do you realize that if you had just waited for me like you were supposed to, then the bl...
590207.
დაბნელება | თავი 4
- ელისი ხომ ვეღარ დაინახავდა კლდიდან შენს გადახტომას?
- Alice wouldn’t have been able to see you jump?
590208.
დაბნელება | თავი 4
არაფერი შეიცვლებოდა.
Nothing would have changed.
590209.
დაბნელება | თავი 4
ახლა ალბათ ისევ ჩემს გარაჟში ვისხდებოდით.
We’d probably be in my garage right now.
590210.
დაბნელება | თავი 4
ფორკსში ვამპირები არ იქნებოდნენ, ხოლო მე და შენ...
There wouldn’t be any vampires in Forks, and you and me...
590211.
დაბნელება | თავი 4
ის გაჩუმდა და ჩაფიქრდა.
He trailed off, deep in thought.
590212.
დაბნელება | თავი 4
ისე თქვა, ფორკსში ვამპირები არ იქნებოდნენო, თითქოს ეს კარგი ყოფილიყოს.
It was disconcerting the way he said this, like it would be a good thing to have no vampires in Forks.
590213.
დაბნელება | თავი 4
– ედუარდი მაინც დაბრუნდებოდა.
- Edward would have come back anyway.”
590214.
დაბნელება | თავი 4
– დარწმუნებული ხარ? – ედუარდის სახელის გაგონებაზე, ისევ წამოენთო.
- Are you sure about that? - he asked, belligerent again as soon as I spoke Edward’s name.
590215.
დაბნელება | თავი 4
– დაშორებამ არც ერთს არ გვარგო.
- Being apart, it didn’t work out so well for either of us.
590216.
დაბნელება | თავი 4
გამომეტყველების მიხედვით, რაღაც ძალიან ცუდის თქმას აპირებდა, მაგრამ თავი შეიკავა, ჩაისუნთქა და თავიდან დაიწყო.
He started to say something, something angry from his expression, but he stopped himself, took a breath, and began again.
590217.
დაბნელება | თავი 4
– იცი, რომ სემი შენზე გაბრაზებულია?
- Did you know Sam is mad at you?
590218.
დაბნელება | თავი 4
– ჩემზე? – წამით დავიბენი.
- Me? - It took me a second.
590219.
დაბნელება | თავი 4
– ჰო, ალბათ, ფიქრობს, ბელა რომ არა, ვამპირები აღარ დაბრუნდებოდნენო.
- Oh, I see, he thinks they would have stayed away if I wasn’t here.”
590220.
დაბნელება | თავი 4
– არა, მაგიტომ არა.
- No, that’s not it.