მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593241.
დაბნელება | თავი 12
ვიცი, შენ გწამს, რომ სული გამაჩნია, მაგრამ მე ამაში სრულიად დარწმუნებული არ ვარ და შენი სულის გარისკვა...
I know that you believe I have a soul, but I’m not entirely convinced on that point, and to risk yours....
593242.
დაბნელება | თავი 12
მან თავი ნელა გაიქნია.
He shook his head slowly.
593243.
დაბნელება | თავი 12
– არ მინდა, ჩემნაირი გახდე, მხოლოდ იმიტომ, რომ სამუდამოდ ჩემთან იყო – ეს ეგოისტური იქნება ჩემი მხრიდან.
- For me to allow this — to let you become what I am just so that I’ll never have to lose you — is the most selfish act I can imagine.
593244.
დაბნელება | თავი 12
დიახ, ჩემთვის ამაზე უკეთესი არაფერი მოხდება, მაგრამ შენთვის ბევრად მეტი მინდა.
I want it more than anything, for myself, but for you, I want so much more.
593245.
დაბნელება | თავი 12
ამ ცდუნებას რომ ავყვე, ნამდვილ დანაშაულს ჩავიდენ და თუნდაც მარადიულად ვიარსებო, ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ.
Giving in — it feels criminal, it’s the most selfish thing I’ll ever do, even if I live forever.
593246.
დაბნელება | თავი 12
ნეტავ რამე საშუალება არსებობდეს, რომ შენთვის ადამიანად ვიქცე და ამისთვის ნებისმიერ საფასურს დაუნანებლად გავიღებდი.
If there were any way for me to become human for you — no matter what the price was, I would pay it.
593247.
დაბნელება | თავი 12
გაუნძრევლად ვიჯექი და მის ნათქვამს ვიაზრებდი.
I sat still, absorbing his words.
593248.
დაბნელება | თავი 12
დაუჯერებელია, ედუარდს მიაჩნდა, რომ ეგოისტურად იქცეოდა.
Edward thought he was being selfish.
593249.
დაბნელება | თავი 12
ვიგრძენი, სახეზე ღიმილი როგორ გადამეფინა.
I felt the smile slowly spread across my face.
593250.
დაბნელება | თავი 12
– მაშ შენ იმის არ გეშინია, რომ ასე აღარ გეყვარები როცა გარდავისახები, როცა თბილი და ნაზი აღარ ვიქნები და ჩემი სურნელი შეიცვლება?
“So it’s not that you’re afraid you won’t like me as much when I’m different — when I’m not soft and warm and I don’t smell the same?
593251.
დაბნელება | თავი 12
როგორადაც უნდა ვიქცე, მაინც ჩემთან იქნები?
You really do want to keep me, no matter how I turn out?
593252.
დაბნელება | თავი 12
– იმაზე ღელავდი, რომ აღარ მომეწონებოდი?
- You were worried I wouldn’t like you?
593253.
დაბნელება | თავი 12
მაგრამ სანამ ვუპასუხებდი, გაეცინა.
Then, before I could answer, he was laughing.
593254.
დაბნელება | თავი 12
– მიუხედავად იმისა, რომ კარგი ინტუიცია გაქვს, ზოგჯერ შტერივით იქცევი!
- Bella, for a fairly intuitive person, you can be so obtuse!
593255.
დაბნელება | თავი 12
ვიცოდი, რომ ჩემი ეჭვები სისულელედ მოეჩვენებოდა, მაგრამ გულზე მომეშვა.
I knew he would think it silly, but I was relieved.
593256.
დაბნელება | თავი 12
თუ სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა, ყველაფერს გავუძლებდი როგორმე.
If he really wanted me, I could get through the rest somehow.
593257.
დაბნელება | თავი 12
„ეგოისტი“ უცებ ძალიან ლამაზ სიტყვად იქცა ჩემთვის.
Selfish suddenly seemed like a beautiful word.
593258.
დაბნელება | თავი 12
– ვერც კი წარმოიდგენ, ბელა, რამდენად გამიიოლდება შენთან ურთიერთობა, როცა მთელი ჩემი ყურადღება შენს არმოკვლაზე არ იქნება გადატანილი, რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცები მომენატრება.
- I don’t think you realize how much easier it will be for me, Bella, when I don’t have to concentrate all the time on not killing you.
593259.
დაბნელება | თავი 12
თვალებში შემომხედა და ლოყაზე მომეფერა, სახეზე სისხლი მომაწვა და გავწითლდი.
He stared into my eyes as he stroked my cheek, and I felt the blood rush up to color my skin.
593260.
დაბნელება | თავი 12
მას ნაზად ჩაეცინა.
He laughed gently.