მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59201.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც აქამდე იცოდა, აღარაფერში აღარ გამოადგებოდა, უნდა დაევიწყა, სამუდამოდ, ძირფესვიანად, რადგან აქამდე მხოლოდ იბადებოდა.
What he knew was no longer any use and he had to forget it for ever, eradicate it, because so far he had only been in the process of being born.
59202.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ნამდვილი ფრიქსე ათი წელი იბადებოდა, ათი წელი საშოს წყვდიადში ეძინა და შემზარავ სიზმრებს ხედავდა.
The real Phrixos was born aged ten, after sleeping for ten years in the womb, having terrible dreams.
59203.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ქვეყანას, სადაც ნამდვილი ფრიქსე იშვა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ სიზმრებთან, ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ რომ ესიზმრებოდა.
The land into which Phrixos was now born had nothing in common with those dreams which had constantly beset him for ten years.
59204.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ათი წლის განმავლობაში სისხლს რომ სწოვდნენ გოლიათი წურბელებივით, შიშს რომ აჩვევდნენ, შიშსა და მორჩილებას.
The ten years when his blood had been sucked by gigantic leeches and he had been trained to fear, to fear and obey.
59205.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ როგორც არ უნდა ცდილიყო ფრიქსე მათ დავიწყებას, ისინი მაინც არსებობდნენ.
But however hard Phrixos tried to forget these things, they still existed.
59206.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ისინი იმ ქვის მეორე მხარეზე ეხატნენ, რომელზედაც ფრიქსე იკიდებდა ახლა ფეხს.
They were still inscribed on the other side of the stone on which Phrixos now tried to stand.
59207.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
საკმარისი იყო ქვა ფეხქვეშ ამობრუნებოდა, მაშინვე მშიერსა და გათოშილ წარსულს, არარაობას, არარსებობას დაუბრუნდებოდა.
The stone only had to turn over under his foot for the hungry freezing past, nothingness, non-existence to come back.
59208.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველაფერი ფრიქსეზე იყო დამოკიდებული, როგორ მოიქცეოდა, რას აირჩევდა: სიზმარსა თუ სინამდვილეს, მშობლიურ სიღატაკეს თუ უცხო ფუფუნებას.
It all depended on Phrixos, on his behaviour, on his choices: dream or reality, his parent's destitution or foreign luxury.
59209.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსემაც აირჩია; როგორც კი სასახლეში მიიყვანეს, თავს ძალა დაატანა, გაიქცა და ტახტზე მჯდომ კაცს ხელზე აკოცა.
And Phrixos chose: as soon as he was brought to the palace, he pulled himself together, ran forward and kissed the hand of the king sitting on the throne.
59210.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
უნებურად ფრჩხილებზეც დახედა, მაგრამ ტახტზე მჯდომარეს ჩვეულებრივი ფრჩხილები ჰქონდა, შეუღებავი.
He couldn't help looking at the king's fingernails, but the man sitting on the throne had ordinary nails, undyed.
59211.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს რატომღაც გაუკვირდა, თითქოს რადგან შავფრჩხილება კაცმა გამოგზავნა, აქაც ყველას შავი ფრჩხილები უნდა ჰქონოდა.
For some reason, Phrixos was surprised: because he had been sent here by the man with black-dyed fingernails, it seemed that everyone should have black nails here, too.
59212.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა ფრიქსეს მთელი სიცოცხლე უნდა ეთვალთმაქცა, მთელი სიცოცხლე უნდა ეზიდა ტყუილი, დაბადებისთანავე რომ ათქმევინა ბედმა.
Now Phrixos had to keep up a lifelong pretence, all his life he had to keep up a lie which fate had devised for him at birth.
59213.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რა უნდოდა, რატომ გაემეტებინა ბედს ასე, ბაბუაწვერასავით რომ ააფრინა ცაში და ქვემოდან სულს უბერავდა, არ აძლევდა მიწაზე დაშვების საშუალებას?!
What did fate want, why had it sacrificed him like this, sending him flying through the sky like a dandelion head, and blowing from below to stop him coming back to earth?
59214.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როდემდე უნდა ყოფილიყო ცაში გამოკიდული, ყველას დასანახად?!
How long did he have to stay suspended in the sky for all to see?
59215.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სანამ ბუსუსები არ გასცვივდებოდა?!
Until the downy seeds fell off him?
59216.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ როცა ტიტველი ღეროღა დარჩებოდა მისგან, კი არ დაეშვებოდა, არამედ დაენარცხებოდა მიწაზე.
But when only a bare stalk was left of him, he wouldn't be allowed down, he would crash to earth.
59217.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე ამას გრძნობდა.
This is what Phrixos felt.
59218.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მტკივნეული დაცემის მოლოდინში ათენ-აღამებდა.
All day and all night he anticipated the painful blow.
59219.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აღსასრულის ეშინოდა, მაგრამ ერთხელ ნათქვამი ტყუილი უკან მოუხედავად მიერეკებოდა სიყალბის, თვალთმაქცობის, მორჩილებისა და დაფარული სიძულვილის გზაზე.
He was afraid of the end, but a lie recklessly spoken was driving him down a road of falsity, deception, submission and concealed hatred.
59220.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსემ პირველსავე დღეს იგრძნო, რა შორს დარჩენილიყო მშობლიური ქოხი, ჩამოკონკილი დედ-მამაც და ჰელეს საფლავიც.
From the very first day Phrixos felt how far away his parents' hovel, his ragged mother and father, and Helle's grave were.