მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სიკვდილი ბოლო მუხლი იყო პირობისა და ამ მუხლის შესრულებას არ აპირებდა.
Death was the final item in the terms and conditions, and he hadn't intended to carry out that item.
59322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სწორედ ამ მუხლის წინააღმდეგ აჯანყებულიყო ოცდახუთი წლის მერე მთელი მისი არსება.
And after twenty-five years his entire being had rebelled against this particular item.
59323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ, ეტყობა, დაუგვიანდა ამბოხი, ანდა უბრალოდ არ ეწერა, უპირო კაცის სახელით წასვლა ამ ქვეყნიდან.
But the rebellion obviously came too late, or he was simply not fated to leave this country as a breaker of promises.
59324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თავიდან გაურიგდნენ ერთმანეთს ისა და ვიღაცა, რომელსაც აქ, ამ შორეულ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ მისი „ბუდე და სამარე“ სჭირდებოდა.
Everything happened as had been agreed between him and someone who needed only to have his "nest and grave" in this faraway country.
59325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
უნებლიეთ ფრიქსემ პირობა პირნათლად შეასრულა.
Unintentionally, Phrixos had conscientiously fulfilled the conditions.
59326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ მაინც ბედნიერი მოკვდა.
But he died happy.
59327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სიკვდილის წინ გაიფიქრა, რომ მის „ბუდე-სამარეში“ აღებული ფულით ჰელეს კარგა ხანს არ მოაკლდებოდა დედის ხელით დამზადებული შეჭამანდი.
He thought before he died that the money earned in his "nest and grave" would allow his mother for some time to come to cook Helle her annual pot of stew.
59328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აი, ასეთი მწარე იყო სიმართლე, რომლის გემოც ოცდახუთი წლის მერე გაუჩნდა აიეტს პირში.
Bitter, then, was the truth whose taste Æëtes came to know after twenty-five years.
59329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეა რომ შემოვიდა, აიეტი ტახტზე იჯდა და ფრიქსეზე ფიქრობდა.
When Medea came in, Æëtes was sitting on his throne and thinking about Phrixos.
59330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის უკვე მიხვედრილიყო, ფრიქსე მტრის ბანაკიდან დაძრული პირველი ტალღა რომ იყო, ნაპირის მოსასინჯი, აბრეშუმივით ნაზი და უხმაურო,
He had now realised that Phrixos was the first wave coming from the enemy camp to test the shores, a wave as gentle and quiet as silk.
59331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასევე უხმაუროდ ჩაიწრიტა სილაში და თეთრი, ტყემლის ყვავილივით თეთრი ქაფი შეატოვა ნაპირს.
It ebbed out on the sand and left on the shore foam as white as damson blossom.
59332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ტალღის ქაფის სუნი ჰქონდა ფრიქსეს თმასაც და ესეც ახლა, ოცდახუთი წლის მერე გაახსენდა აიეტს.
Phrixos's head smelled of the foam on the waves, and his hair smelled the same, as Æëtes now remembered twenty-five years later.
59333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს ბავშვობიდანვე უყვარდა ეს სუნი.
Ever since childhood Æëtes had loved this smell.
59334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ზღვის პირას პირქვე დაწვებოდა ხოლმე, ცხვირ-პირს სველ სილაში ჩაჰყოფდა, ნაპირზე ამოვარდნილ ტალღას ზედ რომ გადაევლო.
He would lie face down on the seashore, pushing his face into the wet sand, letting the crashing wave come over it.
59335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როცა ტალღა გადაივლიდა, აიეტს ესმოდა, როგორ შიშინებდა მის შიშველ ზურგზე დარჩენილი ქაფი.
When the wave passed, Æëtes could hear the foam sizzling on his bare back.
59336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ზღვა იზიდავდა, ისრუტავდა აიეტის გარუჯულ სხეულს, ქვიშას ჩხრიალით აცლიდა.
The sea attracted and drained Æëtes's suntanned body, washing the sand away with a crunching sound.
59337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ აიეტი მაინც ახერხებდა თავის შემაგრებას ამოძრავებულ ქვიშაზე.
But Æëtes still managed to hold onto the moving sand.
59338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე ეთამაშებოდა იგი ზღვას, რომელსაც მისი წაყვანა უნდოდა.
He played with the sea that wanted to carry him off.
59339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბიჭის ძარღვიანი და მოქნილი სხეული ყოველთვის პირში ჩალაგამოვლებულს სტოვებდა ამოდენა სტიქიას.
The boy's sinewy, well-built body always left the mighty element empty-handed.
59340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეს პატარა ბიჭი უკვე ისე კარგად იცნობდა ზღვას, სილაში ცხვირჩაყოფილს, მარტო ხმით შეეძლო გამოეცნო ტალღის სიძლიერე, შეეძლო გამოეცნო, სად დაეჯახებოდა უკან დაბრუნებული წყალი.
This small boy, his nose pressed into the sand, already knew the sea so well that he could tell just by the sound of a wave where it would collide with the ebbing water.