მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59421.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სწორედ ფრიქსეს ნაშიერებს გადაებირებინათ მის წინააღმდეგ დედაცა და დეიდაც, მისი ღვიძლი ქალიშვილები.
It was Phrixos's offspring who had turned their mother and their aunt, his own daughters, against him.
59422.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გუშინდელი ბიჭივით გაეცურებინათ კაცი, რომელიც საზარელი ხმითა და ღონით ომის ღმერთს ედრებოდა.
They had tricked, as if he were born yesterday, a man whose awesome voice and strength made him like the god of war.
59423.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ აიეტის არსება მაინც წინააღმდეგი იყო, მიეღო ეს შეცდომა, შეცდომა დაერქმია იმისთვის, რასაც ადამიანის მოვალეობად თვლიდა, სიკეთედ აღქმული ბოროტებად დაენახა.
But Æëtes's nature still prevented him from admitting this mistake, from calling a mistake what he considered to be a human being's duty, from seeing what he had perceived as kindness to be malice.
59424.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რადგან ახლაც, მოტყუებულსა და გაწბილებულს, ვინმე უპოვარი და უსახლკარო რომ მოსდგომოდა კარზე, დაუფიქრებლად მიიღებდა და სანამ რამეს გამოჰკითხავდა, ჯერ დააპურებდა.
Because even now, deceived and disillusioned, he would not hesitate to receive any homeless pauper who turned up at the door and would feed him before asking any questions.
59425.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასეთი იყო მისი ბუნება და ვეღარაფერი ვეღარ შეუცვლიდა, ანდა რაღა დროს გადასხვაფერება იყო ამ სიბერეში.
That was his nature and there was no way he could change, and old age was no time for changing one's habits.
59426.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამიტომაც დადიოდა სასახლის ეზოში ხელებგაშლილი, გაკვირვებული და სულელურად მოღიმარი.
So he walked the palace courtyard, his arms spread out, amazed and smiling stupidly.
59427.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ვერ იჯერებდა, არ უნდოდა დაჯერება.
He couldn't and wouldn't believe it.
59428.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც წამლით ჩაძინებულს ცხადად ენახა, გამოღვიძებულს სიზმრად ეჩვენებოდა.
What he had seen clearly when he had been drugged into sleeping, seemed a dream to him when he was awake.
59429.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეა კი უკვე შორს იყო.
Medea was now far away.
59430.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მის საწოლზე შეჭრილი კულული იპოვეს მხოლოდ.
They found in her bed just a lock of hair she'd cut off.
59431.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ალბათ დედისთვის დაეტოვებინა უკვალოდ გამქრალი სიქალწულის მოსაგონებლად.
Perhaps she had left it as a souvenir of her irrevocably lost virginity.
59432.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მთელი ქალაქი ფეხზე დადგა.
The whole city was up and about.
59433.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ნავსადგურიდან ზედიზედ გადიოდნენ მეომრებით გაძეძგილი ხომალდები.
A row of ships bristling with weapons and soldiers was leaving the port.
59434.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მეწინავე ხომალდის ქიმზე აიეტის ვაჟიშვილი, აფრასიონი იდგა.
Æëtes's son Absyrtus was standing on the prow of the leading ship.
59435.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ის ამავე ხომალდით მობრუნდებოდა უკან, უფრო სწორედ ამ ხომალდით მოიტანდნენ მის გვამსაც, სხვა გემებთან ერთად.
He would return on the same ship, or rather his corpse would be brought back on that ship, together with the other ships.
59436.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეს აფრასიონმა უკვე იცოდა, იცოდა და მაინც მიდიოდა, რადგან ასე სურდა ბედისწერას.
Absyrtus already knew this, but he still went, because fate wished him to.
59437.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
აიეტს კი ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მისი სწრაფი ხომალდები ნამდვილად დაეწეოდნენ ავაზაკებს და უკვე იმაზე ფიქრობდა, ვინ როგორ დაესაჯა.
Æëtes, however, still hoped that his fast ships really would overtake the pirates: he was pondering whom to punish, and how.
59438.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გულის სიღრმეში რომ იხედებოდა, აღარავინ აინტერესებდა მედეას გარდა.
When he looked in his heart of hearts, however, nobody except Medea interested him any more.
59439.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეას გვერდით ყველანი პატარები და უფერულები ჩანდნენ.
Compared with Medea, they all seemed small and banal.
59440.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე თუ ისე, ყველას რაღაც გამართლება ჰქონდა, მედეას კი არა, მედეას უმიზეზოდ ეღალატნა მამისთვის და ყველაზე მეტად ეს აკვირვებდა აიეტს.
In any case, they all had some justification, except Medea, who had betrayed her father without cause, which stunned him most of all.