მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59521.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გრძელსა და წვეტიან ცხვირებს შუბებივით უღერებდნენ სივრცეს, მტრისაგან რომ აშორებდათ.
They were pointing their sharpened prows into the open spaces like javelins to ward off the enemy.
59522.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხალხსაც იმის გაგება აინტერესებდა, საით უმიზნებდნენ უფრო ზუსტად ამ მოჩხუბარი ხომალდების წამახული ცხვირები.
The people wondered where in particular the sharpened prows of these fighting ships were heading for.
59523.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სხვა მხრივ ყველაფერი ნათელი იყო.
In general, it was all too clear.
59524.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კრეტელები მიჩვეულნი იყვნენ თავიანთი უძლეველი ფლოტის ასეთ უეცარ აფუსფუსებას.
The Cretans were accustomed to this sudden mobilisation of their invincible fleet.
59525.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისი გაცილებაც უხაროდათ და დახვედრაც, რადგან ხელცარიელი არასოდეს მობრუნებულა უკან.
They were glad to see it depart and arrive, because it had never come back empty-handed.
59526.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კვირაობით იცლებოდა ხოლმე ნადავლით მუცელგამოტენილი ხომალდები.
It took weeks to unload the ships whose bellies were stuffed with booty.
59527.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოედინებოდა აზმუვლებული პირუტყვი: ჭრელი, მტვრიანი, ტალახშემხმარი, კუდზე და ღაბაბზე კიდევ რომ შერჩენოდა მშობლიური მინდვრების ბირკა.
Out of them came bellowing cattle, of many colours, dusty, covered in dried mud, with burrs from their native meadows still stuck to their tails and dewlaps.
59528.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოგორავდა ღვინისა და ზეთის კასრები.
Barrels of wine and olive oil were rolled out.
59529.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოჩოჩავდა სკივრი და ბოღჩა.
Wooden trunks and cloth bales were dragged out.
59530.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოსლუკუნებდნენ ტირილისგან ფერგაცრეცილი, წიწილებივით აბუზული გოგო-ბიჭები.
Tear-stained, pale-faced boys and girls, like ruffled chicks, came sobbing out.
59531.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მოირხეოდნენ უძინარი, თმააბურდული ქალები, ჩამოხეული კაბები რომ ეცვათ, თითქოს საგანგებოდ, რათა უფრო თვალშისაცემი გამხდარიყო მათი უცხო ფერ-ხორცი.
Women, after sleepless nights, dishevelled, their dresses torn by their captors to show off their exotic flesh, came tottering out.
59532.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„დიდება მინოსს!“ - ყვიროდნენ ნაალაფარის ხილვით აღგზნებული დამხვდურები.
"Glory to Minos!" shouted the spectators, excited by the sight of these trophies.
59533.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ნაომარ, გამარჯვებულ, გაბღენძილ ჯარისკაცებს, მძიმედ შეჯავშნულნი, უზარმაზარ ხოჭოებივით რომ მოხოხავდნენ კნოსის ვიწრო ქუჩებში, ყვავილებს ესროდნენ, ყველაფერს ესროდნენ, რაც კი ხელში მოხვდებოდათ.
They threw flowers, anything that came to hand at the victorious, puffed up soldiers back from war in their heavy armour, as they crawled like monstrous beetles through the narrow streets of Knossos.
59534.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ჯარისკაცებს ჭრილობების, ოფლისა და დამარცხებული ქვეყნების სუნი ასდიოდათ.
The soldiers smelled of wounds, sweat and conquered lands.
59535.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კნოსელები არც ახლა შემცდარან, ახლაც საომრად ამზადებდნენ ხომალდებს, მაგრამ ვისთან, ვისთვის დაედგა მინოსს თვალი, არავინ იცოდა.
The people of Knossos were, as usual, not mistaken: again they were preparing ships for war: nobody knew against or for whom Minos was sending them.
59536.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ეს კი უარესად უშლიდათ საღერღელს, უარესად უღვივებდათ ცნობისმოყვარეობას.
But this only increased their craving and aroused greater curiosity.
59537.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„გამაგებინე, თუ კაცი ხარ, სადაური ღვინით გვიპირებს მინოსი დათრობას, ანდა სადაური ქალის საყიდლად ვაგროვებ ფულსო“.
"Tell me, if you're so bold, where Minos is going to get the wine we'll get drunk on, and where is the woman coming from that I'm saving up to buy?"
59538.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ლაზღანდარობდნენ ისინი, გამარჯვებით განებივრებულნი, დარწმუნებულნი, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა.
They joked, spoiled by victories, sure that it would always be so.
59539.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მინოსმა ეს უკვე ოცდახუთი წლის წინათ იცოდა, საით წავიდოდნენ დღეს, სწორედ დღეს, მისი შავი ხომალდები.
Minos had known for twenty-five years where his black ships would be going today, today in particular.
59540.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართალია, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაიფიქრა, მაგრამ ახლა დაყოვნება აღარ შეიძლებოდა.
True, not all had gone to plan, but there could be no further delay.