მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59301.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არაფერს არ აკეთებდა და არც არავის აინტერესებდა იგი.
He was doing nothing, and nobody was interested in him.
59302.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თვითონ კი არა, მისი ბუდე და სამარე აინტერესებდა ყველას, მისი ბუდე და სამარე.
It wasn't him, but his nest and his grave that interested everyone.
59303.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აკი ასეც უთხრეს, შენგან არაფერი არ გვინდა, ბუდისა და სამარის მეტიო.
No wonder he'd been told, "We don't want anything of you except your nest and grave".
59304.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბუდე უკვე შექმნა, კი არ შექმნა, შავფრჩხილებიანმა ხელმა გუგულის კვერცხივით ჩადო სხვის ბუდეში.
He'd already made his nest, or rather the hand of the man with the black-dyed fingernails had, like a cuckoo's egg, laid him in someone else's nest.
59305.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რათა გამოჩეკისთანავე სამარეზე ეფიქრა, რომელსაც როდისმე პატრონიც გამოუჩნდებოდა და ნარ-ეკალს მოჰგლეჯდა.
So that he would think from the moment he hatched out about the grave whose owner would one day turn up there and clear away the thistles.
59306.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არა, ის ნარ-ეკალი ჯერ სულზე ჰქონდა მოდებული ფრიქსეს და თვითონვე უნდა მოეგლიჯა, ანდა როდემდე უნდა ყოფილიყო ასე ცოცხლად დამარხული?
But Phrixos already had those thistles on his soul, and he had to clear them away himself, or else be buried alive, and for how long?
59307.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რისი გულისთვის?
For whose sake?
59308.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ არც ისე ადვილი იყო ოცდახუთწლიანი დუმილის დარღვევა, ოცდახუთწლიანი მორჩილების დავიწყება, ოცდახუთწლიანი ვალიდან ამოსვლა.
But it was not easy to break a silence of twenty-five years, to forget twenty-five years of submission, to clear a twenty-five-year debt.
59309.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაინც გადაწყვიტა შური ეძია სინამდვილეზე, ამდენი ხანი ცხვარივით თავჩაღუნულს რომ აბალახებდა სხვის საძოვარზე.
But he decided to have it out with reality, which had put him out, like a sheep, to graze on someone else's pasture.
59310.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამდენი ხანი ტყუილს ალაპარაკებდა და დუქნის ბიჭივით ათვალთმაქცებდა.
It had made him tell lies for so long, and had made him as deceitful as a shop assistant.
59311.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როგორმე შვილებისთვისაც უნდა შეეზიზღებინა სინამდვილე.
Somehow he had to make his sons loathe the world around them.
59312.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როგორმე უკანვე უნდა გამოესყიდა თავიცა და ისინიც და მათთან ერთად დაბრუნებულიყო „ზღაპრულ ქვეყანაში“.
He had to redeem himself somehow and, together with his sons, return to the "fairy-tale country".
59313.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გოგრის თესლის სუნით რომ ყარდა, ობი რომ მოსდებოდა, სიძულვილის შხამით რომ გაჟღენთილიყო.
That smelled of pumpkin seed, that was covered with mould, steeped in the poison of hatred.
59314.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ მართლა მათი იყო, მათი საკუთრება.
But it really was theirs, their property.
59315.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამიტომ თხრიდა სამი თვე მიწას მთებიდან ქალაქამდე, ამიტომ გამოიყვანა წყარო.
That's why he spent three months digging the ground from the mountain to the city, bringing spring water.
59316.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რადგან სხვა არაფერი გააჩნდა თავისა და შვილების გამოსასყიდი.
Because that was the only way he could redeem himself and his sons.
59317.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბედნიერი იდგა თხრილში, რადგან შვილები გვერდით ჰყავდა, მათი ქშენა ესმოდა და დარწმუნებული იყო, არასოდეს არ მიატოვებდნენ ისინი.
He was happy standing in the ditch, because he had his sons by his side, he could hear their heavy breathing and he was sure that they would never abandon him.
59318.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ არ დასცალდა.
But he ran short of time.
59319.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
უფრო ადრე მოკვდა, ვიდრე ფიქრობდა.
He died before he thought he would.
59320.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თუმცა სიკვდილზე სრულებითაც არ ფიქრობდა მაშინ.
Although he hadn't given death a thought at the time.