მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59261.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და თუმცა დილამდე ელაპარაკებოდა კედელს, ფიცს უდებდა, აქ მეტის გამჩერებელი არა ვარ, ხვალვე გავიპარებიო, დილით გაღიმებული გამოდიოდა დარბაზში.
And, although he talked all night to the wall, he swore an oath that he wouldn't stay here any longer, he would slip away the next day, he would go to the hall smiling.
59262.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოწიწებით ესალმებოდა ყველას და სიხარულით იბადრებოდა, როცა რომელიმე უფროსთაგანი იტყოდა: აი, შეხედეთ, ფრიქსეს უკვე პირიც დაუბანია, ფრიქსე ყველას გჯობიათო.
He would greet everyone respectfully and smile a broad smile of joy when one of his elders said, "Look, Phrixos has already washed his face, Phrixos is better than any of you".
59263.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხოლო როცა ქარისა აყვირდებოდა: ნუ გამიჭირეთ თქვენი ფრიქსეთი საქმეო, ფრიქსე ფრთხებოდა, გული ამოუვარდებოდა ხოლმე.
And when Chalciope shouted out, "I'm fed up hearing about your Phrixos!" he would be so frightened that his heart would stop beating.
59264.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეშინოდა, სხვებმაც არ ამითვალწუნონ ქარისასავითო.
He was afraid that others would look down on him as did Chalciope.
59265.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს ქარისასი ეშინოდა და ეჯავრებოდა კიდეც, განსაკუთრებით იმ დღის მერე, როცა ქარისამ ხელი ჰკრა და ცხვირი ნიჩბის ტარზე მიარტყმევინა.
Phrixos was afraid of Chalciope and even hated her, especially after the day that she jolted him and made him bang his nose against an oar.
59266.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ მაინც არ უნდოდა, ქარისას აეთვალწუნებინა იგი.
But he still didn't want Chalciope to look down on him.
59267.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რას არ აკეთებდა მისი გულის მოსაგებად.
He did everything to win her heart.
59268.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კალიებს უჭერდა, ყველაზე ფართოფურცლიან ყვავილებს უკრეფდა, თუთას უბერტყავდა.
He caught grasshoppers for her, he gathered flowers with the biggest petals for her, he shook mulberries off the tree for her.
59269.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არავის ანებებდა კალათას, რომელშიაც ქარისას საუზმე ეწყო, როცა სასეირნოდ მიდიოდნენ.
He wouldn't let anyone else carry the basket with her lunch when they went for a walk.
59270.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე კი იმიტომ იქცეოდა, თავისკენ რომ გადმოებირებინა, როგორმე ქარისასაც შეემჩნია მისი „ერთგულება“.
He did all this to win her over, to make Chalciope notice his "loyalty".
59271.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არასოდეს აღარ ეთქვა სხვების გასაგონად: ნუ გამიჭირეთ საქმე თქვენი ფრიქსეთიო.
Never again say in anyone's hearing, "I'm fed up hearing about your Phrixos!"
59272.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეს ეშინოდა ქარისასი და ეს შიში აიძულებდა, განუწყვეტლივ ყოფილიყო მის სიახლოვეს.
Phrixos was afraid of Chalciope and this fear kept him constantly close to her.
59273.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სინამდვილეში, მთელი სიცოცხლე გარბოდა ქარისასაგან, მაშინაც კი, როცა ცოლად შეირთო და ზედიზედ ოთხი შვილი გაუჩინა.
In fact, all his life he was running away from Chalciope, even when he married her and then begat four sons one after the other.
59274.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ამაზრზენი ხდებოდა დამალული ტყუილი, მით უფრო იზრდებოდა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმეც.
The more time passed, the more loathsome the hidden lie became, the greater the weight of the punishment he expected.
59275.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ქარისასიც ამიტომ ეშინოდა.
That was why he was afraid of Chalciope.
59276.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამიტომ ცდილობდა ყოველთვის მის სიახლოვეს ყოფილიყო, რადგან მისი ვარაუდით, ქარისა თავიდანვე დააეჭვა მისმა მეფურმა წარმოშობამ.
And he always tried to stick close to her, because he suspected that Chalciope had always been doubtful about his royal origins.
59277.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმიტომაც ამბობდა ხოლმე, ნუ გამიჭირეთ საქმე თქვენი ფრიქსეთიო.
That was why she kept saying, "I'm fed up hearing about your Phrixos!"
59278.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
განა ფრიქსე მართლა მეფის შვილი რომ ყოფილიყო, ის ვერ გაბედავდა ქარისასავით პირდაუბანელად გამოსვლას დარბაზში?
Surely, if Phrixos really was a king's son, he wouldn't dare come, like Chalciope, into the hall without washing first?
59279.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
განა ბალიშის ქვეშ შეინახავდა ტანსაცმელს?
Would he put his clothes under his pillow?
59280.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე ხომ ბალიშქვეშ ინახავდა სათუთად დაკეცილ ტანსაცმელს, სანამ ქარისამ არ შეამჩნია.
Phrixos used to keep his carefully folded clothes under his pillow until Chalciope noticed.