მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592601.
დაბნელება | თავი 10
– ჩემი აზრით, მისი ადგილი აქ არის, ამიტომ უკან მომყავს.
- I thought I should put this back where it belongs.
592602.
დაბნელება | თავი 10
ერთი წუთით ჩაფიქრდა და შემდეგ სახეზე ფართო ღიმილი გადაეკრა.
He pondered that for one short second, and then his wide smile stretched across his face.
592603.
დაბნელება | თავი 10
ზუსტად მივხვდი, როდის გადავედი საზღვარზე, რადგან ჯეიკობი სამი გრძელი ნაბიჯით მომიახლოვდა.
I knew the exact point that I was in werewolf territory because Jacob shoved away from his car and loped quickly over to me, closing the distance in three long strides.
592604.
დაბნელება | თავი 10
ჯეიკობმა მოტოციკლეტი დააყენა და ჰაერში ამიტაცა.
Jacob took the bike from me, and grabbed me up in another vice-tight hug.
592605.
დაბნელება | თავი 10
„ვოლვოს“ ძრავის ხმა გავიგონე, თავის გასათავისუფლებლად გავიბრძოლე.
I heard the Volvo’s engine growl, and I struggled to get free.
592606.
დაბნელება | თავი 10
– გეყოფა, ჯეიკ! – სუნთქვაშეკრულმა ძლივს ამოვღერღე.
- Cut it out, Jake! - I gasped breathlessly.
592607.
დაბნელება | თავი 10
ჯეიკობმა გადაიხარხარა და ძირს დამსვა.
Jacob laughed and set me down.
592608.
დაბნელება | თავი 10
შევბრუნდი, რათა ედუარდისთვის ხელი დამექნია, მაგრამ „ვოლვო“ უკვე მოსახვევში უჩინარდებოდა.
I turned to wave goodbye, but the silver car was already disappearing around the curve in the road.
592609.
დაბნელება | თავი 10
– ედუარდი ძალიან თავაზიანად იქცეოდა, იღბალს ნუ ეთამაშები.
- Edward was being pretty dang pleasant about this, you don’t need to push your luck.
592610.
დაბნელება | თავი 10
ჯეიკობმა ადრინდელზე ხმამაღლა გაიცინა, რატომღაც ჩემი სიტყვები სასაცილოდ მოეჩვენა.
Jacob laughed again, louder than before — he found what I’d said very funny indeed.
592611.
დაბნელება | თავი 10
„ფოლკსვაგენ რებიტს“ შემოუარა, რომ ჩემთვის კარი გაეღო.
I tried to see the joke as he walked around the Rabbit to hold my door open for me.
592612.
დაბნელება | თავი 10
– ბელა, – მითხრა სიცილით, როცა მანქანაში ჩავჯექი, – რაც არ მაქვს, იმას როგორ უნდა ვეთამაშო?
- Bella, - he finally said — still chuckling — as he shut the door behind me, - you can’t push what you don’t have?
592613.
დაბნელება | თავი 11
– მაგ ჰოთ-დოგსაც შეჭამ? - – ჰკითხა პოლმა ჯეიკობს და მაქციების მიერ შთანთქმული სადილის უკანასკნელ ნარჩენს დახედა.
- ARE YOU GONNA EAT THAT HOT DOG? - PAUL ASKED JAcob, his eyes locked on the last remnant of the huge meal the werewolves had consumed.
592614.
დაბნელება | თავი 11
ჩემს მუხლებზე მიყრდნობილი ჯეიკობი გასწორებული მავთულის კავზე წამოცმულ ჰოთ-დოგს ნელ ცეცხლზე ბრაწავდა.
Jacob leaned back against my knees and toyed with the hot dog he had spitted on a straightened wire hanger.
592615.
დაბნელება | თავი 11
ერთი ამოიხვნეშა და მუცელზე ხელი დაიტყაპუნა.
He heaved a sigh and patted his stomach.
592616.
დაბნელება | თავი 11
რატომღაც მუცელი ბრტყელი ჰქონდა, არადა, იმდენი ჰოთდოგი შეჭამა.
It was somehow still flat, though I’d lost count of how many hot dogs he’d eaten.
592617.
დაბნელება | თავი 11
აღარაფერს ვამბობ ჩიფსების უშველებელ შეკვრასა და ორ ლიტრ ლიმონათზე, რომელიც ასევე მის სტომაქში მოხვდა.
Not to mention the super-sized bag of chips or the two-liter bottle of root beer.
592618.
დაბნელება | თავი 11
– ალბათ, – დინჯად უპასუხა ჯეიკობმა.
- I guess, - Jake said slowly.
592619.
დაბნელება | თავი 11
– იმდენი ვჭამე, შეიძლება, გული ამერიოს, მართალია, გემოს ვეღარ ჩავატან, მაგრამ როგორმე ამასაც მოვერევი.
- I’m so full I’m about to puke, but I think I can force it down, I won’t enjoy it at all, though.
592620.
დაბნელება | თავი 11
მიუხედავად იმისა, რომ არც პოლს უჭამია ჯეიკობზე ნაკლები, ამ პასუხით გაწბილებული, მოიღუშა და ხელები დამუშტა.
Despite the fact that Paul had eaten at least as much as Jacob, he glowered and his hands balled up into fists.