მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59141.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ერთი ცხადი იყო: აღარ მოისმენდა მშობლების ჩხუბს.
But one thing was clear: he would no longer be hearing his parents' rows.
59142.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აღარ დაიძინებდა მშიერი, აღარ დაწყდებოდა გული გაღვიძებულს, ცოცხალი რომ იყო ისევ.
He would no longer go to bed on an empty stomach, or wake up broken-hearted to find himself still alive.
59143.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც მთავარია, მშობლებსაც გაუმართავდა ხელს, რადგან ყველაზე დიდი მეფე ბევრ ფულს იხდიდა სანაცვლოდ.
Above all, he would be helping his parents, because the Supreme King was paying a lot of money as compensation.
59144.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამიტომაც, მღელვარებისაგან ხახადახშულმა, მაშინვე დაუქნია თავი შავფრჩხილება კაცს, თანხმობის ნიშნად.
Thus, his throat dry with excitement, he immediately nodded his agreement to the man with the black fingernails.
59145.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მან ერთხელ კიდევ მიუტანა პირი ყურთან და ჩასჩურჩულა: პატარა აღარა ხარ, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტოო.
He put his mouth to his ear once again and whispered, "You're no longer a little boy, you yourself must decide".
59146.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე ფრიქსე ხომალდზე აიყვანეს და გზას გაუყენეს.
Then Phrixos was put on a ship and sent off on his way.
59147.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახალი ტანსაცმელი ჩააცვეს, ოქროს სირმებით გაწყობილი.
He was given new clothes, embellished with gold braid.
59148.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხოლო დედის გამოკრული ბოხჩა, რომლითაც ცრემლიანი თვალები ამოიწმინდა, ზღვაში გადაუგდეს, როგორც კი მოშორდა ხომალდი ნაპირს.
The bundle his mother gave him, with which he'd wiped the tears from his eyes, was thrown into the sea as soon as the ship had left the shore.
59149.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოშორდა თუ არა ხომალდი ნაპირს, ფრიქსე მაშინვე მიხვდა, მის სიხარულს დიდი დღე არ ეწერა.
When the ship left the shore Phrixos understood that his good luck would be short-lived.
59150.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არაფერი აღარ უნდოდა, არც ახალი ტანსაცმელი, არც ნაირნაირი საჭმელ-სასმელი და არც ხომალდით სეირნობა.
He didn't want anything any more, not the new clothes, nor all the different things to eat and drink, nor sailing the seas.
59151.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თავისი კედლებჩამომპალი ქოხი ყველაფერს ერჩია.
He preferred his hovel with the rotten walls.
59152.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თავს ერჩია ის პირგამეხებული, გახუნებული, ბოლოებშემოძენძილი თავსაფრით თავწაკრული ქალი.
He loved more than his own self that raging, dispirited woman wearing a headscarf with frayed hems.
59153.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აყაყანებულ ნავსადგურში იდგა და დაეჭვებული მზერა ხომალდისთვის ჭოკივით მიებჯინა, ჭოკივით კი არ მიებჯინა, ხელივით ჩაევლო, ზღვაში გასვლას უშლიდა.
She stood in the bustling port and had fixed her suspicious gaze, like a stick — in fact, like a hand —, on the ship, stopping it setting out to sea.
59154.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თითქოს გული უგრძნობდა, ატყუებდნენ, სამუდამოდ ართმევდნენ ერთადერთ შვილს.
As if she sensed that she was being deceived and being deprived of her only child.
59155.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
საცაა გაუნათდებოდა გონება.
Her mind was about to see clearly.
59156.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ერთს ისეთს იკივლებდა, შიშისაგან მთელი ნავსადგური დაიცლებოდა, მენიჩბეები ტყაპატყუპით გადახტებოდნენ ხომალდიდან.
She would shriek out something so dreadful that it would empty the whole port, make the oarsmen leap out of the ship with a clatter.
59157.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შავფრჩხილება კაცი ფრიქსეს ხელში აიყვანდა და სირბილით მიჰგვრიდა განრისხებულ დედას.
The man with the black-dyed fingernails take Phrixos by the hand and deliver him at a run to his infuriated mother.
59158.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დედა კი სახეში მიახლიდა ოქროებით გაძიძგულ ქისას.
Mother would then fling the purse stuffed with gold in his face.
59159.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამიტომაც ვერ ხედავდა ხომალდის მოაჯირზე გადმოკიდებული ფრიქსე.
Thus could not see Phrixos leaning over the ship's rails.
59160.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ არაფერი ამის მაგვარი არ მომხდარა.
But nothing like this happened.