მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59341.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამიტომაც ყოველთვის ისე დროულად და მოხერხებულად გაარიდებდა ხოლმე სხეულს, გაწბილებულ ტალღას ქვიშისა და ხმელი ნაფოტების მეტი ვერაფერი მიჰქონდა.
Thus he always managed to get his body out of the way in time, so that the disappointed wave took away nothing but sand and dry sticks.
59342.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტმა ბავშვობიდანვე იცოდა ისიც, რომ ტალღას ტალღა უნდა მოჰყოლოდა.
Ever since childhood Æëtes knew that one wave was always followed by another wave.
59343.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ისიც იცოდა, მომდევნო ტალღა წინამორბედზე ძლიერი იქნებოდა.
He knew that the following wave would be stronger than its precursor.
59344.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ტალღები კი ისევ და ისევ ფრიქსეზე ფიქრმა გაახსენა.
Thinking constantly about Phrixos reminded him of the waves.
59345.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ფრიქსე პირველი ტალღა იყო, მისი ვაჟები კი - მეორე, მეორეს მესამე მოჰყვა მოღიმარი უცხოელის სახით, ხოლო მესამეს, რა თქმა უნდა, მეოთხეც უნდა მოჰყოლოდა.
Phrixos was the first wave, his sons were the second, the third wave came after the second in the shape of the smiling stranger, and the third, of course, had to be followed by a fourth.
59346.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე მოითხოვდა ბუნებისგან დადგენილი წესი და რიგი.
Nature's ordained custom demanded it.
59347.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სწორედ ამ მეოთხე ტალღის ამოცნობას ცდილობდა ახლა აიეტი, მეოთხე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, უფრო თამამიცა და ხმაურიანიც.
Æëtes was now trying to identify this fourth wave: the fourth would be stronger, bolder and noisier.
59348.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტი ისე აწრიალდა, თითქოს უზარმაზარი, ყალყზე შემდგარი, თავზე მღვრიე ქაფმობმული ტალღა მართლა ეპარებოდა სილაში პირქვე ჩამხობილ ბიჭს.
Æëtes was flustered, as if an enormous wave, rearing up, topped with turbid foam, was creeping up on him, a boy with his face pressed down in the sand.
59349.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეას ხელში ბლის კუნწულა ეჭირა.
Medea had a bunch of cherries in her hand.
59350.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტმა გაიფიქრა: რა დაემართათ ჩემს გოგოებს, მოსაკითხით რომ მოდიანო.
Æëtes thought, "What's happened to my girls to make them bring me presents?"
59351.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
- ბალი მიირთვი, მამაჩემო, - შეჰღიმილა მედეამ.
"Have a cherry, father", Medea said, smiling at him.
59352.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
- ბალი რომ მივირთვა, მერე რა უნდა მითხრა? - ჰკითხა აიეტმა და მართლაც მოუნდა ბალი, რადგან პირში ცუდი გემო ჰქონდა.
"If I take a cherry, what have you got to tell me?" Æëtes asked: he actually wanted a cherry, because he had a bad taste in his mouth.
59353.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„კუნწულა მომეწონა და შენთვის მოვტეხეო“, - უთხრა მედეამ.
"I liked the bunch, so I broke it off for you", Medea told him.
59354.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტმა კუნწულას მარცვალი შეაწყვიტა და პირში ჩაიდო, თან გამომცდელად შესცქეროდა მოღიმარ ქალიშვილს, ეს მარტო ამ საქმისთვის არ იქნება მოსულიო.
Æëtes plucked a cherry off the bunch and put it in his mouth, looking critically at his smiling daughter, in case she had come on some other business.
59355.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეამ გაუძლო მამის დაჟინებულ მზერას და სანამ აიეტს ჩაეძინებოდა, გულუბრყვილო ღიმილი არ მოშორებია სახიდან.
Medea withstood her father's intense stare and her ingenuous smile didn't leave her face until Æëtes fell asleep.
59356.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს კი ისე ჩაეძინა, კურკის გამოღებაც ვერ მოასწრო.
Æëtes fell asleep without taking the cherry stone out of his mouth.
59357.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„როგორ დაბერდა მამაჩემიო“, - გაიფიქრა მედეამ და გული ჩაწყდა.
"My father really has aged", thought Medea, heartbroken.
59358.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს კი ეძინა, მედეას დამზადებულ წამალს ყინწი მოეწყვიტა მისთვის და ჭაღარა, გაჩეჩილი თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა.
Æëtes slept: the drug Medea had concocted for him knocked him out, and his grey, tousled head slumped to his chest.
59359.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მძინარე უფრო დიდი და შემზარავი ჩანდა.
Sleeping, he seemed bigger and more terrible.
59360.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეამ განჯინის გასაღები მაშინვე იპოვა, რადგან იცოდა, აიეტს კეფაზე ჰქონდა თმაში ჩაწნული.
Medea straightaway found the keys to the wall cupboard, because she knew that Æëtes had plaited them into the hair on the back of his neck.