მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592661.
დაბნელება | თავი 11
ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ, როცა ვნახე, როგორი მოწიწებით შესციცინებდა მას ჯარედი, კიმის მთელი უბრალოება უკვალოდ გაქრა.
That was my first impression, but after a few hours of watching Jared watch Kim, I could no longer find anything plain about the girl.
592662.
დაბნელება | თავი 11
ისე, თითქოს ბრმას თვალი აეხილა და მზეს პირველად ხედავსო.
It was like a blind man seeing the sun for the first time.
592663.
დაბნელება | თავი 11
ჯარედის მზერამ მაიძულა, სხვანაირად შემეხედა კიმისთვის.
Jared's wondering eyes made me see new things about her.
592664.
დაბნელება | თავი 11
კიმს კოცონის ალზე კანი წითელი ატლასივით უბზინავდა, იდეალური ფორმის ტუჩების გახსნისას მისი ქათქათა კბილები გამოკრთებოდა და დაბლა დახედვისას გრძელი წამწამები ლამის ლოყებს ეხებოდა.
How Kim's skin looked like russet-colored silk in the firelight, how the shape of her lips was a perfect double curve, how white her teeth were against them, how long her eyelashes were, brushing her cheek when she looked down.
592665.
დაბნელება | თავი 11
ხანდახან, როცა ჯარედის დაჟინებული მზერა შეაწუხებდა, კიმი მოიღუშებოდა.
Kim’s skin sometimes darkened when she met Jared’s awed gaze, and her eyes would drop.
592666.
დაბნელება | თავი 11
ვერც თვითონ ძლებდა დიდხანს და თვალი მუდამ ჯარედისკენ გაურბოდა.
She had a hard time keeping her eyes away from his for any length of time.
592667.
დაბნელება | თავი 11
მათი შემხედველი, თანდათან მივხვდი, რას გულისხმობდა ჯეიკობი, როცა აღბეჭდვაზე მითხრა – ძნელია, უარი თქვა ამხელა სიყვარულსა და პატივისცემაზე.
Watching them, I felt like I better understood what Jacob had told me about imprinting before — it’s hard to resist that level of commitment and adoration.
592668.
დაბნელება | თავი 11
ჯარედს კიმისთვის ხელები მოეხვია და მკერდზე მიეხუტებინა.
Kim was nodding off now against Jared’s chest, his arms around her.
592669.
დაბნელება | თავი 11
წარმომიდგენია, როგორ თბილად იქნებოდა მის მკლავებში.
I imagined she would be very warm there.
592670.
დაბნელება | თავი 11
– უკვე საღამოა, – ჩავჩურჩულე ჯეიკობს.
- It’s getting late, - I murmured to Jacob.
592671.
დაბნელება | თავი 11
– ცოტაც მოითმინე, – ჩურჩულითვე მითხრა ჯეიკობმა.
- Don’t start that yet, - Jacob whispered back.
592672.
დაბნელება | თავი 11
– ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.
- The best part is coming.
592673.
დაბნელება | თავი 11
მთელი ძროხა უნდა შესანსლო?
You swallowing an entire cow whole?
592674.
დაბნელება | თავი 11
ჯეიკმა ჩაიფხუკუნა.
Jacob chuckled.
592675.
დაბნელება | თავი 11
– არა, ეს სულ ბოლოსთვის მოვიტოვოთ.
We didn’t meet just to eat through a week’s worth of food.
592676.
დაბნელება | თავი 11
სინამდვილეში ეს საბჭოს სხდომაა.
This is technically a council meeting.
592677.
დაბნელება | თავი 11
ქვილი აქ პირველად არის და ჩვენი თქმულებები ჯერ არ მოუსმენია.
It’s Quil’s first time, and he hasn’t heard the stories yet.
592678.
დაბნელება | თავი 11
არა, როგორ არ სმენია, მაგრამ მათ ნამდვილობაში დღეს პირველად დარწმუნდება.
Well, he’s heard them, but this will be the first time he knows they’re true.
592679.
დაბნელება | თავი 11
კიმი, სეთი და ლეაც ახლები არიან.
Kim and Seth and Leah are all first-timers, too.
592680.
დაბნელება | თავი 11
მე ქვის ლოდზე მიყრდნობილი ვიჯექი.
I rested against a low ridge of rock.