მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59381.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
What had to happen had happened.
59382.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როგორც კი საშუალება მიეცათ, მაშინვე თავიანთი თანამემამულის მხარე დაიჭირეს, თუმცა ის თანამემამულე იქამდე თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი.
As soon as an opportunity came, they took the side of their fellow-countryman, although they had never seen this fellow-countryman before.
59383.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისმა სიუცხოვემ მოხიბლათ და სისხლმა უგრძნოთ, თვითონაც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ისეთები, სხვანაირად რომ წარმართულიყო მათი ბედი.
His foreign-ness had enchanted them and their blood had sensed that they too could have been like him, were their fate different.
59384.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამ უცნაურმა აღმოჩენამ ერთ წამში დაავიწყათ ფრიქსეს ვაჟებს ის ზრუნვა და ამაგი, რამაც ხელი შეუშალათ გამხდარიყვნენ „ისეთები“.
This uncanny revelation made Phrixos's sons instantly forget the care and concern which had let them be "like that".
59385.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დაუფიქრებლად ჩადგნენ ავაზაკთა სამსახურში, თითქოს მხოლოდ ამით დაამტკიცებდნენ თავიანთ ბერძნულ წარმოშობას.
Without thinking, they joined the pirates, as if this were the only way to assert their Greek origins.
59386.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხიზანის ბუნებაც ხომ ასეთია.
Asylum seekers are like that.
59387.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რა თქმა უნდა, მადლობელია, პური რომ გაუყავი, ჭერქვეშ რომ შეიფარე, ცეცხლთან ადგილი რომ გამოუნახე.
Of course, they're grateful if you share your bread with them, shelter them under your roof, keep them a place by the fire.
59388.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ, ამავე დროს გული შურით ევსება, რადგან მას არც საკუთარი პური, არც საკუთარი ჭერი და არც საკუთარი ცეცხლი გააჩნია.
But at the same time they are filled with envy, because they don't have their own bread, their own roof or their own fire.
59389.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართალია, შენ ამაში სრულებითაც არა ხარ დამნაშავე, მაგრამ მისი ფარული სიძულვილი უმთავრესად შენსკენაა მომართული.
True, it's not your fault in the least, but you remain the chief object of their concealed hatred.
59390.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შენ გაქვს ის, რაც შეიძლება მასაც ჰქონოდა.
You have what they could have.
59391.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და თუკი ასეა, მაშინ ბუნებრივად იბადება მის აფორიაქებულ გონებაში ამგვარი კითხვაც: რატომ გაქვს შენ და არა მას?
And if that is so, then it is natural for their disturbed mind to raise the question, "Why you and not me?"
59392.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ისიც აღიზიანებს, ვალდებული რომაა მადლიერი იყოს შენი.
What irritates them is having to be grateful to you.
59393.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მადლიერების ეს გრძნობა დამაკნინებელია.
The feeling of gratitude is demeaning.
59394.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის თავისთავად, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, მაღლა სწევს, უფრო გამოსაჩენს ხდის შენს უპირატესობას.
It automatically, quite unintentionally, increases and emphasizes your superiority.
59395.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც უფრო ხელგაშლილი და ლმობიერი ხარ ხიზანის მიმართ, მით უფრო სისხლჭარბი და დაუოკებელია მისი ღვარძლი.
The more generous and soft-hearted you are to your refugee, the more full-blooded and unbridled is his bile.
59396.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შენი ხელგაშლილობა თრგუნავს მას და უფრო ზრდის იმ ვალის სიდიდესა და სიმძიმეს, რომლის განაღდებასაც შენ არ ელოდები.
Your generosity oppresses him and increases the size and weight of the debt which you don't even expect to be paid off.
59397.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ „ვალი“ თავის თავში ანაზღაურების აუცილებლობასაც გულისხმობს.
But "debt" implies the inevitability of repayment.
59398.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამგვარი „ვალი“ კი უმთავრესად ისე ნაზღაურდება, როგორც ფრიქსეს ვაჟებმა აანაზღაურეს: ბოროტებით, ღალატითა და სისხლით.
Such "debt" is usually repaid, however, as Phrixos's sons repaid theirs: in malice, treachery and bloodshed.
59399.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რათა თქვენ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, კეთილსა და შემბრალებელს, დაგიმტკიცონ, რომ ისინიც რაღაცას წარმოადგენენ, მთლად სამოწყალოდ არ გახდომიათ საქმე.
So as to leave you, and only you, the noble and compassionate you, in no doubt that they stand for something and have not become entirely an object of charity.
59400.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
პირიქით, ისე გაგიხდიან საქმეს, თავად დაგჭირდეს მოწყალების თხოვნა.
In fact, they turn your cause on its head so that you'll need to ask for charity.