მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594461.
დაბნელება | თავი 16
– გმადლობ, – ჩავიდუდუნე, თან ედუარდის გამომეტყველებას ვაკვირდებოდი.
“Thanks,” I muttered, preoccupied by the expression on Edward’s face.
594462.
დაბნელება | თავი 16
ხელები ჩემკენ გამოეწვდინა, თითქოს ესაა ჩამავლებს და თან გამიტაცებსო.
His hands were halfway extended toward me, like he was about to grab me and make a run for it.
594463.
დაბნელება | თავი 16
– ჯეიკობსა და ბილის ეჩქარებოდათ და წავიდნენ. აქ იყვნენ, ხომ დაინახე?
“Jacob and Billy had to take off — did you see that they were here?”
594464.
დაბნელება | თავი 16
– ჩარლიმ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, მაგრამ ხელები ჩემი მხრებიდან არ აუღია.
Charlie took a step back, but keeping his hands on my shoulders.
594465.
დაბნელება | თავი 16
ედუარდისგან ზურგშექცევით იდგა.
He had his back to Edward.
594466.
დაბნელება | თავი 16
თუმცა, იმ წუთას ეს კარგიც იყო.
But that was fine at the moment.
594467.
დაბნელება | თავი 16
ედუარდს პირი ღია დარჩენოდა და თვალებში შიში ჩასდგომოდა.
Edward’s mouth was hanging open, his eyes still wide with dread.
594468.
დაბნელება | თავი 16
– ჰო, – მამაჩემის ყურადღება მივიქციე, – მესმოდა მათი.
“Yeah,” I assured my father, trying to pay enough attention. “Heard them, too.”
594469.
დაბნელება | თავი 16
– გამიხარდა, რომ დაგაფასეს და მოვიდნენ, – თქვა ჩარლიმ.
“It was nice of them to show up,” Charlie said.
594470.
დაბნელება | თავი 16
ედუარდისთვის მოყოლა ცუდი აზრი აღმოჩნდა.
Okay, so telling Edward had been a really bad idea.
594471.
დაბნელება | თავი 16
ელისი სწორად იქცეოდა, თავის აზრებს რომ უმალავდა.
Alice was right to keep her thoughts clouded.
594472.
დაბნელება | თავი 16
უნდა დამეცადა, სანამ სადმე განვმარტოვდებოდით, მაგალითად, მის ოჯახთან ერთად, სადაც მტვრევადი არაფერი იქნებოდა...
I should have waited till we were alone somewhere, maybe with the rest of his family. And nothing breakable close by...
594473.
დაბნელება | თავი 16
– ნუ სულელობ.
Don’t be silly.
594474.
დაბნელება | თავი 16
ჩარლის საყვარელი რესტორანი დიდად არ მომწონდა, მაგრამ იმ მომენტში რა მნიშვნელობა ჰქონდა.
I did not particularly enjoy Charlie’s favorite restaurant, but, at this point, what was the difference?
594475.
დაბნელება | თავი 16
მაინც ვერაფერს შევჭამდი.
I wasn’t going to be able to eat anyway.
594476.
დაბნელება | თავი 16
ჩარლიმ გამიღიმა და ამოიხვნეშა.
Charlie smiled wider, and then sighed.
594477.
დაბნელება | თავი 16
ედუარდისკენ ნაწილობრივ შებრუნდა, ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
He turned his head halfway toward Edward, without really looking at him.
594478.
დაბნელება | თავი 16
– შენც მოდიხარ, ედუარდ?
“You coming, too, Edward?”
594479.
დაბნელება | თავი 16
– არა, გმადლობ, – ცივად და მკაცრად უპასუხა ედუარდმა.
“No, thank you,” Edward said stiffly, his face hard and cold.
594480.
დაბნელება | თავი 16
– მშობლებთან ერთად გაქვს დაგეგმილი რამე?
“Do you have plans with your parents?”