მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59241.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მშობლებიც იღიმებოდნენ, უხაროდათ, ერთად რომ ხედავდნენ თავიანთ შვილებს.
Their parents smiled, glad to see their children together.
59242.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ დედა განგებ შეყრიდა ხოლმე წარბებს და ჰელეს გაუწყრებოდა: აცალე, გოგო, ხომ ხედავ მშიერიაო.
But mother deliberately knitted her eyebrows and told Helle off, "Give him time, girl, you can see he's hungry".
59243.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე კი ილუკმებოდა, ილუკმებოდა და გული სიხარულით ებერებოდა, მისთვისაც რომ მოემზადებინა დედას შეჭამანდი.
Phrixos went on enjoying his food, his heart swelling with joy, because his mother had cooked a stew for him.
59244.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე დედა ცარიელ ქოთანს დააპირქვავებდა და შავფრჩხილებიან მსახურებს გასძახებდა: მოვიდა ჩემი ბიჭიო.
Then his mother turned the empty pot upside down and called to the servants with black-dyed fingernails, "My lad has come".
59245.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე იყო ყოველღამე, ასე გადიოდა დრო, და ის ქვეყანაც, ბავშვის ოცნებას რომ გამოეგონებინა და გაემშვენიერებინა, ფრიქსესთან ერთად თანდათან იზრდებოდა.
Every night was like this; time passed and the land that the child's fancy had invented and embellished gradually grew, as did Phrixos.
59246.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა მასაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ის პატარა, ძეძვით შემოღობილი, უნაყოფო მიწის ნაკვეთი კი არა, მართლა მთელი სამეფო იყო, მამამისის სამეფო.
Now he sincerely believed that this little barren plot of land, fenced by thorns, was really a whole kingdom, his father's kingdom.
59247.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და მერეც, როცა თავის შვილებს უყვებოდა ამ სამეფოზე, ეჭვიც არ ეპარებოდა, ყველაფერს სიმართლეს ამბობდა.
And later, when he told his children about this kingdom, he had not the slightest doubt that everything he said was true.
59248.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ერთი რამე სტანჯავდა მხოლოდ, შვილებთანაც მალულად უხდებოდა მამისეულ ქვეყანაზე ლაპარაკი, თითქოს დიდ ბოროტებას სჩადიოდა.
Only one thing tormented him, that he had to talk secretively with his children about his father's land, as if he was doing something very wrong.
59249.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართალია, ფრიქსეს ყველანი კარგად ექცეოდნენ, მაგრამ ყოველთვის თვალშისაცემი, გადამეტებული და ამიტომაც გამაღიზიანებელი იყო მათი ყურადღება, მზრუნველობა და სიკეთე.
In fact, everyone treated Phrixos well, but their attention, their concern and kindness were always obvious, exaggerated and therefore irritating.
59250.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რამდენჯერ გაუგონებიათ ფრიქსესთვის: ეგ უცხოა და უნდა დაუთმოო.
How often they had allowed Phrixos to hear them say he was a foreigner and allowances had to be made.
59251.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ო, რა მწარედ ხვდებოდა გულში ამგვარი გამოქომაგება.
O how bitter and hurtful such support was.
59252.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმიტომ კი არ ექომაგებოდნენ, თავისიანად რომ თვლიდნენ, არამედ, უცხო რომ იყო.
They stood up for him, not because they accepted him as one of them, but because he was an outsider.
59253.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასეთივე უცხო იქნებოდა ყოველთვის, რათა მის ქომაგებს საშუალება ჰქონოდათ, კიდევ ბევრჯერ გამოეჩინათ და დაემადლებინათ თავიანთი სიკეთე და ხელგაშლილობა.
He would always be an outsider, to give his supporters a means of favouring him and showing their kindness and generosity.
59254.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის ყოველთვის უცხო იქნებოდა, რადგან მათთვის არარსებული წარსული ჰქონდა.
He would always be an outsider, because he had a past which didn't exist for them.
59255.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე უცხო იყო, შეკედლებული, დავალებული და იძულებულიც, ყველაფერი მოეთმინა, მოფერებაც კი.
Phrixos was an outsider, given refuge, obliged, even forced to endure everything, even affection.
59256.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ღამღამობით მწარედ, ობლურად ტიროდა, მას ხომ მართლა არავინ ჰყავდა ცეცხლის გალავანს აქეთ, გულწრფელად შეეჩივლა თავისი სატკივარი.
At night he wept bitterly, like an orphan, for he had nobody beyond the wall of fire to whom he could freely complain of his sufferings.
59257.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დაუმსახურებელი მეფის შვილობა და ასევე დაუმსახურებელი პატივი ბორკილებად დასდებოდა სულზე, მაგრამ ამასაც ვერავის გაუმხელდა.
The unmerited title of king's son and the equally unmerited respect shackled his soul, but he couldn't reveal this to anyone.
59258.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეც ითმენდა, რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა.
Phrixos put up with it, for he had no choice.
59259.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსეც ითმენდა, რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა.
Phrixos put up with it, for he had no choice.
59260.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სხვანაირად აღარ შეეძლო ცხოვრება.
There was no other way he could now live.