მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59561.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ არ იცოდა, დაავიწყდა, გამორჩა, შესაძლებელი რომ იყო ერთ-ერთ კუთხეში მედეა დახვედროდა, თოჯინა და მხსნელი.
But he didn't know, or had forgotten, or omitted to think that in one of those nooks Jason might possibly come across Medea, his doll and his saviour.
59562.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ერთი სულელი გოგო ყოველთვის გაერევა საქმეში და თავდაყირა შეატრიალებს, რაც ბრძენს ოცდახუთი წლის განმავლობაში უფიქრია, აუწონია, გაუზომავს, აურწყია, გამოუთვლია, გამოუანგარიშებია.
A stupid girl had interfered and overturned a business that a wise man had planned, pondered, measured, assessed and calculated for twenty-five years.
59563.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მედეა ხომ იმიტომ არსებობს, ბრძენისაგან განწირული გადაარჩინოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს.
Medea existed in order to save, whatever it cost her, someone a wise man had sacrificed.
59564.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასედაც მოხდა.
And it had happened.
59565.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იასონისგან გმირი არ გამოვიდა.
Jason had not turned out to be a hero.
59566.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მინოსს კი გმირი სჭირდებოდა, არა, გმირის სისხლი, რომელიც სულელი გოგოს წყალობით არ დაიღვარა და ამიტომაც აღარც ფასი ჰქონდა.
But Minos needed a hero, or rather a hero's blood which, thanks to a stupid girl, had not been shed and had therefore lost its value.
59567.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მინოსმა გარკვევით უთხრა იასონს, რასაც მოითხოვდა მისგან.
Minos had specifically told Jason what he wanted of him.
59568.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სხვაც ბევრი უთხრა.
He said many other things.
59569.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იასონი თუ მართლა ჭკვიანი და საზრიანი ყმაწვილი იყო, როგორადაც თავი მოჰქონდა, მხოლოდ იმ ერთი სიტყვისთვის უნდა დაეგდო ყური.
If Jason really was as clever and sensible a youth as he seemed, he should have pricked up his ears at the very first word.
59570.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
და ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც ის სიტყვა ავალდებულებდა, ის პატარა, ორმარცვლიანი, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვა.
And he should have acted as that short, two-syllable, but very significant word obliged him to.
59571.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როცა იასონი პირველად დაიბარა მინოსმა, კარგა ხანს არ მიაქცია ყურადღება, ვითომც ვერც ამჩნევდა.
When Minos first summoned Jason, he paid him no attention for a time, as if he didn't notice him.
59572.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სხვებს ელაპარაკებოდა განგებ, გულისყური კი მისკენ ჰქონდა, სწავლობდა, ამოწმებდა, შეიძლებოდა თუ არა ეთქვა მისთვის ეს პატარა, ორმარცვლიანი სიტყვა.
He deliberately spoke to others, but kept an eye on him, studied him, tested him to see if it was possible to say to him the short two-syllable word.
59573.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ყოველ შემთხვევაში, გარეგნობა იასონს ნამდვილად გმირისა ჰქონდა. ლამაზიც იყო, ახალგაზრდაც.
In any case, Jason had a real hero's looks: he was handsome and young.
59574.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისი დაღუპვა ბევრ გულს შესძრავდა.
If he perished, many hearts would be touched.
59575.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მინოსი მოულოდნელად მოუბრუნდა იასონს და ჰკითხა: შენ ვინ ხარო?
Suddenly Minos turned to Jason and asked him, "who are you?"
59576.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„მე იოლკოსის ყოფილი მეფის შვილი და ახლანდელის ძმისშვილი გახლავარო“, - დაუფიქრებლად უპასუხა იასონმა.
"I am the son of the ex-king of Iolcos and nephew of the present king", Jason replied without hesitating.
59577.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
- არა, - თითქმის იყვირა მინოსმა, - შენ გმირი ხარ!
"No", Minos almost shouted, "you're a hero!"
59578.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გმირმა კი ქალი მოიტაცა და ერთი გაქუცული ტყავის გულისთვის აიეტი მტრად გადაჰკიდა.
The hero had gone and abducted a girl and, for the sake of a lousy fleece, had made an enemy of Æëtes.
59579.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
იასონიც მედეასავით სულელი ყოფილა, ვერც ერთმა ვერ გაიგეს, რა ევალებოდათ, მაგრამ ახლა ხელს ხომ ვეღარ ჰკრავდა ამ საბრალო ბავშვებს.
Jason had been as stupid as Medea, neither had understood where their duty lay, but Minos couldn't now reject these poor children.
59580.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ძნელია, მართლაც ძნელია ყველას მამიდობა.
It is hard, really hard, to be "auntie" to everybody.