მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე კი, როცა მდინარეში იპოვეს, ფრიქსეს შეეშინდა, რადგან როდისმე ისიც გაიზრდებოდა, ადრე თუ გვიან, დღეს თუ არა, ხვალ.
Then, when she was found in the river, Phrixos was afraid that he too would grow up, sooner or later, if not today, then tomorrow.
59082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჰელე რომ დამარხეს, ისევ გამოჩნდა ყველაზე დიდი მეფის კაცი.
When Helle was buried, the Supreme King's messenger reappeared.
59083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„თქვენმა უბედურებამ დემეტრეს გული მოულბო და მიწა დაგიბრუნათო“, - განუცხადა შვილის სიკვდილით დაზაფრულ მშობლებს.
"Your sorrow has softened Demeter's heart: she has given you back your land", he explained to the parents, plunged in gloom by their daughter's death.
59084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს კი პეშვში ზეთის ხილი ჩაუყარა.
He then put some olives into Phrixos's cupped hand.
59085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სამი წელი გავიდა.
Three years passed.
59086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამ სამი წლიდან გიშრის ყელსაბამიანი და შავფრჩხილება კაცის მეტი არაფერი დამახსოვრებია ფრიქსეს.
Of those three years Phrixos remembered nothing except the messenger with the neck-band of jet and the black-dyed fingernails.
59087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისი მშობლებიც ისე შეეჩვივნენ ამ უცნაურ სტუმარს, ცოტა თუ დაუგვიანდებოდა, მოსვენება ეკარგებოდათ.
His parents were so used to this strange visitor that they would be restless if he was the slightest bit late.
59088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
წარამარა აგზავნიდნენ ფრიქსეს ქუჩაში, გაიხედე, ხომ არ მოდისო.
They would keep sending Phrixos into the street to see if he was on his way.
59089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართლაც უცნაური საუბარი იცოდა იმ კაცმა, შიშის მომგვრელიცა და დამამშვიდებელიც, თითქოს ხმამაღლა ოცნებობსო.
The messenger had a truly odd way of speaking, inspiring both fear and calm, as if he were dreaming aloud.
59090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იჯდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა რომელიღაც შორეულ ქვეყანაზე.
He sat and talked without end about some distant country.
59091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოქროსთმიანი გოგო-ბიჭები იბადებოდნენ, ჯადოსნური ხეები ყვაოდნენ და სპილენძის მილებიდან დაუშრეტლად მოთქრიალებდა რძე, ღვინო, სურნელოვანი ზეთი და წყალი.
Golden-haired boys and girls were born there, magic trees blossomed, milk, wine, and fragrant oils and waters came gushing through copper pipes.
59092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კოლხეთი თურმე არაფრით ჰგავდა სხვა ქვეყნებს, სადაც ადამიანს ათასგვარი უბედურების გადატანა სჭირდებოდა, ბოლოს და ბოლოს, სულეთამდე რომ მიეთრია გაძვალტყავებული სხეული.
Colchis was apparently not like other lands where people had to endure a thousand sorts of misfortune until their bodies, reduced to skin and bone, finally made it to Elysium.
59093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„იქაური ხალხი განათლებულიცაა და კეთილიც“, - ამბობდა ყველაზე დიდი მეფის კაცი.
"The people there are enlightened and gentle", said the Supreme King's messenger.
59094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შუა ლაპარაკში მოულოდნელად ჩაეძინებოდა ხოლმე.
He suddenly fell asleep in mid-sentence.
59095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეც უნებურად იმ ზღაპრულსა და შორეულ ქვეყანაზე ფიქრობდა შიშნარევი ნეტარებით, როგორც გაუბედავ ხალხს სჩვევია.
Phrixos, half fearful, half blissful like most timid people, couldn't help thinking about this fairy-tale distant land.
59096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმ კაცს ერთი უცნაური თვისებაც ჰქონდა: ყოველ მოსვლაზე (მოსვლით კი ხშირად მოდიოდა) აუცილებლად იკითხავდა ფრიქსეს ასაკს.
This man had one strange habit: every time he came (and he came often) he was bound to ask how old Phrixos was.
59097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როცა ფრიქსეს მამა ან დედა უპასუხებდა: ჯერ რვისაც არ არის, ერთი თვის წინ არ ბრძანდებოდით აქაო, გაიღიმებდა.
When Phrixos's father and mother replied, "He's not yet eight — but you came only a month ago", he would smile.
59098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იტყოდა: თუ ერთი თვის წინ ვიყავი აქ, ესე იგი ერთი თვით გაზრდილა, მალე რვისაც გახდება და ათისაცო.
He would say, "If I was here a month ago, then he's a month older, he'll soon be eight and then ten".
59099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე კი აუცილებლად დაამატებდა, ყოჩაღია ჩვენი ბიჭიო.
Then he always added, "He's a fine lad, our boy!"
59100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართლაც, უცებ გაირბინა სამმა წელმა, შეიძლება იმიტომაც, ამ ხნის განმავლობაში ოჯახს გაჭირვება რომ აღარ უგრძვნია.
In fact, the three years flew past, perhaps because the family no longer suffered poverty in that period.