მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592861.
დაბნელება | თავი 11
დარწმუნდნენ, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდნენ.
They were sure this was the enemy they were searching for.
592862.
დაბნელება | თავი 11
იმდენად შორს შეიჭრნენ ჩრდილოეთში, რომ ტაჰა ვიმ ორი ახალგაზრდა მგელი უკან გაგზავნა, რათა ტაჰა აკისთვის ახალი ამბები მოეხსენებინათ.
The journey took them so far north that Taha Wi sent half the pack, the younger ones, back to the harbor to report to Taha Aki.
592863.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა ვი და მისი ორი ძმა უკან აღარ დაბრუნებულან.
Taha Wi and his two brothers did not return.
592864.
დაბნელება | თავი 11
უმცროსი ძმები უფროსებს უხმობდნენ, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილს იღებდნენ.
The younger brothers searched for their elders, but found only silence.
592865.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკიმ შვილები გამოიგლოვა.
Taha Aki mourned for his sons.
592866.
დაბნელება | თავი 11
ვაჟების მკვლელზე შურისძიება უნდოდა, მაგრამ უკვე მოხუცი იყო.
He wished to avenge his sons’ death, but he was old.
592867.
დაბნელება | თავი 11
ძაძებით შემოსილი, მაკაჰების ტომის ბელადთან მივიდა და თავისი უბედურების შესახებ უამბო.
He went to the Makah chief in his mourning clothes and told him everything that had happened.
592868.
დაბნელება | თავი 11
მაკაჰების ბელადმა დაუჯერა და ტომებს შორის გაუგებრობა მოგვარდა.
The Makah chief believed his grief, and tensions ended between the tribes.
592869.
დაბნელება | თავი 11
ერთი წლის შემდეგ, მაკაჰების ტომიდან ერთ ღამეში ორი ყმაწვილქალი გაქრა.
A year later, two Makah maidens disappeared from their homes on the same night.
592870.
დაბნელება | თავი 11
მაკაჰებმა მაშინვე ქვილიუტელი მგლები გამოიძახეს დასახმარებლად, მაკაჰების სოფელში მგლებმა ისევ ის ტკბილი სუნი იგრძნეს.
The Makahs called on the Quileute wolves at once, who found the same sweet stink all through the Makah village.
592871.
დაბნელება | თავი 11
მგლები სანადიროდ გაეშურნენ.
The wolves went on the hunt again.
592872.
დაბნელება | თავი 11
უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა.
Only one came back.
592873.
დაბნელება | თავი 11
ეს იაჰა უტა იყო, ტაჰა აკის მესამე ცოლის უფროსი ვაჟი და ხროვაში ყველაზე ახალგაზრდა მგელი.
He was Yaha Uta, the oldest son of Taka Aki’s third wife, and the youngest in the pack.
592874.
დაბნელება | თავი 11
მან ისეთი რაღაც მოიტანა, რაც ქვილიუტებს მანამდე არასდროს ენახათ – ცივი და გაქვავებული, დანაწევრებული გვამი, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა.
He brought something with him that had never been seen in all the days of the Quileutes, strange, cold, stony corpse that he carried in pieces.
592875.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის ყველა სისხლით ნათესავმა, იმათაც კი, ვინც მგლად არასდროს ქცეულა, ლეშის მწველი სუნი იგრძნეს.
All who were of Taha Aki’s blood, even those who had never been wolves, could smell the piercing smell of the dead creature.
592876.
დაბნელება | თავი 11
სწორედ ეს იყო მაკაჰების მტერი.
This was the enemy of the Makahs.
592877.
დაბნელება | თავი 11
იაჰა უტამ აღწერა, რაც მოხდა: ის და მისი ძმები გადააწყდნენ არსებას, რომელიც ძალიან ჰგავდა ადამიანს, მაგრამ გრანიტის ქვასავით მტკიცე იყო, დაკარგული მაკაჰი გოგოებიც მასთან იყვნენ.
Yaha Uta described what had happened: he and his brothers had found the creature, who looked like a man but was hard as a granite rock, with the two Makah daughters.
592878.
დაბნელება | თავი 11
ერთი უკვე მკვდარი, გაფითრებული და სისხლისგან დაცლილი ეგდო მიწაზე.
One girl was already dead, white and bloodless on the ground.
592879.
დაბნელება | თავი 11
მეორე არსებას მოექცია მკლავებში და ყელში სწვდომოდა.
The other was in the creature’s arms, his mouth at her throat.
592880.
დაბნელება | თავი 11
შესაძლოა, ჯერაც ცოცხალი იყო, მაგრამ როგორც კი არსებამ მოახლოებული მგლები შეამჩნია, მაშინვე კისერი მოუგრიხა და მისი უსულო სხეული ძირს დააგდო.
She may have been alive when they came upon the hideous scene, but the creature quickly snapped her neck and tossed her lifeless body to the ground when they approached.