მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და თუ მართლა ასე მოხდა, მაშინ თვითონ იციან, მაშინ გაჩვენებენ, როგორ უნდა მოწყალების გაღება.
And if it comes to that, they themselves know, and will show you, how to give charity.
59402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მათ უკვე უსწავლიათ შენგან და საკუთარ კისერზედაც გამოუცდიათ, თუ რა ბოროტების მოტანა შეუძლია უთავბოლო, უანგარიშო სიკეთესა და ხელგაშლილობას.
They've learnt from you and experienced personally what evil pointless, reckless kindness and generosity can bring about.
59403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ისინი ხომ ზურგს უკან ყოველთვის დაგცინოდნენ, როცა პურს თანაბრად ჭრიდი მათთვისაც და საკუთარი შვილებისთვისაც.
After all, they've always been laughing behind your back when you've divided up your bread equally between them and your own children.
59404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ზურგს უკან ყოველთვის დაგცინოდნენ, როცა შვილებს მეტი სიმკაცრით სჯიდი, თუკი უნებურად რამეს აწყენინებდნენ უცხო თესლის ნაშიერებს, მარადიულ ლტოლვილებს.
They've always been laughing behind your back when you punished your own children more severely if they unintentionally hurt the feelings of an offspring of alien seed, an eternal displaced person.
59405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და ამით, რა თქმა უნდა, სიკეთის ნაცვლად ბოროტებას სჩადიოდი.
By doing so, of course, you were doing evil, not good.
59406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ოჯახში შემოშვებული უცხო კაცი, ვინც არ უნდა იყოს იგი, შენს მზეს მაინც არასოდეს დაიფიცავს.
For one thing, a foreigner, whoever he may be, brought into a family will never be your life-long devotee.
59407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რადგან შენს მზეს თავისი გოგრის თესლი ურჩევნია.
Because he prefers his pumpkin seed to your life.
59408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ვიდრე შენთან მოვიდოდა, თავისი მზე ჰქონდა და ახლა ის მზე, რომელიც სადღაც ისევ არსებობს, სიშორისა და მიუღწევლობის გამო, ასმაგად საყვარელი და სანატრელი გახდომია.
Before he came to live with you, he had his own devotions and the devotee, who still exists somewhere, because of distance and unattainability, becomes a hundred times more loved and desirable.
59409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შენი მზე იმ მზეს ვერასოდეს ვერ შეცვლის, გახსენებით კი გაახსენებს და უარესად დაასევდიანებს, გააბოროტებს.
Devotion to you can never replace devotion to the other, just the mention of the other makes him sadder and more malicious.
59410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის შენს მზეს უყურებს და თავისი მზე უდგას თვალწინ.
He looks at you and he sees the other, the object of his devotion before him.
59411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შენს პურს ჭამს და თავისი პური ენატრება, შენს წყალს სვამს და თავისი წყაროს ჩუხჩუხი ესმის.
He eats your bread and longs for his own, he drinks your water and hears the babbling of his own source.
59412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასეთია ადამიანის ბუნება, ადამიანისა არა, ხიზნისა.
This is human nature, or rather refugee nature.
59413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შენმა გაუთავებელმა ქადაგებამ კაცთმოყვარეობაზე, შენს საკუთარ შვილებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ ესმინათ ეს ქადაგება, მრავალი არასწორი წარმოდგენა შეუქმნათ არა მარტო კაცთმოყვარეობაზე, არამედ საერთოდ ცხოვრებაზე.
Your endless sermons on philanthropy have given your own children, who are forced to listen to them, many wrong ideas not only on philanthropy, but on life in general.
59414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მათაც დაიჯერეს, რომ ყველგან, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ ისინი, ისევე ხელგაშლილად და სიხარულით, ისევე უანგაროდ და დაუეჭვებლად მიიღებდნენ, როგორც შენ ფრიქსე მიიღე.
They have come to believe that anywhere, wherever they happen to be, they will be received as generously and as gladly, as selflessly and wholeheartedly as you received Phrixos.
59415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეს რომ ასე არ იყო, ყველაზე მწარედ ისევ შენმა ნაშიერმა იწვნია, შენმა უმცროსმა ქალიშვილმა.
The fact that this was wrong, your own offspring, your younger daughter has most bitterly become aware.
59416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თხუთმეტი წლის არც ერთ გოგოს არ შეუძლია თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედოს გრძნობას, რომლის განსაცდელადაც გაჩენილა და რომელსაც მთელი სიცოცხლე უნდა ემსახუროს, როგორც მეომარი დროშას.
A fifteen-year-old girl cannot be sceptical about a feeling which she was born to experience and which she will have to serve all her life, like a warrior his banner.
59417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეა ასეც მოიქცა და ახლა მთელი სიცოცხლის მანძილზე, სიყვარულის სარეცელზე ცხედარივით გაშოტილს, პირმოკუმულს უნდა ეყვირა.
Medea has acted the same way and now for her whole life she has to lie spread out like a corpse on love's bed, shouting through clenched lips.
59418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იმიტომ, რომ მიყვარდა, მიყვარდა და მიყვარდაო.
"Because I loved him, I loved him, I loved him".
59419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხმამაღლა ვერც გაბედავდა ეთქვა თავისი ერთადერთი და მარადიული ღვთაების, ყველაფრის ამშენებლისა და ყველაფრის დამაქცევარის სახელი.
She won't dare pronounce the name of her sole and eternal goddess, all-creating and all-destroying.
59420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა აიეტმაც იცოდა, შეცდომა რომ ჩაედინა.
Now Æëtes knew that he had made a mistake.