მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59581.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართალია, მინოსი მეწინავე ხომალდზე იასონის სისხლიან ტუნიკს ვეღარ დაჰკიდებდა, მაგრამ საჩხუბარი მიზეზი მაინც ხელთა ჰქონდა.
Minos could not now hang Jason's bloodstained tunic from his flagship, but he still had a handy pretext for a quarrel.
59582.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მის წარგზავნილ კაცს მდევარი დაადევნეს.
There were people pursuing his envoy.
59583.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ცხვრის ტყავი დაუკავეს და იძულებული გახადეს, მოეპარა იგი, ცხვრის გაქუცული ტყავი, ყველა მწყემსს, ყველა ოხერსა და ავაზაკს რომ აცვია.
They had not let him take the sheep's fleece, they had forced him to steal it, a lousy sheep's fleece, such as any shepherd, beggar or pirate wore.
59584.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ქალი დაუკავეს და იძულებული გახადეს, მოეტაცა იგი, როცა ბერძენი მეფის სიძობას ყველა ქვეყანა ნატრობდა.
They had not let him have the girl and had forced him to abduct her, when every country longed to have as a citizen a son-in-law of the king of Greece.
59585.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
კიდევ კარგი, იმ საბრალო ბავშვებს ქომაგი ჰყავდათ.
Luckily those poor children had someone to intercede for them.
59586.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყველაზე დიდი მეფე ყველაზე დაჩაგრულთა ქომაგიცაა.
The Supreme King intercedes for all the oppressed.
59587.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ახლა იასონთან ანგარიშსწორებას აზრი არ ჰქონდა, არცა ღირდა.
There was no point settling accounts with Jason now: it just wasn't worth it.
59588.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იასონმა, იასონმა კი არა, იასონმედეამ, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, გააკეთა ის, რაც ევალებოდა.
Jason, or Jason and Medea, had done at least part of what they were obliged to do.
59589.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამდენად, არა, როგორც მოსთხოვეს, მაგრამ ისე, როგორც შეეძლო.
Not in the way they were asked, but as best they could.
59590.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე მაინც დამნაშავეა, მაგრამ მისი დანაშაულის მიტევება შეიძლება.
He was a wrongdoer, but his crime could be forgiven.
59591.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც მთავარია, ნადირი ბუნაგიდან გამოვიდა, გამოჩნდა და დასუსტდა კიდეც.
At least the wild animal had come out of its den, shown itself and become weaker.
59592.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რადგან ერთი ლეკვი ცოცხლად მოსტაცეს, მეორე კი მკვდარი მიუგდეს.
Because one of its cubs had been captured alive and the other had been thrown back dead.
59593.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ო, იასონ! ო, იასონმედეა!
O Jason, O Jason and Medea!
59594.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რას არ ჩაადენინებს კაცს სიყვარულის ქალღმერთი.
The things that the goddess of love will make a man do!
59595.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ომისათვის მიზეზი კი არსებობდა, მაგრამ სინატიფე აკლდა, მინოსისებური სინატიფე.
There had been a pretext for war, but it lacked finesse, the finesse typical of Minos.
59596.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მიზეზი მაშინ არის ნატიფი, როცა შენიანის სისხლითაა შეღებილი და არა მოწინააღმდეგისა, რომლის სისხლიც სწორედ ამიტომ უნდა დაიღვაროს.
A pretext has finesse when it is coloured with the blood of your own people, not your opponent's, whose blood now has to be shed for that very reason.
59597.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რაც მთავარია, უკვე ყველაფერი გაირკვა, ამ საქმის ყველა მონაწილემ იცოდა, ვის რა წვლილი მიუძღოდა, ვინ რას გამორჩებოდა.
Anyway, everything was now clarified, everyone involved in this business knew what portion was theirs, who had what to gain.
59598.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იასონმა ჯერ კიდევ დაუშრეტელი მდინარის ჭანჭრობებში, თორმეტნიჩბიან ხომალდზე, კოლხურ ბურუსში გახვეულმა იგრძნო, ჯაგებში შეყუჟული ნადირის გამოსატყუებლად გადმოსროლილი ქვა რომ იყო.
Even in the thickets of the ever-flowing river, on the twelve-oared ship, wrapped in the mists of Colchis, Jason sensed that he was just a stone thrown to lure a wild animal lurking in the bushes.
59599.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მიწის გოროხი, განწირული, გამეტებული.
A stone or a clod of earth, dispensable, unwanted.
59600.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისი სიცოცხლე ყველას ფეხზე ეკიდა, ერთს თუ გადაურჩებოდა, მეორე დაგლეჯდა, რადგან ორივეს სისხლის დანახვა სჭირდებოდა, ერთმანეთს რომ დარეოდნენ.
Nobody gave a damn about his life: if he escaped alive from one, he'd be torn to pieces by the other, because both needed the sight of blood in order to attack one another.