მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59121.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე მშობლების შუაში იდგა და თვალი ეჭირა, რამე არ ესროლათ ერთმანეთისთვის.
Phrixos stood between his parents and watched out, in case they threw things at each other.
59122.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სანამ მისი მშობლები ასისინებული ასპიტებივით იგესლებოდნენ, შიშისაგან ძვლებიც უკანკალებდა.
While his parents hissed at each other like two venomous snakes, he shivered to the very bones from fear.
59123.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე იყო ყოველდღე.
Every day was like this.
59124.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა, ანდა ერთი გაუთავებელი დღე გამოეწირათ მათთვის ღმერთებს და ხვალე არასოდეს არ დადგებოდა.
Every day was the same: it seemed the gods had granted them one endless day and tomorrow would never dawn.
59125.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მშობლების დანთხეულ შხამში ყელამდე იდგა ფრიქსე.
Phrixos was up to his neck in the venom his parents spewed out.
59126.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თვითონაც შხამით იჟღინთებოდა, შიგ იხრჩობოდა და ქუჩაში გამოსვლისაც ეშინოდა.
He was imbued with this venom, choking on it and afraid to go outside.
59127.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეგონა, ქვას ესროდნენ, ძაღლებს მიუქსევდნენ, არ გაიკარებდნენ ახლოს.
He thought he would be stoned, or have dogs set on him, that nobody would let him come near.
59128.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სამი წლის წინათ თავზარი დასცა იმის გაფიქრებამ, რომ როდისმე მართლა შეიძლებოდა დამდგარიყო დღე, როცა მშობლებს მოაშორებდნენ.
Three years ago he had been horrified by the thought that he would be parted from his parents.
59129.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა, სამი წლის მერე, მოუთმენლობისაგან სული ელეოდა, ეშინოდა, არ გადაეფიქრა შავფრჩხილება კაცს მისი კოლხეთში წაყვანა.
Now, after three years, he was desperately impatient, he even feared that the man with the black-dyed fingernails might have changed his mind about taking him to Colchis.
59130.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„კოლხები კეთილი ხალხი ყოფილა, ბავშვის გამლახავს მკლავს აჭრიან თურმეო“, - ამშვიდებდა და ებოდიშებოდა მამა.
"Colchians are gentle people, they cut off the arm of anyone who beats a child", his father used to reassure him apologetically.
59131.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ფრიქსეს აღარ სჭირდებოდა დამშვიდება, ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა მშობლების გესლითა და სიძულვილით მოწამლული ქოხიდან.
But Phrixos no longer needed reassurance, he couldn't wait to escape from his parents' hovel, poisoned by venom and hatred.
59132.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მშობლებს არ დამსგავსებოდა, არ გაეზიარებინა მათი ბედი.
He would agree to anything, in order not to be like his parents, not to share their fate.
59133.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მხოლოდ ჰელეზე ეთანაღრებოდა გული.
The only thing that weighed on him was Helle's fate.
59134.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს როგორც კი მიატოვებდა აქაურობას, ჰელეს საფლავიდან ამოთხრიდნენ.
He had the feeling that as soon as he left the country, Helle's grave would be dug up.
59135.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსემ უკვე იცოდა ნამდვილი პირობა ყველაზე დიდი მეფისა.
Phrixos now knew the Supreme King's messenger's real condition.
59136.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კოლხეთში უნდა გადასახლებულიყო სამუდამოდ, იქ უნდა ეცხოვრა და მომკვდარიყო კიდეც, როცა დრო მოუწევდა.
He was to settle in Colchis for good, to live there and die there too when the time came.
59137.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბუდე და საფლავი უნდა გაეჩინა.
He had to make his nest and his grave there.
59138.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დიახ, სწორედ ასე უთხრა შავფრჩხილება კაცმა, „ბუდე და საფლავიო“, როცა მარტო დაიხელთა ფრიქსე, რათა მშობლებს არ გაეგოთ მათი საუბარი.
"Nest and grave" were the words of the man with the black-dyed fingernails, when he got hold of Phrixos so that his parents wouldn't hear what was said.
59139.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც შეიძლებოდა ოდესღაც დასჭირვებოდა ვიღაცას, ალბათ იმას, ვისი დავალებითაც ყიდულობდნენ ფრიქსეს.
For this might some time be required by somebody, probably the person who had ordered the purchase of Phrixos.
59140.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბევრი ვერაფერი გაიგო ფრიქსემ ამ პირობისა.
Phrixos didn't understand this condition very well.