მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59221.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეს ყველაფერი იმდენად შორს იყო ახლა მისგან, ხანდახან თვითონაც ფიქრობდა, მართლა ხომ არ დამესიზმრაო.
All this was now so distant, that he occasionally thought he must have dreamt it.
59222.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ მაშინვე ცხადად ეცემოდა ხოლმე იმ ქოხში გამეფებული შმორის სუნი.
But then he would be struck by the musty smell that reigned in the hovel.
59223.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ცხადად დაუდგებოდა ხოლმე თვალწინ დედის მოქუფრული სახე, ქუჩის კუთხეში პატარა სკამზე ჩამომჯდარი მამა, წინ რომ გოგრის მოხალული თესლით სავსე ტაშტი დაედგა.
He could see his mother's surly face, his father sitting on a little chair at the corner of the street with a bowl of roasted pumpkin seeds in front of him.
59224.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გამჭვირვალე წყალში ჰელეს ოდნავ აქანავებული ფეხები.
Helle's legs, barely swaying in the transparent water.
59225.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა ყელში მობჯენილ ცრემლთან, განჯინაში ძვრებოდა.
This alone was enough to bring a lump to his throat, and he would creep into a niche in the wall.
59226.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და იქ, მარადიულ ნესტსა და სიბნელეში, გულსაკლავად ტიროდა თავის სიობლესა და სიმარტოვეს.
And there, in constant damp and darkness, weep his heart out because he was an orphan and alone.
59227.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არა, არ შეეძლო ფრიქსეს ყველაფრის დავიწყება.
No, Phrixos could not forget everything.
59228.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც დრო გადიოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, არც ძალა ეყოფოდა და არც სურვილი იმ ათი წლის ამოსაშლელად, ამოსაფხეკად თუ ამოსაძირკვად, რომლის უარყოფასაც ბედი ავალდებულებდა.
As time passed, he became more convinced that he had neither the strength nor the desire to cross out, scrape off or uproot those ten years which fate was making it his duty to deny.
59229.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კი ბატონო, ყოფილიყო ისე, როგორც ბედს უნდოდა.
By all means, let things be as fate wanted.
59230.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის არ გადავიდოდა პირობას, არავის გაუმხელდა სიმართლეს.
He wouldn't break the condition, he would not reveal the truth to anyone.
59231.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ასევე არ ეკითხებოდა არავის, რას ფიქრობდა იგი გულში, რაზე ოცნებობდა, რა ახსოვდა და ვის ესაუბრებოდა ღამღამობით ეკალბარდად ქცეულ საწოლში.
But it was nobody's business what he thought at heart, what he dreamed of, what he remembered and whom he chatted to at night when he lay on his bed of thorns.
59232.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მხოლოდ მაშინ იყო ბედნიერი ფრიქსე, როცა მარტო რჩებოდა.
He felt happy only when he was left on his own.
59233.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სასახლე ჩაწყნარდებოდა და ძიძა-გადიები მთქნარებ-მთქნარებით უკანასკნელად დახედავდნენ ხოლმე საწოლებში გატრუნულ ბავშვებს.
The palace quietened down and the yawning nannies took their last look at the children breathing imperceptibly in their beds.
59234.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს მაშინ შეეძლო, რამდენიც უნდოდა იმდენი ეხეტიალა თავის საკუთარ ქვეყანაში.
Then Phrixos, as much as he wanted, could roam his own land.
59235.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მამის უნაყოფო მიწის ნაკვეთივით ძეძვის ღობე ჰქონდა შემოვლებული, ძეძვისა კი არა, ცეცხლისა, ცას რომ სწვდებოდა და გუგუნებდა მტრების გულის გასახეთქად.
It was like his father's barren plot fenced in with thorns or rather by fire that rose to the sky and roared loud enough to petrify his enemies.
59236.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როცა არ უნდა მისულიყო ფრიქსე, ცეცხლის კედელი მაშინვე იპობოდა და სიტყვის უთქმელად ატარებდა, რადგან ამ ქვეყნის მეფე-დედოფალი მისი მშობლები იყვნენ.
But whenever Phrixos went up to it, the wall of fire would part and let him through without a word, because the king and queen of this land were his parents.
59237.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„უი, ჩვენი ბიჭი მოსულაო“, - შემოკრავდა ტაშს დედოფალი და ტახტის მოოქროვილ საფეხურებზე ჩამორბოდა.
"Hey, our lad had come", the queen would applaud, running down the throne's gilded steps.
59238.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
უკან მეფე მოყვებოდა, გვირგვინოსანი, ხელში სამთავიანი გველი ეჭირა და იღიმებოდა, მეფურად.
The king, wearing his crown, followed her, holding a three-headed snake and smiling regally.
59239.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე ჰელეც მოირბენდა და წინ შეჭამანდით სავსე ქოთანს დაუდგამდა.
Then Helle would come running and place a full bowl of stew before him.
59240.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სველი კაბა ტანზე შემოტმასნოდა და სანამ ფრიქსე მადიანად ილუკმებოდა, მოსვენებას არ აძლევდა, ჩქარა ჭამე, კარგი საბანაო ადგილი ვიციო.
Her wet dress clung to her body and while Phrixos ate with appetite, she gave him no peace, "Eat quickly, I know a good place to bathe".